მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნობელის მშვიდობის პრემია სამად გაიყო: გამოცხადდა ლაურეატების ვინაობა

© AP Photo / Patrick Semansky
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2022
გამოწერა
თბილისი, 7 ოქტომბერი − Sputnik. ნობელის კომიტეტმა მშვიდობის დარგში პრემია რუს, უკრაინელ და ბელარუს უფლებადამცველებს მიანიჭა.
გავრცელებული ინფორმაციით, პრესტიჟული ჯილდო რუსულმა ცენტრმა „მემორიალმა“, ბელარუსმა აქტივისტმა ალეს ბელიაცკიმ და უკრაინულმა „სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრმა“ გაინაწილეს.
როგორც ცნობილია, რუსეთში უძველესი უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალი“ ხელისუფლებამ უცხო ქვეყნის აგენტად გამოაცხადა, ხოლო 2021 წლის 28 დეკემბერს იუსტიციის სამინისტრომ, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, მისი ლიკვიდაცია მოახდინა. როგორც პროკურატურა აცხადებდა, ორგანიზაცია ამახინჯებდა „დიდი სამამულო ომის შესახებ ფაქტებს“ და ამასთან სსრკ-ს „ტერორისტული სახელმწიფოს ცრუ სახეს უქმნიდა“.
ალეს ბელიაცკი ბელარუსში 2021 წლის 15 ივლისს დააკავეს გადასახადების გადაუხდელობის ბრალდებით. მის უფლებადამცველ ორგანიზაცია „ვიასნას“ ხელისუფლებამ სახელმწიფო აკრედიტაცია ჩამოართვა, თანამშრომლებს კი სისხლის სამართლებრივი დევნა გამოუცხადა. ბელიაცკი დღემდე საპატიმროშია.
უკრაინული „სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრი“ 2007 წელს დაარსდა. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ცენტრი ომის დანაშაულების გაშუქებითა და ლტოლვილთა უფლებების დაცვითაა დაკავებული.
აღსანიშნავია, რომ ნობელის მშვიდობის პრემია გასულ წელსაც გაიყო: ის რუს პუბლიცისტს, „ნოვაია გაზეტას“ მთავარ რედაქტორ დმიტრი მურატოვსა და ფილიპინელ-ამერიკელ ჟურნალისტ მარია რესას გადაეცა „სიტყვის თავისუფლების დაცვაში გაწეული ძალისხმევისთვის“.
ნობელის პრემია − ყოველწლიური საერთაშორისო ჯილდო, რომლითაც შვედეთისა და ნორვეგიის ინსტიტუტები ადამიანებს კაცობრიობის წინაშე მნიშნელოვანი მიღწევებისთვის აჯილდოებენ. პრემია პირველად 1901 წლის მარტში გაიცა მშვიდობის, ქიმიის, ლიტერატურის, ფიზიკისა და ფიზიოლოგია-მედიცინის დარგში. დღეისათვის ნობელის პრემია მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ მიიჩნევა.
ყველა ახალი ამბავი
0