https://sputnik-georgia.com/20221006/martvilshi-ukanono-saxerxi-saamqro-gamoavlines-271086943.html
მარტვილში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
მარტვილში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
Sputnik საქართველო
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. 06.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-06T12:32+0400
2022-10-06T12:32+0400
2022-10-06T16:41+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/06/261845684_0:45:1920:1125_1920x0_80_0_0_ab98bbf2c28c679e2c9d550651ef987e.jpg
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარტვილის მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.უწყების ცნობით, სოფელ ბალდაში მოქალაქეს ე.წ. ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი. სახერხი საამქროს ტერიტორიიდან 5,3 კუბური მეტრი წიფლის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტიც (ფიცარი) ამოიღეს.აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებული მასალები, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებას გადაეცემა, აცხადებენ ზედამხედველობის დეპარტამენტში.2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: აგვისტოს მონაცემები>>>ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის 26 ობიექტია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში.შესაბამისად, ეტაპობრივად აიკრძალება ე.წ. სოციალური ხეტყის გაჩეხა, როდესაც რეგიონების მაცხოვრებლებს შეეძლოთ ლიცენზიის აღება ხეტყის გაჩეხაზე გათბობის ან სხვა სოციალური და საყოფაცხოვრებო საჭიროებების უზრუნველსაყოფად.ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა, ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხე-ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/06/261845684_213:0:1920:1280_1920x0_80_0_0_791df01e41fc8c15445a65238b979dbf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
მარტვილში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
12:32 06.10.2022 (განახლებულია: 16:41 06.10.2022) მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარტვილის მუნიციპალიტეტში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.
უწყების ცნობით, სოფელ ბალდაში მოქალაქეს ე.წ. ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი. სახერხი საამქროს ტერიტორიიდან 5,3 კუბური მეტრი წიფლის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტიც (ფიცარი) ამოიღეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებული მასალები, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებას გადაეცემა, აცხადებენ ზედამხედველობის
დეპარტამენტში.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის 26 ობიექტია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში.
შესაბამისად, ეტაპობრივად აიკრძალება ე.წ. სოციალური ხეტყის გაჩეხა, როდესაც რეგიონების მაცხოვრებლებს შეეძლოთ ლიცენზიის აღება ხეტყის გაჩეხაზე გათბობის ან სხვა სოციალური და საყოფაცხოვრებო საჭიროებების უზრუნველსაყოფად.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა, ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხე-ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.