https://sputnik-georgia.com/20221006/raze-ixarjeba-fuli-nacmozraobasi-partiis-pasuxi-271120518.html
რაზე იხარჯება ფული „ნაცმოძრაობაში“ - პარტიის პასუხი
რაზე იხარჯება ფული „ნაცმოძრაობაში“ - პარტიის პასუხი
Sputnik საქართველო
„ნაცმოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის ხარჯებზე ინფორმაციას სიცრუე უწოდეს 06.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-06T23:38+0400
2022-10-06T23:38+0400
2022-10-06T23:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/07/264211835_0:222:3078:1953_1920x0_80_0_0_f87f0a44f2c8fd426da2dfd6698c581d.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი ღია და გამჭვირვალეა, ნათქვამია საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის განცხადებაში.ასე უპასუხეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილე სოსო თოფურიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ენმ არამიზნობრივად ხარჯავს თანხებს. მისი თქმით, თუ თანხა ენმ-ის ანგარიშზე ირიცხება, ის არ უნდა იხარჯებოდეს პირად ფუფუნებაზე, ხოლო თუ ვინმემ საჩუქარი მიიღო, ეს დეკლარაციაში უნდა აისახოს.თოფურიძე ამტკიცებს, რომ ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას „შენახვა“ პარტიას წელიწადში 1 მლნ 471 ათასი ლარი უჯდება.აქედან სოციალურ ქსელებში რეკლამებზე იხარჯება 500 ათასი ლარი, დაცვის ხელფასზე თვეში - 18 ათასი ლარი, საწვავზე - 12 ათასი ლარი თვეში, ხელფასზე - 10 ათასი ლარი თვეში, უცხოეთში ვიზიტებზე - 41 ათასი ლარი.„პირველ რიგში, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე. ხოლო თანხა, რომელიც გადახდილია სოციალურ ქსელში კამპანიის საწარმოებლად, გაღებულია უშუალოდ პარტიის თავმჯდომარის პირადი ხარჯებიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პარტიის თავმჯდომარე იღებს ხელფასს, არის ტყუილი. მელია სარგებლობს მხოლოდ დაცვის ერთი თანამშრომლითა და მძღოლით.ვიზიტებს რაც შეეხება, მიმდინარე წელს პარტიის თავმჯდომარეს საზღვარგარეთ სამი ოფიციალური ვიზიტი ჰქონდა - ვილნიუსში, როტერდამსა და ბრიუსელში.„შავი ფული“ ქართულ პოლიტიკაში„ნაცმოძრაობაში“ პოლარიზაცია და დაპირისპირება გრძელდება, მიაჩნია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს.„დაპირისპირების გაგრძელებაა სოსო თოფურიძის განცხადებაც, რომელმაც გამოაშკარავა ნიკა მელიას დაფინანსება. საინტერესო დეტალია, რომ მან ფაქტობრივად გამოაშკარავა შავი ფულის ხარჯვა „ნაცმოძრაობის" შიგნით. ეს მილიონნახევარი ლარი არ არის დეკლარირებული აუდიტის სამსახურის წინაშე, აშკარაა, რომ პარტიაში „შავი ფული“ ტრიალებს“, - განაცხადა კობახიძემ.მისივე თქმით, პარტიაში არის პერსონალური კონფლიქტი, რომელსაც პოლიტიკური მიზეზები და კერძო ინტერესები აქვს. მაგრამ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რისთვისაც ბრძოლა მიმდინარეობს, არის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის „შავი ფული“, რომელიც „მათ საქართველოში მოიპარეს“, აღნიშნა კობახიძემ.ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ დამფუძნებელია. ფორმალურად მას პარტიასთან აღარაფერი აკავშირებს, რადგან დიდი ხანია უკრაინის მოქალაქეა. უცხოეთში ყოფნისას სააკაშვილი პარტიის იდეოლოგი იყო. ერთი წლის წინ ის საქართველოში დაბრუნდა და პატიმრობაში იმყოფება.რაც შეეხება კეზერაშვილს, ის სამშობლოში დაბრუნებას არ ჩქარობს, რადგან შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია. მმართველი პარტიის ლიდერები ერთხმად აცხადებენ, რომ ის თავის დროზე მოპარული ფულით ოპოზიციონერებს აფინანსებს.რა ხდება ენმ-შივითარება პარტიაში მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნიკა მელიამ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კეზერაშვილი"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს აფინანსებს, მიიჩნევენ "ქართულ ოცნებაში". მათივე ინფორმაციით, პასუხად კეზერაშვილმა განაცხადა, რომ მელია პარტიის მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარეა.რაც შეეხება მელიას განცხადებას, რომ კეზერაშვილმა ოპოზიციისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს, ის ამისთვის თანაპარტიელებმაც გააკრიტიკეს – დეპუტატებმა ლევან ხაბეიშვილმა და დავით კირკიტაძემ.უფრო ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა, რომ მელიამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის შესახებ თავისი სიტყვების გამო თანამდებობა უნდა დატოვოს. თავის მხრივ კი მელიამ განაცხადა, რომ არ აპირებს პოსტის დატოვებას და, ზოგადად, განსხვავებული აზრის გამოთქმა – ნორმალურია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/07/264211835_0:209:2452:2048_1920x0_80_0_0_30da9462babb3e956975df431c93f15a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
რაზე იხარჯება ფული „ნაცმოძრაობაში“ - პარტიის პასუხი
„ნაცმოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის ხარჯებზე ინფორმაციას სიცრუე უწოდეს
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი ღია და გამჭვირვალეა, ნათქვამია საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის განცხადებაში.
ასე უპასუხეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილე სოსო თოფურიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ენმ არამიზნობრივად ხარჯავს თანხებს. მისი თქმით, თუ თანხა ენმ-ის ანგარიშზე ირიცხება, ის არ უნდა იხარჯებოდეს პირად ფუფუნებაზე, ხოლო თუ ვინმემ საჩუქარი მიიღო, ეს დეკლარაციაში უნდა აისახოს.
„სიცრუეზე აგებული მსგავსი ქმედებები აზიანებს არა მხოლოდ ცალკე აღებულ პარტიას ან რომელიმე ლიდერს, არამედ ჩვენს საერთო ბრძოლას და გვაშორებს ჩვენს ეროვნულ მიზანს“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
თოფურიძე ამტკიცებს, რომ ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას „შენახვა“ პარტიას წელიწადში 1 მლნ 471 ათასი ლარი უჯდება.
აქედან სოციალურ ქსელებში რეკლამებზე იხარჯება 500 ათასი ლარი, დაცვის ხელფასზე თვეში - 18 ათასი ლარი, საწვავზე - 12 ათასი ლარი თვეში, ხელფასზე - 10 ათასი ლარი თვეში, უცხოეთში ვიზიტებზე - 41 ათასი ლარი.
„პირველ რიგში, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე. ხოლო თანხა, რომელიც გადახდილია სოციალურ ქსელში კამპანიის საწარმოებლად, გაღებულია უშუალოდ პარტიის თავმჯდომარის პირადი ხარჯებიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პარტიის თავმჯდომარე იღებს ხელფასს, არის ტყუილი. მელია სარგებლობს მხოლოდ დაცვის ერთი თანამშრომლითა და მძღოლით.
ვიზიტებს რაც შეეხება, მიმდინარე წელს პარტიის თავმჯდომარეს საზღვარგარეთ სამი ოფიციალური ვიზიტი ჰქონდა - ვილნიუსში, როტერდამსა და ბრიუსელში.
„აღნიშნული ვიზიტები ემსახურებოდა საქართველოს ინტერესების დაცვას... გვსურს საზოგადოებამ იცოდეს, რომ ზემოხსენებული ვიზიტების ხარჯები პარტიის მიერ არ იყო გაწეული“, - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
„შავი ფული“ ქართულ პოლიტიკაში
„ნაცმოძრაობაში“ პოლარიზაცია და დაპირისპირება გრძელდება, მიაჩნია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს.
„დაპირისპირების გაგრძელებაა სოსო თოფურიძის განცხადებაც, რომელმაც გამოაშკარავა ნიკა მელიას დაფინანსება. საინტერესო დეტალია, რომ მან ფაქტობრივად გამოაშკარავა შავი ფულის ხარჯვა „ნაცმოძრაობის" შიგნით. ეს მილიონნახევარი ლარი არ არის დეკლარირებული აუდიტის სამსახურის წინაშე, აშკარაა, რომ პარტიაში „შავი ფული“ ტრიალებს“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, პარტიაში არის პერსონალური კონფლიქტი, რომელსაც პოლიტიკური მიზეზები და კერძო ინტერესები აქვს. მაგრამ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რისთვისაც ბრძოლა მიმდინარეობს, არის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის „შავი ფული“, რომელიც „მათ საქართველოში მოიპარეს“, აღნიშნა კობახიძემ.
„შავი ფული“ ტრიალებს განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში, თუმცა ამით წარმატებას მაინც ვერ აღწევენ, პირიქით, მათი დაპირისპირების გაღვივების საგანი ეს ფული გახდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ დამფუძნებელია. ფორმალურად მას პარტიასთან აღარაფერი აკავშირებს, რადგან დიდი ხანია უკრაინის მოქალაქეა. უცხოეთში ყოფნისას სააკაშვილი პარტიის იდეოლოგი იყო. ერთი წლის წინ ის საქართველოში დაბრუნდა და პატიმრობაში იმყოფება.
რაც შეეხება კეზერაშვილს, ის სამშობლოში დაბრუნებას არ ჩქარობს, რადგან შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია. მმართველი პარტიის ლიდერები ერთხმად აცხადებენ, რომ ის თავის დროზე მოპარული ფულით ოპოზიციონერებს აფინანსებს.
ვითარება პარტიაში მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნიკა მელიამ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კეზერაშვილი"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს აფინანსებს, მიიჩნევენ "ქართულ ოცნებაში". მათივე ინფორმაციით, პასუხად კეზერაშვილმა განაცხადა, რომ მელია პარტიის მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარეა.
რაც შეეხება მელიას განცხადებას, რომ კეზერაშვილმა ოპოზიციისგან თავი შორს უნდა დაიჭიროს, ის ამისთვის თანაპარტიელებმაც გააკრიტიკეს – დეპუტატებმა ლევან ხაბეიშვილმა და დავით კირკიტაძემ.
უფრო ადრე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ განაცხადა, რომ მელიამ თავდაცვის ყოფილი მინისტრის შესახებ თავისი სიტყვების გამო თანამდებობა უნდა დატოვოს. თავის მხრივ კი მელიამ განაცხადა, რომ არ აპირებს პოსტის დატოვებას და, ზოგადად, განსხვავებული აზრის გამოთქმა – ნორმალურია.