„ნაციონალური მოძრაობის“ მარტვილის ორგანიზაციის თავმჯდომარე ოჯახური ძალადობისთვის დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2022
გამოწერა
სამართალდამცველებს მიმართა ზაალ გოროზიას მეუღლემ, რომელმაც ქმარ-შვილი ძალადობაში დაადანაშაულა.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარტვილის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზაალ გოროზია ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, იუწყება „რუსთავი2“.
ტელეარხის ინფორმაციით, სამართალდამცველებს მიმართა ზაალ გოროზიას მეუღლემ, რომელმაც ძალადობაში ქმარ-შვილი დაადანაშაულა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, დანაშაული სამშაბათს, გვიან საღამოს მოხდა. დაზარალებულ ქალს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. შსს გამოძიებას ოჯახური ძალადობის მუხლით აწარმოებს.
ტელეარხის ცნობით, მომხდარს გამოეხმაურნენ „ნაციონალურ მოძრაობაში", სადაც ამბობენ, რომ გმობენ ნებისმიერი სახის ძალადობას და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ნებისმიერი მოძალადე უნდა დაისაჯოს, თუმცა „ნაცმოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე ირწმუნება, რომ გაუგებრობა მოხდა და ეს აუცილებლად გაირკვევა.
ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2014 წლიდან ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა. გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. საქართველოს ხელისუფლებამ კანონის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მკვლელობების გახშირების შემდეგ გადაწყვიტა.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ყველა ახალი ამბავი
0