https://sputnik-georgia.com/20221012/saqartvelosi-titqmis-or-weliwadsi-asze-meti-narkomovawre-daakaves-sss-271289350.html
საქართველოში არასრულ ორ წელიწადში 130-ზე მეტი ნარკომოვაჭრე დააკავეს - შსს
საქართველოში არასრულ ორ წელიწადში 130-ზე მეტი ნარკომოვაჭრე დააკავეს - შსს
Sputnik საქართველო
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ნარკოტიკის უპრეცედენტო რაოდენობა, აღნიშნა შსს-ს წარმომადგენელმა. 12.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-12T22:36+0400
2022-10-12T22:36+0400
2022-10-12T23:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24282/67/242826746_0:96:2000:1221_1920x0_80_0_0_8fe6e3d6ab22cfb1feb16bbb32075bf3.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ 2021-2022 წლებში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 132 ნარკორეალიზატორი მაღალი სტანდარტის მტკიცებულებების საფუძველზე.საქართველოს შსს პერიოდულად ატარებს სპეცოპერაციებს ქვეყანაში ნარკორეალიზატორების ქსელის გამოსავლენად. გაყიდვის ფაქტის დასამტკიცებლად პოლიციის თანამშრომლები მყიდველებად ასაღებენ თავს და პროცესს კამერით იღებენ.მან აღნიშნა, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობის მუხლით ბრალის დასამტკიცებლად აუცილებელია მტკიცებულების მაღალი სტანდარტები და პოლიცია ამას უმკლავდება.„საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებულია ნარკოტიკების უპრეცედენტო რაოდენობა და ეს იმ პირობებში, როდესაც ნარკორეალიზატორების პასუხისგებაში მისაცემად აუცილებელია მაღალი სტანდარტის მტკიცებულებები, მათ შორის, ნარკოტიკების გაყიდვის ფაქტის გადაღება. ჩვენ ამ სტანდარტის პირობებში 132 ადამიანის დაკავება შევძელით“, - განაცხადა დარახველიძემ.საქართველოში ნარკოტიკების გამყიდველების მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონი მოქმედებს. ეს დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით 10 წლიდან უვადო პატიმრობამდე.მიუხედავად საქმეების გახსნის მაღალი პროცენტისა, ნარკოდანაშაული ქვეყნის სამ ყველაზე გავრცელებულ დანაშაულთა რიცხვშია ქურდობასთან და ოჯახურ ძალადობასთან ერთად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24282/67/242826746_122:0:1878:1317_1920x0_80_0_0_30cc2dd40e5e1bbcaccd521067fc7df0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოში არასრულ ორ წელიწადში 130-ზე მეტი ნარკომოვაჭრე დააკავეს - შსს
22:36 12.10.2022 (განახლებულია: 23:10 12.10.2022) საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ნარკოტიკის უპრეცედენტო რაოდენობა, აღნიშნა შსს-ს წარმომადგენელმა.
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ 2021-2022 წლებში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 132 ნარკორეალიზატორი მაღალი სტანდარტის მტკიცებულებების საფუძველზე.
საქართველოს შსს პერიოდულად ატარებს სპეცოპერაციებს ქვეყანაში ნარკორეალიზატორების ქსელის გამოსავლენად. გაყიდვის ფაქტის დასამტკიცებლად პოლიციის თანამშრომლები მყიდველებად ასაღებენ თავს და პროცესს კამერით იღებენ.
„შარშან და წელს დაფიქსირდა ნარკორეალიზატორების უპრეცედენტო დაკავება. სულ დაკავებულია 132 ადამიანი“, - განუცხადა დარახველიძემ ჟურნალისტებს.
მან აღნიშნა, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობის მუხლით ბრალის დასამტკიცებლად აუცილებელია მტკიცებულების მაღალი სტანდარტები და პოლიცია ამას უმკლავდება.
„საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებულია ნარკოტიკების უპრეცედენტო რაოდენობა და ეს იმ პირობებში, როდესაც ნარკორეალიზატორების პასუხისგებაში მისაცემად აუცილებელია მაღალი სტანდარტის მტკიცებულებები, მათ შორის, ნარკოტიკების გაყიდვის ფაქტის გადაღება. ჩვენ ამ სტანდარტის პირობებში 132 ადამიანის დაკავება შევძელით“, - განაცხადა დარახველიძემ.
საქართველოში ნარკოტიკების გამყიდველების მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონი მოქმედებს. ეს დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით 10 წლიდან უვადო პატიმრობამდე.
მიუხედავად საქმეების გახსნის მაღალი პროცენტისა, ნარკოდანაშაული ქვეყნის სამ ყველაზე გავრცელებულ დანაშაულთა რიცხვშია ქურდობასთან და ოჯახურ ძალადობასთან ერთად.