https://sputnik-georgia.com/20221011/sportulma-federaciebma-premiers-mimartes-gamoyofa-271247182.html
სპორტი კულტურის სამინისტროს გამოეყოფა? სპორტული ფედერაციები პრემიერს მიმართავენ
სპორტი კულტურის სამინისტროს გამოეყოფა? სპორტული ფედერაციები პრემიერს მიმართავენ
Sputnik საქართველო
ორგანიზაციების მოთხოვნას წინ უძღოდა კონფლიქტი კრივის ფედერაციის პრეზიდენტსა და კულტურის მინისტრს შორის. 11.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-11T18:41+0400
2022-10-11T18:41+0400
2022-10-11T22:54+0400
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/16/252392109_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_cf4a51cc8d0d41cd572cbb483e6b5125.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. სპორტის სამინისტრო კულტურის სამინისტროს უნდა გამოეყოს – ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პეტიციით 15 სპორტული ფედერაცია მიმართავს. ინიციატორია კრივის ფედერაცია.მინისტრ თეა წულუკიანსა და კრივის ფედერაციის პრეზიდენტ დავით წიკლაურს შორის კონფლიქტის შესახებ სექტემბრის ბოლოს გახდა ცნობილი, როდესაც წულუკიანი პარლამენტში გამოვიდა. მოგვიანებით მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ წიკლაურმა მისკენ დასარტყმელად გაიწია, როდესაც გაიგო, რომ ფედერაციას დაფინანსებაზე უარი ეთქვა. წიკლაურმა მინისტრის ბრალდება უარყო.გამოყოფის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად დაფინანსებისა და კომუნიკაციის პრობლემა დასახელდა.საპასუხო განცხადება უკვე გააკეთა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა. თეა წულუკიანის თქმით, გადაწყვეტილებას რომელიმე მიმართულების გამოყოფის შესახებ იღებს მთავრობა და არა კონკრეტული მინისტრი.„მე მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ იქნება ეს კულტურის, სპორტისა თუ ახალგაზრდობის მიმართულება, კონკრეტული მინისტრი, ჩემი მოადგილეები და მთელი სამინისტროს გუნდი მუშაობს სამივე მიმართულებით კეთილსინდისიერად“, – განაცხადა წულუკიანმა.მისი თქმით, „ვისაც ეს არ მოსწონს, ეს მისი პრობლემაა და არა სამინისტროსი“. ამასთან, ერთმანეთთან დამოკიდებულების შესახებ არც წიკლაურმა და არც წულუკიანმა ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხეს.სპორტის უნივერსიტეტი ადგილს არ შეიცვლის და 2025 წლისთვის იმავე ტერიტორიაზე აშენდება>>უფრო ადრე წულუკიანმა განაცხადა, რომ დავით წიკლაური ის ადამიანია, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს მაშინდელი სპორტის სამინისტროს ინსტრუქციით აგრესიას ავლენდა „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთან შეხვედრებზე, ამიტომ მას არ გაკვირვებია ფედერაციის პრეზიდენტის დამოკიდებულება ქალი მინისტრის მიმართ.წულუკიანის თქმით, ყველა მამაკაცი, რომელიც ქალზე ხელს სწევს, შემდეგ ამას უარყოფს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/16/252392109_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_109cbd1ad7c1b7c706ea991d79f9f7a1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი კულტურის სამინისტროს გამოეყოფა? სპორტული ფედერაციები პრემიერს მიმართავენ
18:41 11.10.2022 (განახლებულია: 22:54 11.10.2022) ორგანიზაციების მოთხოვნას წინ უძღოდა კონფლიქტი კრივის ფედერაციის პრეზიდენტსა და კულტურის მინისტრს შორის.
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. სპორტის სამინისტრო კულტურის სამინისტროს უნდა გამოეყოს – ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პეტიციით 15 სპორტული ფედერაცია მიმართავს. ინიციატორია კრივის ფედერაცია.
მინისტრ თეა წულუკიანსა და კრივის ფედერაციის პრეზიდენტ დავით წიკლაურს შორის კონფლიქტის შესახებ სექტემბრის ბოლოს გახდა ცნობილი, როდესაც წულუკიანი პარლამენტში გამოვიდა. მოგვიანებით მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ წიკლაურმა მისკენ დასარტყმელად გაიწია, როდესაც გაიგო, რომ ფედერაციას დაფინანსებაზე უარი ეთქვა. წიკლაურმა მინისტრის ბრალდება უარყო.
„ჩვენ, სპორტულმა საზოგადოებამ თხოვნით მივმართეთ ბატონ პრემიერს, თუ იქნება შესაძლებელი, რომ სპორტი, როგორც დარგი, ცალკე გამოიყოს და შეიქმნას ცალკე ან სამინისტრო ან დეპარტამენტი. ვფიქრობთ, რომ ვინც სპორტს კურირებს და ხელმძღვანელობს, აუცილებლად უნდა იცოდეს, ესმოდეს, უნდა იყოს საქმის კურსში, თუ რა სჭირდება სპორტულ ფედერაციებს“, – განაცხადა დავით წიკლაურმა.
გამოყოფის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად დაფინანსებისა და კომუნიკაციის პრობლემა დასახელდა.
საპასუხო განცხადება უკვე გააკეთა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა. თეა წულუკიანის თქმით, გადაწყვეტილებას რომელიმე მიმართულების გამოყოფის შესახებ იღებს მთავრობა და არა კონკრეტული მინისტრი.
„მე მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ იქნება ეს კულტურის, სპორტისა თუ ახალგაზრდობის მიმართულება, კონკრეტული მინისტრი, ჩემი მოადგილეები და მთელი სამინისტროს გუნდი მუშაობს სამივე მიმართულებით კეთილსინდისიერად“, – განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, „ვისაც ეს არ მოსწონს, ეს მისი პრობლემაა და არა სამინისტროსი“. ამასთან, ერთმანეთთან დამოკიდებულების შესახებ არც წიკლაურმა და არც წულუკიანმა ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხეს.
უფრო ადრე წულუკიანმა განაცხადა, რომ დავით წიკლაური ის ადამიანია, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს მაშინდელი სპორტის სამინისტროს ინსტრუქციით აგრესიას ავლენდა „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთან შეხვედრებზე, ამიტომ მას არ გაკვირვებია ფედერაციის პრეზიდენტის დამოკიდებულება ქალი მინისტრის მიმართ.
წულუკიანის თქმით, ყველა მამაკაცი, რომელიც ქალზე ხელს სწევს, შემდეგ ამას უარყოფს.