https://sputnik-georgia.com/20220719/tanxis-mitviseba-qutaisis-sajaro-skolis-yofil-buralters-braldeba-waredgina-268664087.html
თანხის მითვისება - ქუთაისის საჯარო სკოლის ყოფილ ბუღალტერს ბრალდება წარედგინა
თანხის მითვისება - ქუთაისის საჯარო სკოლის ყოფილ ბუღალტერს ბრალდება წარედგინა
Sputnik საქართველო
ბრალდებულმა სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით თანხა. 19.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-19T17:02+0400
2022-07-19T17:02+0400
2022-07-19T20:59+0400
კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
ქუთაისი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/77/234067746_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_eff86a9c71fa68afc2f1ae54a70c0dba.jpg
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე ქუთაისის N22 საჯარო სკოლის ყოფილ ბუღალტერს ბრალდება წარუდგინეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, გამოძიება განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე დაიწყო. არსებობდა ვარაუდი, რომ ქუთაისის N22 საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტრის მხრიდან, შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა სკოლის კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტს.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისების მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/77/234067746_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_b2614327c99a96fb22373b5bf46cd5ce.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ქუთაისი
კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ქუთაისი
თანხის მითვისება - ქუთაისის საჯარო სკოლის ყოფილ ბუღალტერს ბრალდება წარედგინა
17:02 19.07.2022 (განახლებულია: 20:59 19.07.2022) ბრალდებულმა სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით თანხა.
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე ქუთაისის N22 საჯარო სკოლის ყოფილ ბუღალტერს ბრალდება წარუდგინეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიება განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე დაიწყო. არსებობდა ვარაუდი, რომ ქუთაისის N22 საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტრის მხრიდან, შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა სკოლის კუთვნილი თანხების მითვისების ფაქტს.
„პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით თანხა“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისების მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.