ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა: ვის დაუპირისპირდება საქართველო?

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ფეხბურთის ნაკრები
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2022
გამოწერა
ევრო 2024-ს გერმანიის ათი ქალაქი უმასპინძლებს
თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. „ევრო2024“-ის შესარჩევი ტურნირის A ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან ესპანეთის, შოტლანდიის, ნორვეგიისა და კვიპროსის გუნდები.
„ევრო 2024“-ის შესარჩევ ტურნირის წილისყრა გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში კვირას გაიმართა, რომელშიც 53-მა ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა. გერმანიამ, როგორც მასპინძელმა ქვეყანამ, ტურნირში მონაწილეობის უფლება ავტომატურად მიიღო.
ევროპის ჩემპიონატზე თითოეული ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გავა. პლეი-ოფში ადგილები გადაეცემა ერთა ლიგის საუკეთესო ორ გუნდს, რომლებიც ფინალურ ტურნირზე უშუალოდ საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვეობით ვერ მოხვდნენ.
B ჯგუფი: ნიდერლანდები, საფრანგეთი, ირლანდია, საბერძნეთი, გიბრალტარი.
C ჯგუფი: იტალია, ინგლისი, უკრაინა, ჩრდილოეთ მაედონია, მალტა.

D ჯგუფი: ხორვატია, უელსი, სომხეთი, თურქეთი, ლატვია

E ჯგუფი: პოლონეთი, ჩეხეთი, ალბანეთი, ფარერები, მოლდოვა

F ჯგუფი: ბელგია, ავსტრია, შვედეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი

G ჯგუფი: უნგრეთი, სერბეთი, მონტენეგრო, ბულგარეთი, ლიეტუვა

H ჯგუფი: დანია, ფინეთი, სლოვენია, ყაზახეთი,ჩრდილოეთ ირლანდია, სან-მარინო

I ჯგუფი: შვეიცარია, ისრაელი, რუმინეთი, კოსოვო, ბელარუსი, ანდორა

J ჯგუფი: პორტუგალია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ისლანდია, ლუქსემბურგი,სლოვაკეთი, ლიხტენშტეინი
ევრო-2024 გაიმართება 2024 წლის 14 ივნისი-14 ივლისის პერიოდში გაიმართება. ტურნირს გერმანიის 10 ქალაქი უმასპინძლებს. ჩემპიონატის ფინალში 24 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
ყველა ახალი ამბავი
0