საქართველო და თურქეთი ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავენ

© photo: Sputnik / Stringerთურქეთის ავიაკომპანია Turkish Airlines-ის თვითმფრინავი
თურქეთის ავიაკომპანია Turkish Airlines-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2022
გამოწერა
2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს 543,5 ათასი თურქეთის მოქალაქე ეწვია, რაც 141%-ით მეტია 2021 წლის პირველ ცხრა თვესთან შედარებით.
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. სტამბოლში ტურიზმის სფეროში საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის სამთავრობო დელეგაციისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, რომელსაც თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე ნადირ ალფასლანი ხელმძღვანელობდა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის ტურიზმის სფეროში სახელმწიფო და კერძო სექტორების კიდევ უფრო დაახლოება, საერთო ტურისტული პროდუქტების შეთავაზება, გამოცდილების გაზიარება, მომსახურების სერვისის ამაღლება, ტურისტული პროდუქტების განვითარება, იმსჯელეს მომსახურების სფეროს წარმომადგენლებისთვის ტრენინგებისა და ტურისტული ღონისძიებების შესახებ.
საქართველოში ტურისტული შემოსავლების სრული აღდგენა უკვე წელს არის მოსალოდნელი >>
მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების ძირითადი ტურისტული მიმართულებები გააცნეს და გამოთქვეს მზადყოფნა საქართველოსა და თურქეთს შორის პირდაპირი რეისების სიხშირის შემდგომი გაზრდის კუთხით.
2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს 543,5 ათასი თურქეთის მოქალაქე ეწვია, რაც 141%-ით მეტია 2021 წლის პირველ ცხრა თვესთან შედარებით.
შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. ქართულმა მხარემ სამუშაო ჯგუფის ფორმატში ასევე გამართა შეხვედრები თურქეთის ტურისტული სექტორისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან.
ყველა ახალი ამბავი
0