მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკავშირი სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე სამოქალაქო მისიას გაგზავნის

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2022
გამოწერა
თბილისი, 7 ოქტომბერი − Sputnik. ევროკავშირი „სამოქალაქო მისიას“ გაგზავნის სომხეთში, რომელიც აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვრის დელიმიტაციას შეუწყობს ხელს, იუწყება სააგენტო Afp.
გავრცელებული ინფორმაციით, მისია, რომელიც უკვე ოქტომბერში დაიწყებს საქმიანობას და ორი თვის განმავლობაში იმუშავებს, სომხეთის საზღვრისპირა რაიონებში განთავსდება.

„მისიის მიზანია, განამტკიცოს ნდობა ორ ქვეყანას შორის და თავისი მოხსენებებით წვლილი შეიტანოს საზღვრების დემარკაციის კომისიის საქმიანობაში“, − ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც აზერბაიჯანის, სომხეთის, საფრანგეთის ლიდერებისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის მოლაპარაკებების შემდეგ გამოქვეყნდა.

ილჰამ ალიევი, ნიკოლ ფაშინიანი, ემანუელ მაკრონი და შარლ მიშელი 6 ოქტომბერს შეხვდნენ ერთმანეთს ევროპული პოლიტიკური სამიტის კულუარებში, რომელიც ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაიმართა. მოლაპარაკებებზე სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა დაადასტურეს გაეროს წესდებისა და ალმა-ატის 1991 წლის დეკლარაციისადმი ერთგულება, რომლის თანახმადაც მხარეები აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მათი თქმით, ეს ხელს შეუწყობს დელიმიტაციის კომისიის მუშაობას, რომლის სხდომაც ბრიუსელში ოქტომბრის ბოლომდე გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0