მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკავშირმა ანტირუსული სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა: შეზღუდვების ჩამონათვალი

© photo: Sputnik / Vladimir Sergeev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2022
გამოწერა
თბილისი, 6 ოქტომბერი − Sputnik. ევროკავშირის ქვეყნებმა ანტირუსული სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცეს, რომელშიც ასევე შესულია ნავთობზე ზღვრული ფასის დაწესება და პერსონალური სანქციების გამოცხადება ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის.
ახალი რესტრიქციების შესახებ ოფიციალური განცხადება ევროკავშირის საბჭოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

„ჩვენ კიდევ უფრო დიდ დარტყმას ვაყენებთ რუსეთის სამხედრო ეკონომიკას, ვზღუდავთ რა მის იმპორტ-ექსპორტის შესაძლებლობებს და სწრაფად ვთავისუფლდებით რუსული ენერგოდამოკიდებულებისგან“, − აღნიშნა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა.

ახალი რესტრიქციების თანახმად, სანქციების სიას დაემატებიან „უკრაინის ტერიტორიაზე უკანონო რეფერენდუმების ჩატარებასთან დაკავშირებული პირები, სამხედრო-სამრეწველო სექტორის წარმომადგენლები და უკრაინის კონფლიქტის შესახებ დეზინფორმაციის გამავრცელებელი საჯარო პირები“.
გარდა ამისა, სანქციების მერვე პაკეტის თანახმად:
წესდება ზღვრული ფასი რუსული ნავთობის მესამე ქვეყნებში საზღვაო ტრანსპორტირებაზე;
ხანგრძლივდება რუსეთიდან ლითონის ნაწარმის იმპორტის აკრძალვა;
იკრძალება რუსეთიდან ხის მასალის, ქაღალდის, სიგარეტის, პლასტმასის, კოსმეტიკური ნაწარმისა და საიუველირო წარმოებისთვის საჭირო მასალების (ძვირფასი ქვები და ლითონები) იმპორტი;
იკრძალება ავიადარგისთვის საჭირო ტექნიკური ნაკეთობების ექსპორტი;
იკრძალება სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღისა და მისი კომპონენტების, ასევე სამხედრო ტექნიკის ექსპორტი;
ევროკავშირის მოქალაქეებს ეკრძალებათ ხელმღვანელი თანამდებობების დაკავება რუსეთის მიერ კონტროლირებად ზოგ ორგანიზაციაში;
იკრძალება რუსეთის მოქალაქეებისა და რეზიდენტების კრიპტოაქტივების მომსახურება;
იკრძალება რუსული კომპანიებისთვის IT-მომსახურების, საინჟინრო და იურიდიული სერვისების გაწევა;
იკრძალება „რუსეთის ნაოსნობის საზღვაო რეგისტრთან“ ოპერაციები.
ამასთან, ევროკომისიამ გადაწყვიტა განავრცოს შეზღუდვები უკრაინის კონტროლიდან გასული ხერსონისა და ზაპოროჟიეს ტერიტორიების ნაწილებზეც.
როგორც ბრიუსელში განაცხადეს, იმპორტზე ახალი შეზღუდვები დაახლოებით 7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
მანამდე ვლადიმირ პუტინმა რუსულ ენერგორესურსებზე ზღვრული ფასის დაწესებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთი უცხოეთში არაფერს გაიტანს, თუ ეს მის ინტერესებში არ იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0