ვარჯიში, მუსიკა და ხატვა: თბილისში „60+ კლუბი“ იხსნება

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2022
გამოწერა
მოწვეული სპეციალისტები აქტივობებს ყოველდღიურად ჩაატარებენ, რომელიც სპეციალურად კლუბის წევრებისთვის იქნება შემუშავებული.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. 60 წელს ზემოთ მოქალაქეების ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, თბილისში 10 ოქტომბრიდან იხსნება კლუბი, სადაც იფუნქციონირებს ხატვის, მუსიკისა და ვარჯიშის წრეები, იუწყება თბილისის მერიის პრეს-სამსახური.
„60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში გაიხსნება. კლუბი გათვლილია ადამიანებზე, რომელთაც სურთ, გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი, შეინარჩუნონ ჯანმრთელობა და იყვნენ საზოგადოების აქტიური წევრები.
„კლუბის წევრები დაესწრებიან სპორტულ-გამაჯანსაღებელ ვარჯიშებს, არტთერაპიას – ხატვას, რომელსაც მხატვარი ქეთევან მატაბელი შეასწავლის და მუსიკას, რომლის გაკვეთილებსაც მუსიკოსი ია შუღლიაშვილი ჩაატარებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
„60+ კლუბი“ მსურველებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე მოემსახურება.
კლუბის წევრებს საშუალება ექნებათ, აითვისონ ახალი უნარები, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, თავად დაგეგმონ და განახორციელონ ღონისძიებები და გაეცნონ ახალ ინფორმაციებს.
მოწვეული სპეციალისტები ყოველდღიურად ჩაატარებენ აქტივობებს, რომელიც სპეციალურად კლუბის წევრებისთვის იქნება შემუშავებული.
აუზი და ფიტნეს-მომსახურება პენსიონერებისთვის: რამდენი პირი დარეგისტრირდა>>>
მანამდე მერიამ უკვე დაამტკიცა პროგრამა, რომლის თანახმადაც 60 წელს ზემოთ პირებს საშუალება აქვთ ფიტნეს-დარბაზებითა და აუზებით უფასოდ ისარგებლონ. აღნიშნულ ობიექტებში პენსიონერების უფასო მომსახურება მოიცავს თვეში არაუმეტეს 9 ვიზიტს.
პროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში გახსნილია ორი მუნიციპალური სპორტულიკომპლექსი – „ნაძალადევის სპორტული კომპლექსის ცენტრი“ და „გლდანისსპორტული კომპლექსი“.
საქართველოში ქალები პენსიაზე 60 წლისასაკიდან გადიან, მამაკაცები – 65 წლიდან. 1 მარტის მონაცემებით, თბილისში233,6 ათასი პენსიონერია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0