მარტვილის საკრებულოს დეპუტატს „ნაციონალური მოძრაობიდან" ცოლის ცემისთვის ბრალი წაუყენეს

© Pixabay / 4711018მამაკაცი ხელბორკილებით
მამაკაცი ხელბორკილებით - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2022
გამოწერა
სამართალდამცველებს მიმართა ზაალ გოროზიას მეუღლემ, რომელმაც ქმარ-შვილი ძალადობაში დაადანაშაულა.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარტვილის ორგანიზაციის ხელმძღვანელს და საკრებულოს დეპუტატს ზაალ გოროზიას ცოლზე ძალადობის გამო ბრალი წაუყენა.
გამოძიების მონაცემებით, სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე ბრალდებულმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შედეგად ცოლმა სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
შემთხვევა 5 ოქტომბერს მარტვილში მოხდა. პოლიციამ გოროზია იმ დღესვე დააკავა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც ითვალისწინებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 80-დან 150 საათამდე ვადით, ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით/ან ამის გარეშე.
„ნაციონალური მოძრაობის“ მარტვილის ორგანიზაციის თავმჯდომარე ოჯახური ძალადობისთვის დააკავეს>>
პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2014 წლიდან ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა. გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. საქართველოს ხელისუფლებამ კანონის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მკვლელობების გახშირების შემდეგ გადაწყვიტა.
ყველა ახალი ამბავი
0