https://sputnik-georgia.com/20221005/tsu-s-yofili-buralteri-didi-odenobis-tanxebis-mitvisebis-braldebit-daakaves-271076674.html
თსუ-ის ყოფილი ბუღალტერი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით დააკავეს
თსუ-ის ყოფილი ბუღალტერი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით დააკავეს
Sputnik საქართველო
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. 05.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-05T21:45+0400
2022-10-05T21:45+0400
2022-10-05T22:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23393/64/233936456_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_18e719e3052479b7dd35970ff3e5be8e.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ყოფილი ბუღალტერი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.უწყების ინფორმაციით, პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და უნივერსიტეტის შიდა აუდიტის მომართვების საფუძველზე დაიწყო.გამოძიების მიხედვით, თსუ-ის ყოფილმა ბუღალტერმა ამ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში უნივერსიტეტის ანგარიშიდან მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით თანხა (165 ათასი ლარი).თანხის მითვისება - ქუთაისის საჯარო სკოლის ყოფილ ბუღალტერს ბრალდება წარედგინა >>გარდა ამისა, ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირმა „თიბისი ბანკი” შეცდომაში შეიყვანა, თითქოს უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, რის შედეგადაც უკანონოდ მიიღო 105 ათასი ლარის კრედიტი.დაკავებულებს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების, მითვისებაში დახმარების და კრედიტის უკანონოდ მიღების მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.წყარო - საქართველოს პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23393/64/233936456_211:35:1498:1000_1920x0_80_0_0_2574ced9e9efc446fde5e9ebf41fbe71.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს
თსუ-ის ყოფილი ბუღალტერი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით დააკავეს
21:45 05.10.2022 (განახლებულია: 22:47 05.10.2022) პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ყოფილი ბუღალტერი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და უნივერსიტეტის შიდა აუდიტის მომართვების საფუძველზე დაიწყო.
გამოძიების მიხედვით, თსუ-ის ყოფილმა ბუღალტერმა ამ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში უნივერსიტეტის ანგარიშიდან მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით თანხა (165 ათასი ლარი).
გარდა ამისა, ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირმა „თიბისი ბანკი” შეცდომაში შეიყვანა, თითქოს უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, რის შედეგადაც უკანონოდ მიიღო 105 ათასი ლარის კრედიტი.
დაკავებულებს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების, მითვისებაში დახმარების და კრედიტის უკანონოდ მიღების მუხლებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.