კამპანია „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“ - თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა

© Tbilisi City Hallტელეანძა
ტელეანძა - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2022
გამოწერა
საქართველოში 40 წელს ზემოთ ქალებს მკერდის კიბოს სკრინინგის ჩატარება უფასოდ შეუძლიათ.
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. ,,ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში, რომელიც მკერდის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, „ვარდისფერი ოქტომბერი” მთელ მსოფლიოში 1997 წლიდან აღინიშნება.

კამპანია „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“ მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს. საქართველოში მას თბილისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო, ეროვნული სკრინინგ-ცენტრი და „ევროპა-დონა საქართველო“ შეუერთდნენ.

ყოველწლიურად მედიკოსები საქართველოში ქალებში მკერდის კიბოს 1,8 ათას ახალ შემთხვევას ავლენენ. „ევროპა დონა საქართველო“ მკერდის კიბოსთან ბრძოლის კოალიციის წევრია, რომელიც 2006 წელს დაარსდა.
გაერთიანებაში ასევე შედის ორგანიზაცია „კიბოს კვლევის ჯგუფი“. კოალიციაში გაერთიანებული არიან მედიკოსები, ქალები, რომლებმაც ეს დაავადება დაძლიეს, და ისინი, ვინც ამ პრობლემით დაინტერესებულია.
საქართველოს რომელ ქალაქებშია შესაძლებელი ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგი>>>
2015 წლის თებერვალში ორგანიზაციამ წამოიწყო კამპანია „სამიზნე სიცოცხლისთვის“, რომელიც დღემდე გრძელდება. მისი მთავარი მიზანია მკერდის კიბოთი დაავადებული ქალების დახმარება, ფინანსების მოძიება, ასევე სწორი მიმართულების მიცემა – სად და როგორ შეიძლება ხარისხიანი და დროული სამედიცინო დახმარების მიღება.
ამჟამად საქართველოში მცხოვრები ქალები, რომლებსაც მკერდის კიბოს სამკურნალოდ ძვირადღირებული პრეპარატი „გერცეპტინი“ ესაჭიროებათ, მისი ღირებულების მხოლოდ 20%-ს იხდიან, დანარჩენ 80%-ს კი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ფარავს.
მკურნალობის კურსის დროს პრეპარატ „გერცეპტინის“ მიღება ხდება დღეში ერთხელ სამი კვირის მანძილზე. ერთი ამპულის ფასი 5 ათასი ლარია.
საქართველოში 40 წელს ზემოთ ქალებს მკერდის კიბოს სკრინინგის ჩატარება უფასოდ შეუძლიათ.
ყველა ახალი ამბავი
0