https://sputnik-georgia.com/20221009/rachashi-275-tona-yurzeni-gadaamushaves-271176233.html
რაჭაში რთველი დაიწყო: გადამუშავებულია 275 ტონა ყურძენი
რაჭაში რთველი დაიწყო: გადამუშავებულია 275 ტონა ყურძენი
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ისევე, როგორც კახეთში, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშიც რთველის სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს. 09.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-09T13:39+0400
2022-10-09T13:39+0400
2022-10-09T13:39+0400
საქართველო
ქართული ღვინო
საქართველოს რეგიონები
რაჭა-ლეჩხუმი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259862844_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_5145156e3f00afc53fac40b416c9cb9c.jpg
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. მაღალმთიან რაჭაში 9 ოქტომბრის მონაცემებით, „მუჯურეთულისა“ და „ალექსანდროულის“ ჯიშის 275 ტონა ყურძენია გადამუშავებული, ნათქვამიაღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.საკოორდინაციო შტაბი, რომელიც მევენახეებს ღვინის ქარხნებში ყურძნის ჩაბარებაში ეხმარება, ამბროლაურშია მობილიზებული, სადაც 30-მდე კომპანიაა უკვე დარეგისტრირებული.უწყების ცნობით, წელს მოსავლის საპროგნოზო რაოდენობა 1500-1700 ტონის ფარგლებშია. ამ ეტაპზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე ყურძნის ჩასაბარებელი 25-მდე პუნქტია გახსნილი, რაც მოსავლის შეუფერხებელი დაბინავების შესაძლებლობას იძლევა.ისევე, როგორც კახეთში, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშიც ფერმერთა მხარდასაჭერად რთველის სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს.გარდა ამისა, სუბსიდიის მისაღებად ღვინის კომპანია ვალდებული იქნება, მევენახეობის სფეროში დასაქმებულ ფიზიკურ პირს ან/და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიულ პირს „ალექსანდროულის“ ან/და „მუჯურეთულის“ ჯიშის ყურძნის შესყიდვისას გადაუხადოს არანაკლებ შვიდი ლარი და შეისყიდოს არანაკლებ სამი ტონა ყურძენი.ღვინის სააგენტოს ცნობით, ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარის“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელი ყურძენს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და „მუჯურეთულსა“ და „ალექსანდროულში“ შერევა.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259862844_41:0:1481:1080_1920x0_80_0_0_2af698a2a661338c0e2020a911e1a86e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ღვინო, საქართველოს რეგიონები, რაჭა-ლეჩხუმი , ახალი ამბები
საქართველო, ქართული ღვინო, საქართველოს რეგიონები, რაჭა-ლეჩხუმი , ახალი ამბები
რაჭაში რთველი დაიწყო: გადამუშავებულია 275 ტონა ყურძენი
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ისევე, როგორც კახეთში, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშიც რთველის სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს.
თბილისი, 9 ოქტომბერი - Sputnik. მაღალმთიან რაჭაში 9 ოქტომბრის მონაცემებით, „მუჯურეთულისა“ და „ალექსანდროულის“ ჯიშის 275 ტონა ყურძენია გადამუშავებული, ნათქვამიაღვინის ეროვნული სააგენტოს
განცხადებაში.
საკოორდინაციო შტაბი, რომელიც მევენახეებს ღვინის ქარხნებში ყურძნის ჩაბარებაში ეხმარება, ამბროლაურშია მობილიზებული, სადაც 30-მდე კომპანიაა უკვე დარეგისტრირებული.
უწყების ცნობით, წელს მოსავლის საპროგნოზო რაოდენობა 1500-1700 ტონის ფარგლებშია. ამ ეტაპზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე ყურძნის ჩასაბარებელი 25-მდე პუნქტია გახსნილი, რაც მოსავლის შეუფერხებელი დაბინავების შესაძლებლობას იძლევა.
ისევე, როგორც კახეთში, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშიც ფერმერთა მხარდასაჭერად რთველის სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს.
კერძოდ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც გადაამუშავებს „ხვანჭკარის" მიკროზონაში მოწეულ „ალექსანდროულისა" და „მუჯურეთულის" ჯიშის ყურძენს. 1 კგ „ალექსანდროულსა" და „მუჯურეთულში" სახელმწიფო 4 ლარს გადაიხდის.
გარდა ამისა, სუბსიდიის მისაღებად ღვინის კომპანია ვალდებული იქნება, მევენახეობის სფეროში დასაქმებულ ფიზიკურ პირს ან/და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიულ პირს „ალექსანდროულის“ ან/და „მუჯურეთულის“ ჯიშის ყურძნის შესყიდვისას გადაუხადოს არანაკლებ შვიდი ლარი და შეისყიდოს არანაკლებ სამი ტონა ყურძენი.
ღვინის სააგენტოს ცნობით, ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარის“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელი ყურძენს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკპოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და „მუჯურეთულსა“ და „ალექსანდროულში“ შერევა.