https://sputnik-georgia.com/20221010/deoligarqizaciis-shesaxeb-kanoni-samartlian-principebs-efuzneba-271203745.html
დეპუტატი: დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი სამართლიან პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს
დეპუტატი: დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი სამართლიან პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს
Sputnik საქართველო
როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, მათ ტერმინი „ოლიგარქის“ განმარტება უკრაინული მოდელის მიხედვით განსაზღვრეს. 10.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-10T15:51+0400
2022-10-10T15:51+0400
2022-10-10T21:03+0400
საქართველო
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250775561_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_3f15c8fa35fac53b05be15cec6b7d9b6.jpg
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი არ უნდა იყოს ორიენტირებული კონკრეტულ პირებზე და უნდა ეფუძნებოდეს სამართლიან პრინციპებს, განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს. შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებულია და მისი ინიცირება დღევანდელ ბიუროს სხდომაზე მოხდება.მისი თქმით, კანონი უნდა შეეხებოდეს პრინციპებს და არა კონკრეტულ ადამიანებს.„კანონი განსაზღვრავს, თუ ვის შეეხება იგი სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე. წინასწარ არ არის საჭირო იარლიყის მიწებება, ვინ არის ოლიგარქი და ვინ – არა. ყველა დაველოდოთ კანონის მიღებას... აღებულია ობიექტური კრიტერიუმები და ვინც მოერგება ამ ობიექტურ კრიტერიუმებს, მოერგება“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.რა არის დეოლიგარქიზაცია?ამ ეტაპზე მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოსა“ და ოპოზიციას შორის მთავარი უთანხმოება ტერმინი „ოლიგარქის“ განმარტებაა.როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, მათ „ოლიგარქის“ განმარტება უკრაინული მოდელის მიხედვით განსაზღვრეს.უკრაინული კანონის მიხედვით, ოლიგარქად მიიჩნევა ადამიანი, რომელიც ოთხი ძირითადი კომპონენტიდან სამს აკმაყოფილებს: აქვს განსაზღვრული რაოდენობის ფული, მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, არის მონოპოლისტი კონკრეტულ ეკონომიკურ საქმიანობაში.ოპოზიციის შეთავაზებაა, ოლიგარქის განმარტების ჩამონათვალს დაემატოს ფორმულირება „ხელისუფლებაზე გავლენის მქონე“, სადაც ოპოზიცია მმართველი პარტიის დამფუძნებელს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს მოიაზრებს. ხელისუფლების წარმომადგენლები არ მალავენ, რომ რიგი საკითხების თაობაზე ივანიშვილთან კონსულტაციებს გადიან, თუმცა კატეგორიულად უარყოფენ ქვეყნის მართვაში მის ჩართულობას.ღარიბაშვილი: დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მივიღებთ>>>უფრო მეტიც, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის უკრაინული მოდელის მიღების შემთხვევაში ის შეეხება არა ივანიშვილს, არამედ ოპოზიციის წარმომადგენლებს.უფრო მეტიც, მმართველ პარტიაში ოლიგარქებად მოიხსენიებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს - პარტია „ლელოს" ლიდერებს, ყოფილ ბანკირებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარტია „პროგრესი და სამართლიანობის“ ლიდერ კახა ოქრიაშვილს, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" მფლობელ დავით კეზერაშვილს, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია.„ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებით, უკრაინული კანონის თანახმად, სწორედ ეს ადამიანები ითვლებიან ოლიგარქებად.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250775561_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_b0dd925e9238a565f416f5cf2a9aa22e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება
საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება
დეპუტატი: დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი სამართლიან პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს
15:51 10.10.2022 (განახლებულია: 21:03 10.10.2022) როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, მათ ტერმინი „ოლიგარქის“ განმარტება უკრაინული მოდელის მიხედვით განსაზღვრეს.
თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი არ უნდა იყოს ორიენტირებული კონკრეტულ პირებზე და უნდა ეფუძნებოდეს სამართლიან პრინციპებს, განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს. შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებულია და მისი ინიცირება დღევანდელ ბიუროს სხდომაზე მოხდება.
„უკრიანული კანონი აბსოლუტურად ნეიტრალური იყო ჩვენს რეალობასთან მიმართებით, არ ითვალისწინებდა ჩვენი შიდაპოლიტიკური ბრძოლისა და იარლიყების მიწებების ტენდენციას. ეს მსოფლიოში ერთადერთი კანონია, რომელიც დეოლიგარქიზაციას ეხება. ამიტომაც საბაზისოდ ავიღეთ სწორედ ეს კანონი, რომელიც ევროკავშირის მიერ დადებითად არის შეფასებული“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, კანონი უნდა შეეხებოდეს პრინციპებს და არა კონკრეტულ ადამიანებს.
„კანონი განსაზღვრავს, თუ ვის შეეხება იგი სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე. წინასწარ არ არის საჭირო იარლიყის მიწებება, ვინ არის ოლიგარქი და ვინ – არა. ყველა დაველოდოთ კანონის მიღებას... აღებულია ობიექტური კრიტერიუმები და ვინც მოერგება ამ ობიექტურ კრიტერიუმებს, მოერგება“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ამ ეტაპზე მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოსა“ და ოპოზიციას შორის მთავარი უთანხმოება ტერმინი „ოლიგარქის“ განმარტებაა.
როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, მათ „ოლიგარქის“ განმარტება უკრაინული მოდელის მიხედვით განსაზღვრეს.
უკრაინული კანონის მიხედვით, ოლიგარქად მიიჩნევა ადამიანი, რომელიც ოთხი ძირითადი კომპონენტიდან სამს აკმაყოფილებს: აქვს განსაზღვრული რაოდენობის ფული, მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, არის მონოპოლისტი კონკრეტულ ეკონომიკურ საქმიანობაში.
ოპოზიციის შეთავაზებაა, ოლიგარქის განმარტების ჩამონათვალს დაემატოს ფორმულირება „ხელისუფლებაზე გავლენის მქონე“, სადაც ოპოზიცია მმართველი პარტიის დამფუძნებელს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს მოიაზრებს. ხელისუფლების წარმომადგენლები არ მალავენ, რომ რიგი საკითხების თაობაზე ივანიშვილთან კონსულტაციებს გადიან, თუმცა კატეგორიულად უარყოფენ ქვეყნის მართვაში მის ჩართულობას.
უფრო მეტიც, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის უკრაინული მოდელის მიღების შემთხვევაში ის შეეხება არა ივანიშვილს, არამედ ოპოზიციის წარმომადგენლებს.
უფრო მეტიც, მმართველ პარტიაში ოლიგარქებად მოიხსენიებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს - პარტია „ლელოს" ლიდერებს, ყოფილ ბანკირებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამაარსებელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარტია „პროგრესი და სამართლიანობის“ ლიდერ კახა ოქრიაშვილს, ასევე საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ამჟამად ოპოზიციური ტელეარხი „ფორმულის" მფლობელ დავით კეზერაშვილს, რომელიც შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია.
„ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებით, უკრაინული კანონის თანახმად, სწორედ ეს ადამიანები ითვლებიან ოლიგარქებად.