რამ გამოიწვია უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა: ეროვნული ბანკის განმარტება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი, საბურთალოს რაიონი
თბილისი, საბურთალოს რაიონი - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2022
გამოწერა
უძრავ ქონებაზე ფასების ზრდის ერთ-ერთ ფაქტორად ეროვნული ბანკი საქართველოში მიგრანტების ნაკადის მატებას ასახელებს.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ზრდა გამოწვეულია მაღალი მოთხოვნით და გაზრდილი სამშენებლო ხარჯებით, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ანგარიშში.
რეგულატორის თქმით, უძრავი ქონების ბაზარი პანდემიით გამოწვეულ კრიზისამდე სტაბილური იყო, რამაც სექტორს კრიზისის დროულ დაძლევაში შეუწყო ხელი. ყოველივე ამის ფონზე უძრავი ქონების ფასების მნიშვნელოვანი კორექტირება წინა წლებში არ მომხდარა.

„მიმდინარე წელს შეინიშნება ფასების ზრდა როგორც ლარში, ისე დოლარში. აღნიშნული ტენდენცია ფიქსირდება სხვა ქვეყნებშიც, განსაკუთრებით, პანდემიის დაწყების შემდეგ, რაც გარკვეულწილად მუშაობის ონლაინ-რეჟიმზე გადასვლითა და, შესაბამისად, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საჭიროებით იყო განპირობებული“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

უძრავ ქონებაზე ფასების ზრდის მეორე ფაქტორად რეგულატორი ასახელებს საქართველოში მიგრანტების ნაკადის მატებას და, შესაბამისად, უძრავ ქონებაზე მოთხოვნის გაზრდას.
მესამე ფაქტორად კი დასახელებულია მშენებლობაზე გაზრდილი ხარჯები.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2022 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11,7%-ით გაიზარდა. წლიური ინდექსის გაზრდა ძირითადად სამშენებლო მასალების ფასების 11,8%-ით ზრდამ, ასევე საშუალო ყოველთვიური ხელფასის 8,5%-ით ზრდამ გამოიწვია.
მშენებლობის ღირებულება საქართველოში კვლავ იზრდება - სტატისტიკის ახალი მონაცემები>>>
ამასთან, ეროვნული ბანკი არ გამორიცხავს, ​​რომ უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას უძრავი ქონების ბაზრის სტაბილურობას.
„უძრავი ქონების ბაზარზე დაგროვილი რისკების რეალიზაციას შეუძლია მნიშვნელოვნად იმოქმედოს ბანკების აქტივების ხარისხზე და, შესაბამისად, ფინანსური სტაბილურობის რისკების წყარო გახდეს“, – აღნიშნავს რეგულატორი.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ეროვნული ბანკი ყურადღებით აკვირდება საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე შექმნილ ვითარებას.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0