https://sputnik-georgia.com/20220928/qutaisis-aeroporti-10-wlisaa-270839753.html
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 10 წლისაა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 10 წლისაა
Sputnik საქართველო
ქუთაისის აეროპორტი დამსახურებულად ითვლება საქართველოს მთავარ საჰაერო კარიბჭედ ევროპის ქვეყნებში, განაცხადა არჩუაძემ. 28.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-28T17:02+0400
2022-09-28T17:02+0400
2022-09-28T21:57+0400
ავიამიმოსვლა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500269_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_2da7b9dd3c129390774278e93a15dacc.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტს სრული რეაბილიტაციის შემდეგ გახსნიდან 10 წელი შეუსრულდა, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.ათი წლის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 4 მილიონამდე მგზავრს და 15 ათასზე მეტ რეისს მოემსახურა.ქუთაისის აეროპორტი საშუალოდ წლიური 30%-იანი ზრდით სიდიდით ქვეყნის მეორე აეროპორტია, ხოლო ევროპაში – ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი, განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.მან აეროპორტის მგზავრებსა და თანამშრომლებს იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ აეროპორტის განვითარება მომდევნო წლებშიც უწყვეტად გაგრძელდება.არჩუაძემ ხაზი გაუსვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ევროპის ქვეყნებში ქვეყნის მთავარი საჰაერო კარიბჭის სახელი ღირსეულად დაიმკვიდრა.10 წლის წინ ქუთაისის აეროპორტში განახლდა ასაფრენი-დასაფრენი ზოლი, თვითმფრინავების სადგომები, აშენდა ახალი ტერმინალი და სანავიგაციო კოშკურა.2022 წლის აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 27%-ით გაიზარდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც ქვეყანამ ტურისტების რაოდენობის მხრივ რეკორდი დაამყარა.2023 წელს ქუთაისის აეროპორტი მილიონ მგზავრს ელოდება>>წინა თვეში აეროპორტი 111.566 მგზავრს მოემსახურა მაშინ, როცა 2019 წლის აგვისტოში მათი რაოდენობა 87.969 იყო.აგვისტოში აეროპორტში 450 რეისი განხორციელდა, რაც 64%-ით მეტია 2019 წლის მონაცემთან შედარებით (274 რეისი).ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გამგზავრება შესაძლებელია ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის 17 ქვეყნის 28 მიმართულებით.აეროპორტის მმართველი კომპანია შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) ქუთაისის აეროპორტში 2023 წელს მილიონამდე მგზავრის მომსახურებას ვარაუდობს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500269_50:0:2781:2048_1920x0_80_0_0_312d4b36c401c58e29a4b2021e41fbbb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 10 წლისაა
17:02 28.09.2022 (განახლებულია: 21:57 28.09.2022) ქუთაისის აეროპორტი დამსახურებულად ითვლება საქართველოს მთავარ საჰაერო კარიბჭედ ევროპის ქვეყნებში, განაცხადა არჩუაძემ.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტს სრული რეაბილიტაციის შემდეგ გახსნიდან 10 წელი შეუსრულდა, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
ათი წლის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 4 მილიონამდე მგზავრს და 15 ათასზე მეტ რეისს მოემსახურა.
ქუთაისის აეროპორტი საშუალოდ წლიური 30%-იანი ზრდით სიდიდით ქვეყნის მეორე აეროპორტია, ხოლო ევროპაში – ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი, განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.
მან აეროპორტის მგზავრებსა და თანამშრომლებს იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ აეროპორტის განვითარება მომდევნო წლებშიც უწყვეტად გაგრძელდება.
არჩუაძემ ხაზი გაუსვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ევროპის ქვეყნებში ქვეყნის მთავარი საჰაერო კარიბჭის სახელი ღირსეულად დაიმკვიდრა.
„ეს ის აეროპორტია, საიდანაც საქართველოდან ევროპაში ყველაზე მეტი პირდაპირი რეისი სრულდება", – თქვა არჩუაძემ.
10 წლის წინ ქუთაისის აეროპორტში განახლდა ასაფრენი-დასაფრენი ზოლი, თვითმფრინავების სადგომები, აშენდა ახალი ტერმინალი და სანავიგაციო კოშკურა.
2022 წლის აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 27%-ით გაიზარდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც ქვეყანამ ტურისტების რაოდენობის მხრივ რეკორდი დაამყარა.
წინა თვეში აეროპორტი 111.566 მგზავრს მოემსახურა მაშინ, როცა 2019 წლის აგვისტოში მათი რაოდენობა 87.969 იყო.
აგვისტოში აეროპორტში 450 რეისი განხორციელდა, რაც 64%-ით მეტია 2019 წლის მონაცემთან შედარებით (274 რეისი).
ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გამგზავრება შესაძლებელია ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის 17 ქვეყნის 28 მიმართულებით.
აეროპორტის მმართველი კომპანია შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) ქუთაისის აეროპორტში 2023 წელს მილიონამდე მგზავრის მომსახურებას ვარაუდობს.