მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

123 მლრდ ევრო: ევროკავშირმა ანტირუსული სანქციების ღირებულება შეაფასა

© photo: Sputnik / Stringerევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2022
გამოწერა
თბილისი, 11 ოქტომბერი − Sputnik. ანტირუსული სანქციების მერვე პაკეტის მიღების შემდეგ მხოლოდ ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული ყველა საექსპორტო-საიმპორტო შეზღუდვის ღირებულებამ დაახლოებით 123 მლრდ ევროს მიაღწია, ნათქვამია ევროკომისიის ინფორმაციაში.
აღინიშნება, რომ ეს რუსეთსა და ევროკავშირს შორის გასულ წელს მთლიანი საქონელბრუნვის 40%-ზე მეტია.
ევროკავშირის ქვეყნებმა ანტირუსული სანქციების რიგით მერვე პაკეტი 6 ოქტომბერს დაამტკიცეს, რომელშიც ასევე შესულია ნავთობზე ზღვრული ფასის დაწესება და პერსონალური სანქციების გამოცხადება ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის.
ახალი რესტრიქციების თანახმად, სანქციების სიას დაემატნენ „უკრაინის ტერიტორიაზე უკანონო რეფერენდუმების ჩატარებასთან დაკავშირებული პირები, სამხედრო-სამრეწველო სექტორის წარმომადგენლები და უკრაინის კონფლიქტის შესახებ დეზინფორმაციის გამავრცელებელი საჯარო პირები“.
გარდა ამისა, სანქციების მერვე პაკეტის თანახმად:
დაწესდა ზღვრული ფასი რუსული ნავთობის მესამე ქვეყნებში საზღვაო ტრანსპორტირებაზე;
გახანგრძლივდა რუსეთიდან ლითონის ნაწარმის იმპორტის აკრძალვა;
აიკრძალა რუსეთიდან ხის მასალის, ქაღალდის, სიგარეტის, პლასტმასის, კოსმეტიკური ნაწარმისა და საიუველირო წარმოებისთვის საჭირო მასალების (ძვირფასი ქვები და ლითონები) იმპორტი;
აიკრძალა ავიადარგისთვის საჭირო ტექნიკური ნაკეთობების ექსპორტი;
აიკრძალა სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღისა და მისი კომპონენტების, ასევე სამხედრო ტექნიკის ექსპორტი;
ევროკავშირის მოქალაქეებს აეკრძალათ ხელმღვანელი თანამდებობების დაკავება რუსეთის მიერ კონტროლირებად ზოგ ორგანიზაციაში;
აიკრძალა რუსეთის მოქალაქეებისა და რეზიდენტების კრიპტოაქტივების მომსახურება;
აიკრძალა რუსული კომპანიებისთვის IT-მომსახურების, საინჟინრო და იურიდიული სერვისების გაწევა;
აიკრძალა „რუსეთის ნაოსნობის საზღვაო რეგისტრთან“ ოპერაციები.
ამასთან, ევროკომისიამ გადაწყვიტა, განავრცოს შეზღუდვები უკრაინის კონტროლიდან გასული ხერსონისა და ზაპოროჟიეს ტერიტორიების ნაწილებზეც.
მანამდე ვლადიმირ პუტინმა რუსულ ენერგორესურსებზე ზღვრული ფასის დაწესებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთი უცხოეთში არაფერს გაიტანს, თუ ეს მის ინტერესებში არ იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0