საქართველოში იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ოთხი ადამიანი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerპისტოლეტი და ხელბორკილი
პისტოლეტი და ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2022
გამოწერა
მათ ბრალის დამტკიცების შემთხვვეაში 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, შიდა ქართლსა და სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ბოლო პერიოდში ოთხი ადამიანია დაკავებული, რომელთაგანაც ერთ-ერთი თურქეთის მოქალაქეა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 39 წლის თურქეთის მოქალაქე თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და საბრძოლო ვაზნები.
გორში დააკავეს 30 წლის მამაკაცი, რომელიც წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და საბრძოლო ვაზნები ამოიღეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2 ცეცხლსასროლი იარაღი და 23 ვაზნა ამოიღეს 53 წლის მამაკაცის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.
რაც შეეხება, კიდევ ერთ ბრალდებულს - 48 წლის მამაკაცს , ის სამართალდამცველებმა ფოთში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები ამოიღო.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს
ყველა ახალი ამბავი
0