მშენებლობის ღირებულება აგვისტოში უმნიშვნელოდ გაიზარდა - სტატისტიკის მონაცემები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმრავალსართულიანი შენობის მსენებლობა
მრავალსართულიანი შენობის მსენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2022
გამოწერა
მშენებლობის ინდექსის გაზრდა ძირითადად ხელფასების 3,2%-ით ზრდის ხარჯზე მოხდა.
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2022 წლის აგვისტოში, 2022 წლის ივლისთან შედარებით, 0,05%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
უწყებამ მშენებლობის ღირებულების ყოველთვიური ინდექსის (CCI) გაანგარიშება დაიწყო, რომელიც წარმოადგენს ფასების საშუალო დონეს იმ სამშენებლო მასალებსა და მომსახურებაზე, რაც აუცილებელია სხვადასხვა ტიპის შენობების მშენებლობისთვის საანგარიშო პერიოდში საბაზო პერიოდთან შედარებით.
უწყების ინფორმაციით, წლიური ინდექსის გაზრდა ერთ თვეში ძირითადად მოხდა მუშების ხელფასების 3,2%-ით ზრდის ხარჯზე, ამავე დროს ფასები სამშენებლო მასალებზე შემცირდა 0,3%-ით.
რამ გამოიწვია უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა: ეროვნული ბანკის განმარტება>>
მიმდინარე წლის აგვისტოში, 2020 წლის თებერვალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 7,6%-ით, რაც გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 4%-ით ზრდით და მუშების ხელფასების 10,1%-ით ზრდით.
მშენებლობის ღირებულების ინდექსი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელია, რომელიც აუცილებელია ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შეფასებისთვის, ასევე სამშენებლო სფეროში დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მისაღებად.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0