https://sputnik-georgia.com/20220927/2023-wels-qutaisis-aeroporti-milion-mgzavrs-elodeba-270799053.html
2023 წელს ქუთაისის აეროპორტი მილიონ მგზავრს ელოდება
2023 წელს ქუთაისის აეროპორტი მილიონ მგზავრს ელოდება
Sputnik საქართველო
ქუთაისის აეროპორტი 10 ოქტომბრიდან ორი კვირის განმავლობაში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გეგმიური რეაბილიტაციის გამო დაიკეტება. 27.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-27T12:46+0400
2022-09-27T12:46+0400
2022-09-27T19:16+0400
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
საზოგადოება
ქუთაისი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500264_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_ce582c5b6324be4ae68b02e675044b8e.jpg
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მომავალ წელს, სავარაუდოდ, მილიონზე მეტ მგზავრს მიიღებს, განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.როგორც არჩუაძემ აღნიშნა, მოცემულ მომენტში პრიორიტეტი აზიის ბაზარია. ამიტომ მიმდინარე წლის ოქტომბრიდან თბილისის აეროპორტში ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკის მიმართულებით ავიაკომპანია Thai Air Asia X ფრენებს კვირაში ორი სიხშირით განახორციელებს.„ტურიზმი – გამოწვევები და პერსპექტივა“ – იყო Galt&Taggart-ის კვლევის თემა, რომლის პრეზენტაციაც საქართველოში წამყვანმა საინვესტიციო ბანკმა სასტუმრო Pulman Tbilisi Axis Towers-ში გამართა და ის დარგის სპეციალისტებს წარუდგინა.ღონისძიების ფარგლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ტურიზმის სექტორის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარებასა და ტურიზმის პერსპექტივაზე ისაუბრა.არჩუაძის თქმით, მიმდინარეობს აეროპორტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მუშაობა.აეროპორტების გაერთიანების დირექტორის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტი 10 ოქტომბრიდან ორი კვირის განმავლობაში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გეგმური რეაბილიტაციის გამო დაიკეტება. მისი თქმით, გასულ წელს ასევე გაფართოვდა და ექვსჯერ გაიზარდა ქუთაისის აეროპორტის ტერმინალი, რადგან მოთხოვნა იყო გაზრდილი. მიმდინარე წლის აგვისტოში აეროპორტი მგზავრების რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა. წლის ბოლომდე ქუთაისის აეროპორტი სულ 800 ათასზე მეტ მგზავრს ელოდება.ქუთაისი ცნობილი პროექტის Let’s GET LOST with WIZZAIR მონაწილეებს უმასპინძლებს>>>არჩუაძის თქმით, მთავარი პრიორიტეტი ახალ ბაზრებზე გასვლაა. როგორც მან აღნიშნა, იმერეთის რეგიონისთვის სრულიად ახალი ბაზრის – აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირი რეისის დამატებამ გაამართლა და საჰაერო ხომალდი თითქმის მთლიანად დატვირთულია.„აეროპორტი წყალტუბოსთან ახლოს მდებარეობს. ვიმედოვნებთ, ეს მხარე უახლოეს ხუთ წელიწადში სპა-რეზორტებს, რესტორნებს, სამორინეებს, სასტუმროებს გააერთიანებს“, – აღნიშნა არჩუაძემ.შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო ბაზარზე ტურიზმის აღდგენის ტემპები, სასტუმროს ინდუსტრიის შედეგები და სამომავლო პროექტები.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500264_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_4acd2c96cd43698cd72687a0cd08861f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ქუთაისი , ახალი ამბები
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ქუთაისი , ახალი ამბები
2023 წელს ქუთაისის აეროპორტი მილიონ მგზავრს ელოდება
12:46 27.09.2022 (განახლებულია: 19:16 27.09.2022) ქუთაისის აეროპორტი 10 ოქტომბრიდან ორი კვირის განმავლობაში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გეგმიური რეაბილიტაციის გამო დაიკეტება.
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მომავალ წელს, სავარაუდოდ, მილიონზე მეტ მგზავრს მიიღებს, განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.
როგორც არჩუაძემ აღნიშნა, მოცემულ მომენტში პრიორიტეტი აზიის ბაზარია. ამიტომ მიმდინარე წლის ოქტომბრიდან თბილისის აეროპორტში ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკის მიმართულებით ავიაკომპანია Thai Air Asia X ფრენებს კვირაში ორი სიხშირით განახორციელებს.
„ამ ეტაპზე აზიის ბაზარი ჩვენთვის პრიორიტეტია. ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე საკმაოდ კარგად ვართ წარმოდგენილი და უკვე ვსაუბრობთ ფრენების სიხშირის გაზრდაზე“, – განაცხადა თამარ არჩუაძემ საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის კვლევების პრეზენტაციაზე.
„ტურიზმი – გამოწვევები და პერსპექტივა“ – იყო Galt&Taggart-ის კვლევის თემა, რომლის პრეზენტაციაც საქართველოში წამყვანმა საინვესტიციო ბანკმა სასტუმრო Pulman Tbilisi Axis Towers-ში გამართა და ის დარგის სპეციალისტებს წარუდგინა.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ტურიზმის სექტორის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარებასა და ტურიზმის პერსპექტივაზე ისაუბრა.
არჩუაძის თქმით, მიმდინარეობს აეროპორტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მუშაობა.
აეროპორტების გაერთიანების დირექტორის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტი 10 ოქტომბრიდან ორი კვირის განმავლობაში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გეგმური რეაბილიტაციის გამო დაიკეტება. მისი თქმით, გასულ წელს ასევე გაფართოვდა და ექვსჯერ გაიზარდა ქუთაისის აეროპორტის ტერმინალი, რადგან მოთხოვნა იყო გაზრდილი. მიმდინარე წლის აგვისტოში აეროპორტი მგზავრების რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა. წლის ბოლომდე ქუთაისის აეროპორტი სულ 800 ათასზე მეტ მგზავრს ელოდება.
არჩუაძის თქმით, მთავარი პრიორიტეტი ახალ ბაზრებზე გასვლაა. როგორც მან აღნიშნა, იმერეთის რეგიონისთვის სრულიად ახალი ბაზრის – აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირი რეისის დამატებამ გაამართლა და საჰაერო ხომალდი თითქმის მთლიანად დატვირთულია.
„აეროპორტი წყალტუბოსთან ახლოს მდებარეობს. ვიმედოვნებთ, ეს მხარე უახლოეს ხუთ წელიწადში სპა-რეზორტებს, რესტორნებს, სამორინეებს, სასტუმროებს გააერთიანებს“, – აღნიშნა არჩუაძემ.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო ბაზარზე ტურიზმის აღდგენის ტემპები, სასტუმროს ინდუსტრიის შედეგები და სამომავლო პროექტები.