https://sputnik-georgia.com/20220826/qutaisi-lets-get-lost-with-wizzair-umaspinzlebs-269789733.html
ქუთაისი ცნობილი პროექტის Let’s GET LOST with WIZZAIR მონაწილეებს უმასპინძლებს
ქუთაისი ცნობილი პროექტის Let’s GET LOST with WIZZAIR მონაწილეებს უმასპინძლებს
Sputnik საქართველო
სამი დღის განმავლობაში ქუთაისი და იმერეთის რეგიონი მსოფლიოს ციფრული მედიის ყურადღების ცენტრში იქნება. 26.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-26T16:24+0400
2022-08-26T16:24+0400
2022-08-26T19:45+0400
ავიამიმოსვლა საქართველოში
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
არაბთა გაერთიანებული საამიროები
ქუთაისი
იმერეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500279_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_b9941929a4e3b3a345a50a70ea2964b6.jpg
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. ცნობილი მასშტაბური პროექტის მონაწილეებს Let’s GET LOST with WIZZAIR – „მოდი, დავიკარგოთ Wizz air-თან ერთად“ 26-28 აგვისტოს იმერეთის რეგიონი უმასპინძლებს, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.კომპანიის ცნობით, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ავსტრიის შემდეგ, საქართველო გახდება პირველი ქვეყანა, სადაც მსგავსი უპრეცედენტო და მასშტაბური პროექტი განხორციელდება.პროექტის საქართველოში განხორციელების ინიციატივა საქართველოს ავიაბაზრის ლიდერს, ავიაკომპანია WizzAir-სა და მის შვილობილ კომპანია Wizz Air Abu Dhabi-ს ეკუთვნის. პროექტის ორგანიზატორები არიან ქუთაისის აეროპორტის ოპერატორი კომპანია - საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, DMO IMERETI და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.კონკურსის ფარგლებში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 200-მდე ინფლუენსერსა და ბლოგერს ავიაკომპანიისგან უფასო სამგზავრო ბილეთები გადაეცა. სპეციალური ჩარტერი აბუ-დაბიდან აფრინდა, ხოლო დანიშნულების ადგილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებამდე პროექტის მონაწილეებისთვის უცნობი იყო. Wizz Air Abu Dhabi-მ ქუთაისის აეროპორტში პირველი მგზავრები ჩამოიყვანა>>600-მდე მსურველიდან ავიაკომპანიამ 200 მგზავრი შეარჩია, რომლებიც სამი დღის განმავლობაში იმერეთის სტუმრები იქნებიან. ისინი რეგიონის ღირსშესანიშნაობებს, დაცულ ტერიტორიებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, იმერულ მარნებსა და გასტრო-სახლებს ესტუმრებიან.საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პროექტის შედეგად ავიაკომპანია ქუთაისის მიმართულებით აბუ-დაბიდან რეისებზე სიხშირეების გაზრდას ვარაუდობს, რაც ქვეყანაში მაღალმხარჯველი ტურისტების შემოსვლას შეუწყობს ხელს.ამ ეტაპზე აბუ-დაბი–ქუთაისი–აბუ-დაბის საჰაერო ხაზზე რეისები კვირაში 4 სიხშირით სრულდება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახლო აღმოსავლეთში პირდაპირი რეგულარული რეისებით მოხვედრა 2021 წლის დეკემბრიდან გახდა შესაძლებელი.
არაბთა გაერთიანებული საამიროები
ქუთაისი
იმერეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500279_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_a4e2386557813b17d993521bf8e5fd75.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავიამიმოსვლა საქართველოში, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, არაბთა გაერთიანებული საამიროები , ქუთაისი , იმერეთი
ავიამიმოსვლა საქართველოში, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, არაბთა გაერთიანებული საამიროები , ქუთაისი , იმერეთი
ქუთაისი ცნობილი პროექტის Let’s GET LOST with WIZZAIR მონაწილეებს უმასპინძლებს
16:24 26.08.2022 (განახლებულია: 19:45 26.08.2022) სამი დღის განმავლობაში ქუთაისი და იმერეთის რეგიონი მსოფლიოს ციფრული მედიის ყურადღების ცენტრში იქნება.
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. ცნობილი მასშტაბური პროექტის მონაწილეებს Let’s GET LOST with WIZZAIR – „მოდი, დავიკარგოთ Wizz air-თან ერთად“ 26-28 აგვისტოს იმერეთის რეგიონი უმასპინძლებს, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
კომპანიის ცნობით, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ავსტრიის შემდეგ, საქართველო გახდება პირველი ქვეყანა, სადაც მსგავსი უპრეცედენტო და მასშტაბური პროექტი განხორციელდება.
,,საქართველო, კონკრეტულად, იმერეთის რეგიონი მსგავს მასშტაბურ პროექტს პირველად მასპინძლობს. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა როგორც ქუთაისის აეროპორტისთვის, ისე იმერეთის რეგიონისთვის, წარმოჩინდეს ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე“, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნანა ბარამიძემ.
პროექტის საქართველოში განხორციელების ინიციატივა საქართველოს ავიაბაზრის ლიდერს, ავიაკომპანია WizzAir-სა და მის შვილობილ კომპანია Wizz Air Abu Dhabi-ს ეკუთვნის. პროექტის ორგანიზატორები არიან ქუთაისის აეროპორტის ოპერატორი კომპანია - საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, DMO IMERETI და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
კონკურსის ფარგლებში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 200-მდე ინფლუენსერსა და ბლოგერს ავიაკომპანიისგან უფასო სამგზავრო ბილეთები გადაეცა. სპეციალური ჩარტერი აბუ-დაბიდან აფრინდა, ხოლო დანიშნულების ადგილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებამდე პროექტის მონაწილეებისთვის უცნობი იყო.
600-მდე მსურველიდან ავიაკომპანიამ 200 მგზავრი შეარჩია, რომლებიც სამი დღის განმავლობაში იმერეთის სტუმრები იქნებიან. ისინი რეგიონის ღირსშესანიშნაობებს, დაცულ ტერიტორიებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, იმერულ მარნებსა და გასტრო-სახლებს ესტუმრებიან.
„ჩვენს აეროპორტში 200-მდე ბლოგერი და ინფლუენსერი ჩამოფრინდა, რომელთა ხელმომწერების ჯამური რაოდენობა დაახლოებით 30 მილიონი ადამიანია. ეს პროექტი საშუალებას მოგვცემს, მაქსიმალურად მოვიცვათ ახლო აღმოსავლეთის ბაზარი, რაც სრულიად ახალი მიმართულებაა ქუთაისისთვის და იმერეთის რეგიონისთვის", – განაცხადა ნანა ბარამიძემ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პროექტის შედეგად ავიაკომპანია ქუთაისის მიმართულებით აბუ-დაბიდან რეისებზე სიხშირეების გაზრდას ვარაუდობს, რაც ქვეყანაში მაღალმხარჯველი ტურისტების შემოსვლას შეუწყობს ხელს.
ამ ეტაპზე აბუ-დაბი–ქუთაისი–აბუ-დაბის საჰაერო ხაზზე რეისები კვირაში 4 სიხშირით სრულდება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახლო აღმოსავლეთში პირდაპირი რეგულარული რეისებით მოხვედრა 2021 წლის დეკემბრიდან გახდა შესაძლებელი.