https://sputnik-georgia.com/20221012/garibashvilma-eib-mxardacheristvis-madloba-gadauxada-271280150.html
პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის მხარდაჭერისთვის EIB-ს მადლობა გადაუხადა
პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის მხარდაჭერისთვის EIB-ს მადლობა გადაუხადა
Sputnik საქართველო
მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და EIB-ს ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობა მათი რეალიცაზიის საქმეში. 12.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-12T19:38+0400
2022-10-12T19:38+0400
2022-10-12T22:13+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260181943_0:132:1280:853_1920x0_80_0_0_b4ad30730057691bfb60b674a6d41abc.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრიორიტეტული სექტორების განვითარების მიმართულებით ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაკეთდა აქცენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონულ წარმომადგენელს მაჩეი ჩურას შორის გამართულ შეხვედრაზე, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რეფორმების განხორციელების გაგრძელება საქართველოსთვის ერთადერთი გზაა გამოწვევების დასაძლევად.ყურადღება გამახვილდა EIB-ს გადამწყვეტ როლზე პანდემიის და პოსტპანდემიურ პერიოდში. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონულ წარმომადგენელს გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გადასაჭრელად 2020 წელს EIB-ს ჯგუფმა 70 მლნ ევრო გამოყო საქართველოსთვის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად და 100 მლნ ევრო გამოყო ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის საჭიროებებზე.ევროპის საინვეტიციო ბანკმა საქართველოში 2007 წლიდან 2 მლრდ ევრომდე ინვესტიცია განახორციელა ქვეყნის ინფრასტრუქტურულ, კერძო სექტორისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის 23 პროექტში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260181943_166:121:1142:853_1920x0_80_0_0_dfa2bb6b1c9b7b485f03b7b103b43cee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის მხარდაჭერისთვის EIB-ს მადლობა გადაუხადა
19:38 12.10.2022 (განახლებულია: 22:13 12.10.2022) მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და EIB-ს ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობა მათი რეალიცაზიის საქმეში.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრიორიტეტული სექტორების განვითარების მიმართულებით ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაკეთდა აქცენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონულ წარმომადგენელს მაჩეი ჩურას შორის გამართულ შეხვედრაზე, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რეფორმების განხორციელების გაგრძელება საქართველოსთვის ერთადერთი გზაა გამოწვევების დასაძლევად.
როგორც შეხვედრაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, EIB-სთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ერთობლივი მსხვილი საინვესტიციო პროექტების მიმართულებით, არამედ აგრეთვე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კონტექსტში.
ყურადღება გამახვილდა EIB-ს გადამწყვეტ როლზე პანდემიის და პოსტპანდემიურ პერიოდში.
პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონულ წარმომადგენელს გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გადასაჭრელად 2020 წელს EIB-ს ჯგუფმა 70 მლნ ევრო გამოყო საქართველოსთვის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად და 100 მლნ ევრო გამოყო ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის საჭიროებებზე.
ევროპის საინვეტიციო ბანკმა საქართველოში 2007 წლიდან 2 მლრდ ევრომდე ინვესტიცია განახორციელა ქვეყნის ინფრასტრუქტურულ, კერძო სექტორისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის 23 პროექტში.