https://sputnik-georgia.com/20221010/raze-isaubres-saqartvelosa-da-indoetis-sagareo-saqmeta-ministrebma-271215268.html
რაზე ისაუბრეს საქართველოსა და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში
რაზე ისაუბრეს საქართველოსა და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში
Sputnik საქართველო
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში შექმნილია ყველა პირობა ინდოელი სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების მისაღებად. 10.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-10T20:15+0400
2022-10-10T20:15+0400
2022-10-11T13:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
ინდოეთი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0a/271213651_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_e712290d0fdb8706b3a76253959f59bc.jpg
თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ინდოეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან მენაქში ლეხისთან, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ინდოეთს შორის ურთიერთობების აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და ჰუმანიტარული მიმართულებებით.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში შექმნილია ყველა პირობა ინდოელი სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების მისაღებად. ასევე შეხვედრისას საუბარი შეეხო ინდოელი ბიზნესმენების საქმიანობას საქართველოში და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.ამასთან, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე. შეხვედრის დასასრულ მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.საქართველომ და ინდოეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 28 სექტემბერს დაამყარეს. ამჟამად ინდოეთს არ ჰყავს წარმომადგენლობა თბილისში, ხოლო მისი ელჩი სომხეთში, რომლის რეზიდენცია ერევანში მდებარეობს, საქართველოშიც არის აკრედიტებული.წყარო - საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველო
ინდოეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/0a/271213651_127:0:1731:1203_1920x0_80_0_0_c4eb468123f722884930dbe8a8525b06.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ინდოეთი , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, ინდოეთი , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
რაზე ისაუბრეს საქართველოსა და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში
20:15 10.10.2022 (განახლებულია: 13:31 11.10.2022) შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში შექმნილია ყველა პირობა ინდოელი სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების მისაღებად.
თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ინდოეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან მენაქში ლეხისთან, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ინდოეთს შორის ურთიერთობების აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და ჰუმანიტარული მიმართულებებით.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში შექმნილია ყველა პირობა ინდოელი სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების მისაღებად. ასევე შეხვედრისას საუბარი შეეხო ინდოელი ბიზნესმენების საქმიანობას საქართველოში და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.
ამასთან, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე. შეხვედრის დასასრულ მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით.
საქართველომ და ინდოეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 28 სექტემბერს დაამყარეს. ამჟამად ინდოეთს არ ჰყავს წარმომადგენლობა თბილისში, ხოლო მისი ელჩი სომხეთში, რომლის რეზიდენცია ერევანში მდებარეობს, საქართველოშიც არის აკრედიტებული.