https://sputnik-georgia.com/20221009/ratom-moxvda-nika-melia-travmatologtan-partiis-lideris-ganmarteba-271174639.html
რატომ მოხვდა ნიკა მელია ტრავმატოლოგთან: პარტიის ლიდერის განმარტება
რატომ მოხვდა ნიკა მელია ტრავმატოლოგთან: პარტიის ლიდერის განმარტება
Sputnik საქართველო
მელია ირწმუნება, რომ ვარჯიშის დროს დაშავდა 09.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-09T10:15+0400
2022-10-09T10:15+0400
2022-10-10T15:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/08/261895920_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_e9502310fa809b2fa1c9af28b61e7086.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ პარტიის ოფისში ჩხუბის ფაქტი უარყო.ერთი დღით ადრე, ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ პარტიაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პარტიის ლიდერებს შორის ჩხუბი მოხდა, რა დროსაც მელიამ ხელი მოიტეხა.მისი თქმით, ის ვარაუდობდა, რომ მის ტრავმას პარტიულ დაპირისპირებას დაუკავშირებდნენ.„როდესაც ექიმთან მივდიოდი, მეგობრებთან ვიხუმრე კიდეც, რომ ამას კუდს მოაბამდნენ“, - განაცხადა მელიამ.მან ასევე აღნიშნა, რომ ჭორები დაპირისპირებაზე მის მიმართ აგორებულ ცილისმწამებლური კამპანიის და დეზინფორმაციის გაგრძელებას წარმოადგენს.რა ხდება ენმ-შივითარება პარტიაში მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნიკა მელიამ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კეზერაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს აფინანსებს, მიიჩნევენ "ქართულ ოცნებაში". მათივე ინფორმაციით, პასუხად კეზერაშვილმა განაცხადა, რომ მელია პარტიის მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარეა.რაც შეეხება მელიას განცხადებას, რომ კეზერაშვილმა ოპოზიციისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს, ის ამისთვის თანაპარტიელებმაც გააკრიტიკეს – დეპუტატებმა ლევან ხაბეიშვილმა და დავით კირკიტაძემ.უფრო ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა, რომ მელიამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის შესახებ თავისი სიტყვების გამო თანამდებობა უნდა დატოვოს. თავის მხრივ კი მელიამ განაცხადა, რომ არ აპირებს პოსტის დატოვებას და, ზოგადად, განსხვავებული აზრის გამოთქმა – ნორმალურია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/08/261895920_49:0:1188:854_1920x0_80_0_0_d923892292df0ec3d1d7ebe5a81a7838.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , პოლიტიკა საქართველოში
რატომ მოხვდა ნიკა მელია ტრავმატოლოგთან: პარტიის ლიდერის განმარტება
10:15 09.10.2022 (განახლებულია: 15:17 10.10.2022) მელია ირწმუნება, რომ ვარჯიშის დროს დაშავდა
თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ პარტიის ოფისში ჩხუბის ფაქტი უარყო.
ერთი დღით ადრე, ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ პარტიაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პარტიის ლიდერებს შორის ჩხუბი მოხდა, რა დროსაც მელიამ ხელი მოიტეხა.
„სპორტული აქტივობის დროს მივიღე დაზიანება, რაც მთავარია, ხელი არც იქ მომიტეხია, თითი“, - განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, ის ვარაუდობდა, რომ მის ტრავმას პარტიულ დაპირისპირებას დაუკავშირებდნენ.
„როდესაც ექიმთან მივდიოდი, მეგობრებთან ვიხუმრე კიდეც, რომ ამას კუდს მოაბამდნენ“, - განაცხადა მელიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ჭორები დაპირისპირებაზე მის მიმართ აგორებულ ცილისმწამებლური კამპანიის და დეზინფორმაციის გაგრძელებას წარმოადგენს.
ვითარება პარტიაში მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნიკა მელიამ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კეზერაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს აფინანსებს, მიიჩნევენ "ქართულ ოცნებაში". მათივე ინფორმაციით, პასუხად კეზერაშვილმა განაცხადა, რომ მელია პარტიის მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარეა.
რაც შეეხება მელიას განცხადებას, რომ კეზერაშვილმა ოპოზიციისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს, ის ამისთვის თანაპარტიელებმაც გააკრიტიკეს – დეპუტატებმა ლევან ხაბეიშვილმა და დავით კირკიტაძემ.
უფრო ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა, რომ მელიამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის შესახებ თავისი სიტყვების გამო თანამდებობა უნდა დატოვოს. თავის მხრივ კი მელიამ განაცხადა, რომ არ აპირებს პოსტის დატოვებას და, ზოგადად, განსხვავებული აზრის გამოთქმა – ნორმალურია.