https://sputnik-georgia.com/20220906/tyitsargebloba-agvistos-monacemebi-270139095.html
უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: აგვისტოს მონაცემები
უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: აგვისტოს მონაცემები
Sputnik საქართველო
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი, აცხადებენ დეპარტამენტში. 06.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-06T14:11+0400
2022-09-06T14:11+0400
2022-09-06T19:03+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23822/81/238228188_0:540:5184:3456_1920x0_80_0_0_96e0e877a27bdeedff1f2a6a3868325c.jpg
თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. მიმდინარე წლის აგვისტოში ქვეყნის მასშტაბით ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 164 ფაქტი გამოვლინდა, ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.უწყების ცნობით, 114 ფაქტი ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 50 კი უკანონო სახერხი საამქროების არსებობის და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 20 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.უწყების ცნობით, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 690 კუბური მეტრი ხეტყე. დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 44 ფაქტი. ასევე ამოღებულია 6 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო, მათგან სამი უკანონო სახერხი საამქრო გამოვლენილია იმერეთში, თითო-თითო კი შიდა ქართლში, კახეთსა და სამეგრელო–ზემო სვანეთში.მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „საქართველოს ტყის კოდექსი“, რომელიც ტყეების აღრიცხვას და დანიშნულების მიხედვით მათ განსაზღვრას ითვალისწინებს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23822/81/238228188_0:514:3923:3456_1920x0_80_0_0_da69bf9767af894c3a71d6b0cd930002.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: აგვისტოს მონაცემები
14:11 06.09.2022 (განახლებულია: 19:03 06.09.2022) მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი, აცხადებენ დეპარტამენტში.
თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. მიმდინარე წლის აგვისტოში ქვეყნის მასშტაბით ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 164 ფაქტი გამოვლინდა, ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 114 ფაქტი ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 50 კი უკანონო სახერხი საამქროების არსებობის და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 20 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 36 ფაქტი კახეთში გამოვლინა, იმერეთში დაფიქსირდა 21 სამართალდარღვევა, აჭარაში – 13, სამცხე-ჯავახეთში – 12, ქვემო ქართლში – 7, შიდა ქართლში – 5, სამეგრელო–ზემო სვანეთშიც – 5, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4, გურიაში – 2, მცხეთა-მთიანეთშიც 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
უწყების ცნობით, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 690 კუბური მეტრი ხეტყე. დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 44 ფაქტი. ასევე ამოღებულია 6 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო, მათგან სამი უკანონო სახერხი საამქრო გამოვლენილია იმერეთში, თითო-თითო კი შიდა ქართლში, კახეთსა და სამეგრელო–ზემო სვანეთში.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „საქართველოს ტყის კოდექსი“, რომელიც ტყეების აღრიცხვას და დანიშნულების მიხედვით მათ განსაზღვრას ითვალისწინებს.