https://sputnik-georgia.com/20220922/sportis-universiteti-imave-adgilze-asendeba-wulukiani-270682781.html
სპორტის უნივერსიტეტი ადგილს არ შეიცვლის და 2025 წლისთვის იმავე ტერიტორიაზე აშენდება
სპორტის უნივერსიტეტი ადგილს არ შეიცვლის და 2025 წლისთვის იმავე ტერიტორიაზე აშენდება
Sputnik საქართველო
სპორტის უნივერსიტეტი არ უნდა გადასახლდეს სხვაგან, უნდა დარჩეს იქ, სადაც არის სიმბოლო, სადაც დიდი სპორტსმენები სწავლობდნენ და ყალიბდებოდნენ ჩვენი ქვეყნის... 22.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-22T18:54+0400
2022-09-22T18:54+0400
2022-09-22T21:48+0400
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ახალი ამბები
განათლება საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/15/267693553_0:132:1280:853_1920x0_80_0_0_681d5c5a8a3c827e8ef3c90a2addef94.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. სპორტის უნივერსიტეტი ადგილმდებარეობას არ შეიცვლის და ახალი შენობა ჭავჭავაძის გამზირზე, იმავე ადგილზე აშენდება 2025 წლისთვის, განაცხადა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.მისი თქმით, ქონება გადაეცემა ინვესტორს იმ დათქმით, რომ ორ წელიწადში ის ჩაბარდება იმავე ტერიტორიაზე, იქნება სახელმწიფოს ქონება და ფართობი იქნება ბევრად მეტი, ვიდრე დღეს არის.მან ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს ორ-სამ კვირაში საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს სპორტის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნულ ინიციატივას.მინისტრის თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სპორტის უნივერსიტეტის არსებული შენობა დღეისათვის არის საფრთხის შემცველი, ის ცარიელია. ამასთან, ექსპერტიზის შედეგად უკვე არაერთხელ დადასტურდა, რომ შენობის გამაგრება ან რეაბილიტაცია შეუძლებელია.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/15/267693553_209:171:1118:853_1920x0_80_0_0_f398036afdc4e530d5e36df3b86cb863.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ახალი ამბები, განათლება საქართველოში , საქართველო
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ახალი ამბები, განათლება საქართველოში , საქართველო
სპორტის უნივერსიტეტი ადგილს არ შეიცვლის და 2025 წლისთვის იმავე ტერიტორიაზე აშენდება
18:54 22.09.2022 (განახლებულია: 21:48 22.09.2022) სპორტის უნივერსიტეტი არ უნდა გადასახლდეს სხვაგან, უნდა დარჩეს იქ, სადაც არის სიმბოლო, სადაც დიდი სპორტსმენები სწავლობდნენ და ყალიბდებოდნენ ჩვენი ქვეყნის სიამაყეებად, აღნიშნა თეა წულუკიანმა.
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. სპორტის უნივერსიტეტი ადგილმდებარეობას არ შეიცვლის და ახალი შენობა ჭავჭავაძის გამზირზე, იმავე ადგილზე აშენდება 2025 წლისთვის, განაცხადა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.
მისი თქმით, ქონება გადაეცემა ინვესტორს იმ დათქმით, რომ ორ წელიწადში ის ჩაბარდება იმავე ტერიტორიაზე, იქნება სახელმწიფოს ქონება და ფართობი იქნება ბევრად მეტი, ვიდრე დღეს არის.
„გვინდა გვქონდეს სპორტის ის უნივერსიტეტი, რომელიც მომავალ გათვლასაც უპასუხებს და განვითარების შესაძლებლობასაც, უფრო მეტი სტუდენტის, ახალი ფაკულტეტების გახსნის საჭიროებასაც მისცემს ჩვენს სასწავლებელს. მეზობელი შენობა, რომელიც სამბოს დარბაზია, ასევე აიგება თავიდან ან იმავე ტერიტორიაზე, ან დიღომში, სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს ორ-სამ კვირაში საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს სპორტის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნულ ინიციატივას.
მინისტრის თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სპორტის უნივერსიტეტის არსებული შენობა დღეისათვის არის საფრთხის შემცველი, ის ცარიელია. ამასთან, ექსპერტიზის შედეგად უკვე არაერთხელ დადასტურდა, რომ შენობის გამაგრება ან რეაბილიტაცია შეუძლებელია.