https://sputnik-georgia.com/20221008/erti-weli-batumis-tragediis-semdeg-qalaqis-mcxovreblebma-darupulta-xsovnas-pativi-miages-271168870.html
ერთი წელი ბათუმის ტრაგედიის შემდეგ: ქალაქის მცხოვრებლებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ერთი წელი ბათუმის ტრაგედიის შემდეგ: ქალაქის მცხოვრებლებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
Sputnik საქართველო
ტრაგედიის ადგილზე შეიკრიბნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მაშველები, ასევე დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები 08.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-08T18:00+0400
2022-10-08T18:00+0400
2023-08-17T18:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
შემთხვევები საქართველოში
ბათუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260395643_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_ae1d67a6bbfd96bde9fa3e6199086bfd.jpg
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik.ბათუმში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის მსხვერპლებს იხსენებენ - პატარა მემორიალს, რომელიც ტრაგედიის ადგილზე მიეწყო, ადამიანები დილიდან ყვავილებით ამკობენ.ტრაგედიის ადგილზე შეიკრიბნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მაშველები, ასევე დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლებიჩამონგრევა მოხდა 2021 წლის 8 ოქტომბერს სამუშაო დღეს, როდესაც სახლის მცხოვრებთა უმეტესობა სასწავლებლად და სამსახურში იყო წასული. სადარბაზო, რომელშიც 10 ადამიანი იმყოფებოდა, წამებში ჩამოინგრა. ნანგრევებმა დაფარა იქვე მდგარი მანქანებიც, ერთ-ერთში პატარა ბავშვი იყო, რომელიც ნანგრევებიდან პირველივე საათებში უვნებლად ამოიყვანეს.მთელი საქართველოს ყურადღება ტრაგედიაზე იყო მიპყრობილი, ყველა იქ მოყოლილი ადამიანების გადარჩენაზე ლოცულობდა. ყველას ერთად უხაროდა, როდესაც ნანგრევებიდან ორი ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს, და ტიროდნენ, როდესაც გარდაცვლილთა ცხედრები ამოჰყავდათ.ჩამონგრევის მომენტში სახლში მყოფი მობინადრეებიდან ცოცხალი მხოლოდ ერთი გადარჩა.მეორე ქალი, რომელიც ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, გარდაიცვალა საავადმყოფოში - მან ვერ გაიგო, რომ მისი ორი შვილი და მაზლი იმ საშინელ დღეს დაიღუპნენ. ნანგრევებში კიდევ ხუთი ადამიანის ცხედრები იპოვეს, მათ შორის იყვნენ დედა-შვილი.ჩამონგრევის მიზეზი გახდა გულგრილობა - პირველი სართულის ბინის მფლობელმა სივრცის გაფართოების მიზნით მუშებს მზიდი კედლის მოშლა დაავალა.სასამართლომ ბინის მფლობელს - ზაურ ბუდაგოვს ოთხი წლით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო მუშებს - გუსეინ და გიორგი სურმანიძეებს - სამ-სამი წლით პატიმრობა. ისინი დამნაშავედ ცნეს „სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევაში, რამაც ადამიანების გარდაცვალება და მძიმე შედეგი გამოიწვია“.
საქართველო
აჭარა
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260395643_77:0:1216:854_1920x0_80_0_0_7343e1a39b1c83393e219b551e1237e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , შემთხვევები საქართველოში, ბათუმი
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , შემთხვევები საქართველოში, ბათუმი
ერთი წელი ბათუმის ტრაგედიის შემდეგ: ქალაქის მცხოვრებლებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
18:00 08.10.2022 (განახლებულია: 18:41 17.08.2023) ტრაგედიის ადგილზე შეიკრიბნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მაშველები, ასევე დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik.ბათუმში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის მსხვერპლებს იხსენებენ - პატარა მემორიალს, რომელიც ტრაგედიის ადგილზე მიეწყო, ადამიანები დილიდან ყვავილებით ამკობენ.
ტრაგედიის ადგილზე შეიკრიბნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მაშველები, ასევე დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები
ჩამონგრევა მოხდა 2021 წლის 8 ოქტომბერს სამუშაო დღეს, როდესაც სახლის მცხოვრებთა უმეტესობა სასწავლებლად და სამსახურში იყო წასული. სადარბაზო, რომელშიც 10 ადამიანი იმყოფებოდა, წამებში ჩამოინგრა. ნანგრევებმა დაფარა იქვე მდგარი მანქანებიც, ერთ-ერთში პატარა ბავშვი იყო, რომელიც ნანგრევებიდან პირველივე საათებში უვნებლად ამოიყვანეს.
მთელი საქართველოს ყურადღება ტრაგედიაზე იყო მიპყრობილი, ყველა იქ მოყოლილი ადამიანების გადარჩენაზე ლოცულობდა. ყველას ერთად უხაროდა, როდესაც ნანგრევებიდან ორი ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს, და ტიროდნენ, როდესაც გარდაცვლილთა ცხედრები ამოჰყავდათ.
ჩამონგრევის მომენტში სახლში მყოფი მობინადრეებიდან ცოცხალი მხოლოდ ერთი გადარჩა.
მეორე ქალი, რომელიც ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, გარდაიცვალა საავადმყოფოში - მან ვერ გაიგო, რომ მისი ორი შვილი და მაზლი იმ საშინელ დღეს დაიღუპნენ. ნანგრევებში კიდევ ხუთი ადამიანის ცხედრები იპოვეს, მათ შორის იყვნენ დედა-შვილი.
ჩამონგრევის მიზეზი გახდა გულგრილობა - პირველი სართულის ბინის მფლობელმა სივრცის გაფართოების მიზნით მუშებს მზიდი კედლის მოშლა დაავალა.
სასამართლომ ბინის მფლობელს - ზაურ ბუდაგოვს ოთხი წლით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო მუშებს - გუსეინ და გიორგი სურმანიძეებს - სამ-სამი წლით პატიმრობა. ისინი დამნაშავედ ცნეს „სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევაში, რამაც ადამიანების გარდაცვალება და მძიმე შედეგი გამოიწვია“.