დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 ოქტომბერი

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშივარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 12 ოქტომბერია, ოთხშაბათი. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
კარგი დღეა არასტანდარტული გადაწყვეტილებებისა და მტკიცე, მაგრამ კარგად მოფიქრებული ქმედებებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დისციპლინის მხრივ არცთუ საუკეთესო დღეა, შედეგების მხრივ საკმაოდ ნაყოფიერი იქნება. შეზღუდვები არასასურველია, მათ შორის, სიყვარულში - შესანიშნავი დროა ნაცნობობის, ფლირტის, ფანტაზიის გამოჩენის, სიურპრიზებისა და სხვა ამაღელვებელი ჟესტებისთვის სასიყვარულო ასპარეზზე.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 ოქტომბერი>>
ვერძი: დღეს შესაძლოა, ძალზე მიმზიდველი შესაძლებლობა გამოჩნდეს, რომელიც ფინანსებთან იქნება დაკავშირებული. და თუ ამაზე უარს იტყვით, შეიძლება მთელი ცხოვრება სანანებელი გაგიხდეთ. არაა გამორიცხული, რომ ახალმა პროექტმა ძველ გეგმებზე უარის თქმა მოითხოვოს. თუ დარწმუნებული ხართ, რომ ახალი ნაბიჯები უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ძველი, გარისკვა ღირს. თუ არა, და რაღაცაში ეჭვი გეპარებათ, მაშინ რისკიც გაუმართლებელი იქნება.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2018
მტრობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის – ყველაზე დაპირისპირებული ნიშნები
კურო: გაქვთ შანსი, რომ რაღაც სასარგებლო გააკეთოთ არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ სხვებისთვისაც, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოახერხებთ და თქვენს ნოვატორულ იდეებს გარშემომყოფებს კარგად აუხსნით. დღეს თქვენი ინტელექტუალური უნარები საოცარ სიმაღლეზე იქნება, თუმცა ურთიერთობები ირგვლივ მყოფებთან – თქვენი სუსტი წერტილი. მხოლოდ მოთმინებითა და დიპლომატიურობით მოახერხებთ კამათის თავიდან აცილებას და ჩანაფიქრის განხორციელებაში წინსვლას.
ტყუპი: გარემოებები არ მოგცემთ საშუალებას, რომ მოდუნდეთ და გააკეთოთ ის, რაც საჭიროდ მიგაჩნიათ. ყოველ წუთს გამოჩნდება რაღაც საქმე, რომელიც თქვენს აქტიურ ჩარევას საჭიროებს. ნებსით თუ უნებლიეთ ამ თამაშის მიღება მოგიწევთ და დღის ბოლოს, შესაძლოა, უკვე „აზარტშიც“ შეხვიდეთ. მოქმედებების დროს აღმოაჩენთ, რომ თქვენი გონება საოცრად მკაფიოდ და სწრაფად მუშაობს და გთავაზობთ სიტუაციებიდან გამოსასვლელ დახვეწილ გზებს.
კირჩხიბი: თქვენი ბედნიერება თქვენ ხელთაა, უფრო სწორად, თქვენ თავში. ირგვლივ სამყაროს შეცვლაც კი შეგიძლიათ თქვენი ფიქრის ძალით. დარწმუნებული არ ხართ რამე საქმეში? შესძახეთ საკუთარ თავს, რომ ეს შეგიძლიათ. ძალღონე გამოგეცალათ? დაარწმუნეთ თავი, რომ ენერგიითა და ენთუზიაზმით ხართ სავსე. როგორც იტყვით, ისე იქნება. მთავარია, რომ პოზიტიურად იაზროვნოთ და სწორად – დღეს ყველაფერი შეიძლება ახდეს და მათ შორის, არასწორი და ნეგატიური ფიქრებიც.
ვარსკვლავი - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2018
ყველაზე ძლიერი პიროვნებები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: დღეს შეიძლება თვითორგანიზაციისა და დისციპლინის მხრივ პრობლემები შეიქმნას. მოგინდებათ ერთფეროვანი ცხოვრებისეული რიტმის დარღვევა. არ შეეწინააღმდეგოთ ამ გრძნობას, რადგან ვარსკვლავები პროგნოზირებენ, რომ თუ სპონტანურად მოქმედების სურვილს აჰყვებით, ცხოვრებაში ახალი შთაბეჭდილებები და ემოციები გაგიჩნდებათ, ამასთან, ამან დასაბამი შეიძლება მისცეს ახალ პროექტებს, რომლებსაც წარმატების ძალიან დიდი შანსი აქვს.
ქალწული: ერთ რამეზე ყურადღების კონცენტრირება გაგიჭირდებათ, ირგვლივ ხომ იმდენი საინტერესო რამ ხდება. მთელი დღის განმავლობაში ცხოვრება ახალ–ახალ საინტერესო რაღაცებს შემოგთავაზებთ. ახალი შთაბეჭდილებები, ადამიანები, იდეები, გეგმები, საქმეები... დღეს თქვენი კონცენტრაციის უნარი ნულს უტოლდება. სამაგიეროდ, მზად ხართ ნებისმიერი ახალი იდეისთვის, თუ, რა თქმა უნდა, ერთი ყურიდან შეშვებულს მეორე ყურიდან არ გაუშვებთ.
სასწორი: დღეს შესანიშნავ საბრძოლო ფორმაში ხართ და გარშემომყოფები ამას ღირსეულად შეაფასებენ, რადგან ბრძოლას სწორედ მათთან აპირებთ. თუმცა, შესაძლოა, თქვენ ამას სულ სხვაგვარად აღიქვამდეთ – რომ სწორედ ირგვლივ მყოფნი ახდენენ თქვენს პროვოცირებას და გაიძულებენ, რომ თავი დაიცვათ. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. დღეს განწყობილი ხართ, რომ საწადელს აუცილებლად მიაღწიოთ და სულ არ გაინტერესებთ სხვების აზრი და მათი ინტერესები.
პარანალის ობსერვატორიიდან გადაღებული „პლანეტების პაემანი“: მთვარე იუპიტერსა და ვენერას შორის - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2018
ზოდიაქოს ყველაზე თავისუფლებისმოყვარე და დამოუკიდებელი ნიშნები
მორიელი: დღეს თქვენი აზრები ერთიდან მეორე თემაზე „იხტუნავებს“, იდეებს თქვენი გონება ვეღარ დაიტევს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენი ყველა მოსაზრება ღირებულია, მაგრამ თავისუფალი ხართ შაბლონებისგან და აქედან გამომდინარე, დიდია ალბათობა, რამე საკმაოდ საინტერესო იდეა გაგიჩნდეთ. მთავარია, ამ აზრებიდან ნამდვილად ღირებული იდეა გამოყოთ. როგორც ვარსკვლავები ამბობენ, სწორედ აქ იქნება დღის მთავარი პრობლემა.
მშვილდოსანი: ეს ის დღეა, როცა შეგიძლიათ მთლიანად გადაერთოთ თუნდაც ყველაზე წვრილმანი პრობლემის მოგვარებაზე. ყველაფერს შეუძლია თქვენი კალაპოტიდან ამოგდება: სამუშაო საკითხს, რომელიც სიმშვიდეს გიკარგავთ, ძლიერ ემოციებს ნებისმიერ წვრილმანზე... ეს ხელს შეგიშლიათ, რომ რამე მართლაც ღირებულზე შეაჩეროთ თქვენი ყურადღება. მიუხედავად ამისა, ამ დღეს პლუსებიც აქვს – შეძლებთ საქმის არსში ჩაღრმავებას „მოლეკულების“ დონეზე.
თხის რქა: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღეს მოძებნოთ გზა გარშემომყოფების გულებისკენ თუ არა, მათ გონებამდე მაინც. ის ადამიანები, რომელთა აზრიც თქვენთვის სულერთი არაა, დღეს შეძლებენ თქვენი ახალი იდეებისა და არასტანდარტული მიდგომების დაფასებას. დროთა განმავლობაში ეს საშუალებას მოგცემთ, რომ განამტკიცოთ თქვენი მდგომარეობა, აიმაღლოთ სტატუსი. ასე რომ, თუ თქვენი ინტელექტის წარმოჩინება გსურთ საუკეთესო კუთხით, ახლა სწორედ რომ ამის დროა.
მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2017
ზოდიაქოს ყველაზე უიღბლო ნიშნები, ანუ ვინ მიიჩნევს თავს უბედურად?
მერწყული: დღეს არაერთი იდეა გაგიჩნდებათ სახლის, აგარაკის ან საოჯახო მეურნეობის მოწყობასთან დაკავშირებით. ეს იდეები დაუყოვნებლივ მოქმედებებს მოითხოვს და რადგანაც ასეთი საქმეები მარტოკაცისთვის შეუძლებელია, ოჯახის წევრების ჩართვას მოინდომებთ. თქვენი მბრძანებლური ტონი ახლობლების მხრიდან გაპროტესტდება, წამოვა პრეტენზიების ტალღა. გაითვალისწინეთ ეს და თუ საქმის გაკეთება გინდათ, შესაბამისად იმოქმედეთ.
თევზები: დღეს თქვენ სახლში ან სამუშაო ადგილზე საშინელი ქაოსია, რომ მოინდომოთ კიდეც, არეულობას თავი შეიძლება მაინც ვერ დააღწიოთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ ქაოსი ირგვლივ იმ ცვლილებების ანარეკლია, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მალე გაჩნდება. ძალიან გაგიტაცებთ ახალი გლობალური იდეები და გეგმები, რომ დრო ბანალურ დალაგებაზე დახარჯოთ, და მაინც – არეულობისგან გათავისუფლება ნამდვილად არ გაწყენთ, დღეს თუ არა, ხვალ მაინც.
ყველა ახალი ამბავი
0