უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა - პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ხუთი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2022
გამოწერა
დაკავებულთა შორის ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელიც პოლიციამ მარნეულში დააკავა.
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. ქვეყნის მასშტაბით ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვა–ტარების ბრალდებით სამართალდამცველებმა ხუთი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სავარაუდო დამნაშავეთა დაკავება განხორციელდა თბილისში, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და აჭარის რეგიონებში. დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 23-დან 48 წლამდეა, არიან წარსულში ნასამართლევი პირებიც. ერთ-ერთი მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
დაკავებულთა პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად სულ ამოღებულია: „მაკაროვის“ სისტემის ერთი პისტოლეტი, „აკ 74“-ის მოდელის ავტომატი, კუსტარული წესით დამზადებული პისტოლეტი, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 4 მჭიდი და 120-ზე მეტი საბრძოლო ვაზნა.
ამასთან, პოლიციამ აჭარაში დაკავებული პირისგან ასევე ამოიღო ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ და „მარიხუანა“.
გამოძიება სსკ-ის 236-ე, 214-ე, 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0