ტელემედიცინის პროგრამა უკვე 27 სოფლის ამბულატორიაში დაინერგა

© photo: Sputnik / Evgeniy Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიკლინიკა
კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2022
გამოწერა
პროექტი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს 27 სოფლის ამბულატორიაში ტელემედიცინის პორტატული აპარატი უკვე დამონტაჟდა, წლის ბოლომდე კი იგი ქვეყნის მასშტაბით 50 ამბულატორიაში გამოჩნდება, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 2020 წლიდან დაიწყო ტელემედიცინისა და საინფორმაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც გულისხმობს კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების გამოყენებას ექიმებს შორის სამედიცინო ინფორმაციის გაცვლისთვის.
პროექტი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.
რატომ არ გადავიდა საქართველო შემოდგომიდან კლინიკების დაფინანსების ახალ მეთოდზე>>>
ჯანდაცვის სამინისტრომ დმანისის ცენტრალურ საავადმყოფოს სრულიად ახალი, თანამედროვე რენტგენის აპარატი გადასცა. იგეგმება კლინიკის ინფრასტრუქტურის განვითარება და შესაბამისი სამედიცინო აპარატურით აღჭურვა.
ტელემედიცინა არის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სატელეკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება სამედიცინო და საკონსულტაციო მომსახურების დისტანციური მიწოდებისთვის.
ვიდეოკონფერენციის წყალობით ექიმებს შესაძლებლობა ექნებათ არა მხოლოდ დისტანციურად გამოიკვლიონ პაციენტები, არამედ გამართონ კონსულტაციები, შეაგროვონ ანამნეზი, მოითხოვონ და გაგზავნონ ინფორმაცია დაავადების მიმდინარეობის შესახებ, დანიშნონ მკურნალობა და გასცენ საავადმყოფო ფურცელი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0