მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გერმანია კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემას რამდენიმე დღეში გადასცემს

© photo: Sputnik / Dmitriy Vinogradov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2022
გამოწერა
თბილისი, 10 ოქტომბერი − Sputnik. ბერლინი კიევს ადრე დაპირებული საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T-ს პირველ ერთეულს უახლოეს რამდენიმე დღეში გაუგზავნის, განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა.
როგორც გერმანიის თავდაცვის უწყების საიტზეა ნათქვამი, მინისტრმა მტკიცედ დაგმო რუსეთის მიერ კიევისა და უკრაინის სხვა ქალაქების სარაკეტო დაცხრილვა და რუსეთის ქმედება სრულიად მიუღებელ ესკალაციად შეაფასა.

„კიევსა და სხვა ქალაქებზე სარაკეტო შეტევების განახლება ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის თავდაცვის სისტემების სწრაფად მიწოდება. ამიტომ ჩვენ ახლა სპეციალურ მხარდაჭერას ვუწევთ მას საჰაერო საფრთხეების მოსაგერიებლად. ჩვენი მოწინავე IRIS-T სისტემებიდან პირველი უახლოეს დღეებში გაიგზავნება უკრაინაში“, − აღნიშნა ლამბრეხტმა.

მისი თქმით, დანარჩენი სამი სისტემა კიევს მოგვიანებით გადაეცემა.
რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო შეტევა ამ დილით დაიწყო. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ქვეყანაში 11 კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტია დაზიანებული. გარდა ამისა, დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალქეები. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ დღევანდელი შეტევა უკრაინის მიერ განხორციელებულ „ტერაქტებზე“ − ყირიმის ხიდისა და კურსკის აეს-ის აფეთქებებზე პასუხია.
ყველა ახალი ამბავი
0