„კატოს სიზმრებს“ პორტუგალიაში უჩვენებენ

© AFP 2024 / Patricia De Melo Moreiraლისაბონი, პორტუგალია
ლისაბონი, პორტუგალია - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2022
გამოწერა
კატოს უყვარს სხვადასხვა ზღაპრის თუ მითოლოგიური პერსონაჟების დახატვა და შემდეგ მათი სიზმარში ხილვა.
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი რეჟისორის ცოტნე რუსიშვილის ანიმაციური ფილმი „კატოს სიზმრები“ შევიდა ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის CINANIMA 2022-ის პროგრამაში, რომელიც პორტუგალიაში 7-13 ნოემბერს გაიმართება, იუწყება კინოსტუდია 20 Steps Productions.
მულტფილმი Kato’s Dreams საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. მას საფუძვლად უდევს პატარა კატოს სიზმრები და მამასთან საუბრის აუდიოჩანაწერები, რომლებიც ასახავს მათი ცხოვრების სამ წელს.
ქართულმა ანიმაციურმა ფილმმა „ფრენცის სასადილო“ აზერბაიჯანში მაღალი შეფასება დაიმსახურა>>>
კატოს უყვარს სხვადასხვა ზღაპრის თუ მითოლოგიური პერსონაჟების დახატვა და შემდეგ მათი სიზმარში ხილვა. სიუჟეტის მიხედვით, მდიდარი ფანტაზიის მქონე გოგონა მამას საკუთარი უცნაური სიზმრების გმირებს აცნობს. ფილმის ტრეილერის ნახვა შესაძლებელია აქ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0