ქუთაისის აეროპორტი რემონტის გამო ორი კვირით იკეტება

© photo: Sputnik / Stringerქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2022
გამოწერა
მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს წლიური გეგმა ითვალისწინებს, რაც აეროპორტის ნორმალური მუშაობის უზრუნველყოფის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.
თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ასაფრენი ბილიკის რემონტთან დაკავშირებით დღეიდან 24 ოქტომბრამდე დაიკეტება, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრეს-სამსახური.
აეროპორტის 2,5 კილომეტრიანი ასაფრენი ბილიკის გეგმური რემონტი ოქტომბერშია გაწერილი. გაერთიანებამ ტენდერი 8 მლნ ლარზე უკვე გამოაცხადა. რემონტი მთლიანად კომპანიის შემოსავლების ხარჯზე გაკეთდება.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანიები, რომლებიც ქუთაისში მუშაობენ, დროებით თბილისიდან იფრენენ.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 10 წლისაა>>
კერძოდ, ავიაკომპანია Flyarystan იფრენს კვირაში შვიდი სიხშირით, Wizz Air კვირაში 39 რეისს შეასრულებს. კომპანია Wizz Air Abu-Dhabi კვირაში ოთხ რეისს შეასრულებს. რაც შეეხება ავიაკომპანია „ბელავიას", ის დაგეგმილს კიდევ სამ რეისს დაამატებს ბათუმის აეროპორტიდან.
უფრო ადრე აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ განაცხადა, რომ დაგეგმილია აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი 2,5 კმ სიგრძის ბილიკის სრული რეაბილიტაცია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0