ქართულმა ანიმაციურმა ფილმმა „ფრენცის სასადილო“ აზერბაიჯანში მაღალი შეფასება დაიმსახურა

© courtesy of Ana Chubinidzeმულტფილმი "ფრენცის სასადილო"
მულტფილმი ფრენცის სასადილო   - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2022
გამოწერა
ფილმის მსოფლიო პრემიერა ნიუ-იორკის საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალზე გაიმართა.
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. ანა ჩუბინიძის ანიმაციურმა ფილმმა „ფრენცის სასადილო“ აზერბაიჯანში ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალ ANIMAFILM-ზე ორი ჯილდო მოიპოვა.
ფესტივალი ANIMAFILM 2018 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს რეგიონში ანიმაციის ხელოვნების განვითარებას.
ღონისძიების სტუმრები ეცნობიან ადგილობრივ და უცხოელ პროფესიონალებს და მათ ნამუშევრებს, ფესტივალის ფარგლებში ტარდება მასტერ-კლასები, კონფერენციები, კონცერტები, სპექტაკლები, გამოფენები.
ფესტივალის პროგრამა მოიცავს საკონკურსო და კონკურსგარეშე პროგრამებს, ასევე პროგრამას პროფესიონალებისთვის და თანხმლებ პროგრამას.
წელს ბაქოში ფესტივალი 7-11 სექტემბერს ჩატარდა. ფესტივალის თემა იყო კლიმატის ცვლილება. ამასთან დაკავშირებით ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა აზერბაიჯანში ხეების დარგვას მოხმარდება.
ჩუბინიძის ნამუშევარმა მიიღო ჯილდო ნომინაციაში „საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი“ და მაყურებლის პრემია.
„ფრენცის სასადილო” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. იგი საქართველო–საფრანგეთის კოპროდუქციაა.

შვიდწუთიანი მულტფილმის მთავარი გმირი უცხოპლანეტელი მზარეულია, რომელიც პლანეტაზე მარტო ცხოვრობს. სიუჟეტის მიხედვით, ერთ მშვენიერ დღეს ფრენცი ახალ პლანეტას იპოვის, რომლის მცხოვრებლებმაც კერძების მომზადება არ იციან. სწორედ ფრენცი იღებს ამ ფუნქციას და შეფ-მზარეული ხდება.

ანიმაციის მუსიკალურ გაფორმებაზე იმუშავეს ქართველმა კომპოზიტორებმა ერეკლე გეწაძემ და ზვიად მღებრიშვილმა, გახმოვანება კი სტუდია „პოსტრედს“ ეკუთვნის.
„ფრენცის სასადილო” უკვე ათ ფესტივალზეა შერჩეული. ფილმის მსოფლიო პრემიერა ნიუ-იორკის საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალზე გაიმართა.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0