https://sputnik-georgia.com/20221006/sakiki-ramdenime-rceva-271085057.html
შაკიკი - გადაუჭრელი პრობლემა
შაკიკი - გადაუჭრელი პრობლემა
Sputnik საქართველო
შაკიკი პლანეტის ყოველ მეექვსე მცხოვრებს აწუხებს. ის უმეტესად აწუხებს ემოციურ ადამიანებს. 06.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-06T11:15+0400
2022-10-06T11:15+0400
2022-10-06T16:05+0400
სასარგებლო რჩევები
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23612/80/236128008_0:154:3009:1846_1920x0_80_0_0_97883ad50e7ff0d6fa44ff1222283a75.jpg
თავის ტკივილი მრავალი დაავადების თანამგზავრია. მაგრამ არის ერთი სახეობის თავის ტკივილი — აუტანელი და ქანცგამწყვეტი. ეს შაკიკია. ის პლანეტის ყოველ მეექვსე მცხოვრებს აწუხებს. როგორც წესი, შაკიკის დროს ტკივილი თავის ტვინის ერთ ნახევარსფეროშია ლოკალიზებული. შაკიკი უმეტესად აწუხებს ემოციურ ადამიანებს და იმათ, ვინც სტრესს მედგარ წინააღმდეგობას ვერ უწევს.თავის ტკივილის მიზეზებიშაკიკისადმი მიდრეკილება განპირობებულია მემკვიდრეობით, სქესით (ქალებს უფრო ხშირად აქვთ), ცხოვრების არასწორი წესით, ფსიქოემოციური ფონით. ასევე მნიშვნელობა აქვს ასაკს: ექიმების დაკვირვებით, შაკიკი უფრო ახალგაზრდებს ახასიათებთ, ის მოზარდობის ასაკიდან იწყება და სიბერისას ქრება.გთავაზობთ ნივთიერებათა ოთხ ჯგუფს, რომელთა ნაკლებობაც შაკიკის გამწვავებას უწყობს ხელს. ამ ნივთიერებების დეფიციტი თავის ტკივილს იწვევს.ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი В12თუ ორგანიზმს ეს ნივთიერებები არ ჰყოფნის, ადამიანები ხშირად ზედმეტად გაღიზიანებული და გონებაგაფანტული არიან, ასევე დაუცველი არიან სტრესის მიმართ. ხშირად თავის ტკივილის გაყუჩებას ვცდილობთ პრეპარატებით, რომელთა შემადგენლობაშიც ასპირინია. ეს ნივთიერება კი ორგანიზმში ფოლიუმის მჟავისა და В12 ვიტამინის შემცველობას ამცირებს.ფოლიუმის მჟავის შემცველობის თვალსაზრისით ბადალი არ ჰყავს ისპანახს, ასევე ამ ნივთიერებით მდიდარია ბროკოლი, სატაცური, ავოკადო, ჭარხალი, სტაფილო, გოგრა. В12 ვიტამინი კი დიდი რაოდენობითაა ქათმის კვერცხში.სპილენძი და რკინასპილენძისა და რკინის დეფიციტი უმეტესად ქალებისთვისაა დამახასიათებელი. ამ ნივთიერებათა არასაკმარის რაოდენობას ორგანიზმში პირდაპირ ანემიამდე მივყავართ. სპილენძით მდიდარია ლობიო, კაკალი, თხის ყველი, ავოკადო… ხოლო რკინის მარაგს შეავსებს მწვანილი, სალათის ფოთოლი, მზესუმზირა, ქუნჯუთი, ღვიძლი და ზღვის კომბოსტო.ვიტამინი В6В6 ვიტამინის დეფიციტი სისხლძარღვების დაავადების აღმოცენების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. ის დიდი რაოდენობითაა ლობიოში, ღვიძლში, ახალ ბოსტნეულში, ასევე მარცვლეულში. მიიღეთ ეს პროდუქტები, თუ გინდათ შეინარჩუნოთ ტვინის, ნერვების, გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობა.ლობიო – ერთ-ერთი უსაყვარლესი საკვები საქართველოში და მისი სასარგებლო თვისებები>>ვიტამინი DD ვიტამინი ჩვენ ორგანიზმში ბუნებრივად მზის სხივებით შემოდის, ზამთარში კი მისი მიღება საკვებიდან შეიძლება. კვერცხი, პარკოსნები, ღვიძლი, ზღვის, რძის პროდუქტები ამ ვიტამინის შევსებაში დაგეხმარებათ.სრულფასოვან კვებას, სუფთა ჰაერზე სეირნობას შაკიკის სიხშირისა და ინტენსიურობის არსებითი შემცირება შეუძლია.
https://sputnik-georgia.com/20201019/D-vitamini-aucilebeli-janmrTelobisTvis-249744027.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23612/80/236128008_170:0:2837:2000_1920x0_80_0_0_049800284fc90d406d3d725a41145f78.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები
სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები
შაკიკი - გადაუჭრელი პრობლემა
11:15 06.10.2022 (განახლებულია: 16:05 06.10.2022) შაკიკი პლანეტის ყოველ მეექვსე მცხოვრებს აწუხებს. ის უმეტესად აწუხებს ემოციურ ადამიანებს.
თავის ტკივილი მრავალი დაავადების თანამგზავრია. მაგრამ არის ერთი სახეობის თავის ტკივილი — აუტანელი და ქანცგამწყვეტი. ეს შაკიკია. ის პლანეტის ყოველ მეექვსე მცხოვრებს აწუხებს. როგორც წესი, შაკიკის დროს ტკივილი თავის ტვინის ერთ ნახევარსფეროშია ლოკალიზებული. შაკიკი უმეტესად აწუხებს ემოციურ ადამიანებს და იმათ, ვინც სტრესს მედგარ წინააღმდეგობას ვერ უწევს.
შაკიკისადმი მიდრეკილება განპირობებულია მემკვიდრეობით, სქესით (ქალებს უფრო ხშირად აქვთ), ცხოვრების არასწორი წესით, ფსიქოემოციური ფონით. ასევე მნიშვნელობა აქვს ასაკს: ექიმების დაკვირვებით, შაკიკი უფრო ახალგაზრდებს ახასიათებთ, ის მოზარდობის ასაკიდან იწყება და სიბერისას ქრება.
შაკიკის შეტევების დაწყებაში კვებას უზარმაზარი როლი ენიჭება. დამტკიცებულია, რომ ორგანიზმში რიგი ელემენტების დეფიციტს ძლიერი თავის ტკივილის პროვოცირება ოთხჯერ უფრო ხშირად შეუძლია.
გთავაზობთ ნივთიერებათა ოთხ ჯგუფს, რომელთა ნაკლებობაც შაკიკის გამწვავებას უწყობს ხელს. ამ ნივთიერებების დეფიციტი თავის ტკივილს იწვევს.
ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი В12
თუ ორგანიზმს ეს ნივთიერებები არ ჰყოფნის, ადამიანები ხშირად ზედმეტად გაღიზიანებული და გონებაგაფანტული არიან, ასევე დაუცველი არიან სტრესის მიმართ. ხშირად თავის ტკივილის გაყუჩებას ვცდილობთ პრეპარატებით, რომელთა შემადგენლობაშიც ასპირინია. ეს ნივთიერება კი ორგანიზმში ფოლიუმის მჟავისა და В12 ვიტამინის შემცველობას ამცირებს.
ფოლიუმის მჟავის შემცველობის თვალსაზრისით ბადალი არ ჰყავს ისპანახს, ასევე ამ ნივთიერებით მდიდარია ბროკოლი, სატაცური, ავოკადო, ჭარხალი, სტაფილო, გოგრა. В12 ვიტამინი კი დიდი რაოდენობითაა ქათმის კვერცხში.
სპილენძისა და რკინის დეფიციტი უმეტესად ქალებისთვისაა დამახასიათებელი. ამ ნივთიერებათა არასაკმარის რაოდენობას ორგანიზმში პირდაპირ ანემიამდე მივყავართ. სპილენძით მდიდარია ლობიო, კაკალი, თხის ყველი, ავოკადო… ხოლო რკინის მარაგს შეავსებს მწვანილი, სალათის ფოთოლი, მზესუმზირა, ქუნჯუთი, ღვიძლი და ზღვის კომბოსტო.
В6 ვიტამინის დეფიციტი სისხლძარღვების დაავადების აღმოცენების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. ის დიდი რაოდენობითაა ლობიოში, ღვიძლში, ახალ ბოსტნეულში, ასევე მარცვლეულში. მიიღეთ ეს პროდუქტები, თუ გინდათ შეინარჩუნოთ ტვინის, ნერვების, გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობა.
D ვიტამინი ჩვენ ორგანიზმში ბუნებრივად მზის სხივებით შემოდის, ზამთარში კი მისი მიღება საკვებიდან შეიძლება. კვერცხი, პარკოსნები, ღვიძლი, ზღვის, რძის პროდუქტები ამ ვიტამინის შევსებაში დაგეხმარებათ.
სრულფასოვან კვებას, სუფთა ჰაერზე სეირნობას შაკიკის სიხშირისა და ინტენსიურობის არსებითი შემცირება შეუძლია.