https://sputnik-georgia.com/20220926/auzi-da-fitnesi-ramdeni-pensioneri-daregistrirda-270767612.html
აუზი და ფიტნეს-მომსახურება პენსიონერებისთვის: რამდენი პირი დარეგისტრირდა
აუზი და ფიტნეს-მომსახურება პენსიონერებისთვის: რამდენი პირი დარეგისტრირდა
Sputnik საქართველო
პროგრამა პირველ ეტაპზე, 2023 წლის 1 იანვრამდე საპილოტო იქნება. 26.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-26T11:16+0400
2022-09-26T11:16+0400
2022-09-26T16:49+0400
საქართველო
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0b/269348882_0:321:3071:2048_1920x0_80_0_0_0b8e5f023899289abdc2626350621cf5.jpg
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საცურაო აუზებითა და ფიტნეს-დარბაზებით უფასოდ სარგებლობისთვის დედაქალაქის მერიაში 60 წელს ზემოთ 101 პირი დარეგისტრირდა, იუწყება თბილისის მერია.დედაქალაქის მერიაში აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელთა რეგისტრაცია 19 სექტემბერს დაიწყო.პროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში გახსნილია ორი მუნიციპალური სპორტული კომპლექსი – „ნაძალადევის სპორტული კომპლექსის ცენტრი“ და „გლდანის სპორტული კომპლექსი“. დამტკიცებული პროგრამის თანახმად, აღნიშნულ ობიექტებში პენსიონერების უფასო მომსახურება მოიცავს თვეში არაუმეტეს 9 ვიზიტს.როგორც დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, ნაძალადევის კომპლექსურ სპორტულ ცენტრში 54 მოქალაქე დარეგისტრირდა, გლდანის სპორტულ ცენტრში კი 47.რამდენი სოციალურად დაუცველი დასაქმდა საქართველოში? სახელმწიფო პროგრამა ციფრებში>>>გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამა პირველ ეტაპზე, 2023 წლის 1 იანვრამდე ორ მუნიციპალურ სპორტულ ცენტრში განხორციელდება. სერვისით სარგებლობას დარეგისტრირებული მოქალაქეები 3 ოქტომბრიდან შეძლებენ. პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება 11:00-დან 14:00 საათამდე პერიოდში.ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია სულ 300 აბონემენტი. აბონემენტის მისაღებად საჭიროა ცენტრში პირადობის მოწმობის, თბილისში რეგისტრაციის ცნობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა. თუ მსურველი მეტი აღმოჩნდება, მათ რიგში ჩასვამენ.საქართველოში ქალები პენსიაზე 60 წლის ასაკიდან გადიან, მამაკაცები – 65 წლიდან. 1 მარტის მონაცემებით, თბილისში 233,6 ათასი პენსიონერია.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0b/269348882_132:0:2863:2048_1920x0_80_0_0_5edab35285b82192d574f1368eea449e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
აუზი და ფიტნეს-მომსახურება პენსიონერებისთვის: რამდენი პირი დარეგისტრირდა
11:16 26.09.2022 (განახლებულია: 16:49 26.09.2022) პროგრამა პირველ ეტაპზე, 2023 წლის 1 იანვრამდე საპილოტო იქნება.
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საცურაო აუზებითა და ფიტნეს-დარბაზებით უფასოდ სარგებლობისთვის დედაქალაქის მერიაში 60 წელს ზემოთ 101 პირი დარეგისტრირდა, იუწყება თბილისის მერია.
დედაქალაქის მერიაში აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელთა რეგისტრაცია 19 სექტემბერს დაიწყო.
პროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ ფარგლებში გახსნილია ორი მუნიციპალური სპორტული კომპლექსი – „ნაძალადევის სპორტული კომპლექსის ცენტრი“ და „გლდანის სპორტული კომპლექსი“. დამტკიცებული პროგრამის თანახმად, აღნიშნულ ობიექტებში პენსიონერების უფასო მომსახურება მოიცავს თვეში არაუმეტეს 9 ვიზიტს.
როგორც დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, ნაძალადევის კომპლექსურ სპორტულ ცენტრში 54 მოქალაქე დარეგისტრირდა, გლდანის სპორტულ ცენტრში კი 47.
გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამა პირველ ეტაპზე, 2023 წლის 1 იანვრამდე ორ მუნიციპალურ სპორტულ ცენტრში განხორციელდება. სერვისით სარგებლობას დარეგისტრირებული მოქალაქეები 3 ოქტომბრიდან შეძლებენ. პროგრამის ფარგლებში მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება 11:00-დან 14:00 საათამდე პერიოდში.
ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია სულ 300 აბონემენტი. აბონემენტის მისაღებად საჭიროა ცენტრში პირადობის მოწმობის, თბილისში რეგისტრაციის ცნობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა. თუ მსურველი მეტი აღმოჩნდება, მათ რიგში ჩასვამენ.
საქართველოში ქალები პენსიაზე 60 წლის ასაკიდან გადიან, მამაკაცები – 65 წლიდან. 1 მარტის მონაცემებით, თბილისში 233,6 ათასი პენსიონერია.