https://sputnik-georgia.com/20220623/zuzus-skriningi-saqartvelos-qalaqebsi-267752104.html
საქართველოს რომელ ქალაქებშია შესაძლებელი ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგი
საქართველოს რომელ ქალაქებშია შესაძლებელი ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგი
Sputnik საქართველო
სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, ახსოვდეთ, რომ დაავადების დროული გამოვლენა ეფექტური მკურნალობის გარანტიაა. 23.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-23T10:17+0400
2022-06-23T10:17+0400
2022-06-23T17:28+0400
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1c/252145988_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_e09d2ca47845d8020bc04fc259d62c10.jpg
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგის ჩატარება საქართველოს ათ ქალაქშია შესაძლებელი, იუწყება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.ქალაქები, რომლებშიც ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს: თბილისი, ზუგდიდი, ბათუმი, ქუთაისი, საჩხერე, ახალციხე, გორი, კასპი, მარნეული, გურჯაანი. პროგრამის მთავარი მიზანია პათოლოგიური ცვლილებების გამოვლენა სიმპტომების გამოჩენამდე.სპეციალისტები კიდევ ერთხელ შეახსენებენ მოსახლეობას, რომ დროულად გამოვლენილი დაავადება ეფექტური მკურნალობისა და სრულფასოვანი ცხოვრების გარანტიაა.ძუძუს კიბოს სკრინინგი უტარდებათ 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალებს. ის მოიცავს მამოგრაფიას, აუცილებლობის შემთხვევაში – მამოლოგის კონსულტაციასა და ექოსკოპიას.პროგრამის ფარგლებში სკრინინგის ჩატარება შეიძლება ორ წელიწადში ერთხელ და ის სრულიად უფასოა.ძუძუს კიბო 2017 წელს ყველაზე გავრცელებული დაავადება აღმოჩნდა საქართველოში. ლეტალური შედეგის მიზეზი კი ხშირად დაგვიანებული მკურნალობაა.ონკოლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ქალმა წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა გაიაროს კონსულტაცია გინეკოლოგთან, მამოლოგთან და ენდოკრინოლოგთან.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1c/252145988_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_ac5d068cf028c8020ac00e4ab039a5fe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს რომელ ქალაქებშია შესაძლებელი ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგი
10:17 23.06.2022 (განახლებულია: 17:28 23.06.2022) სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, ახსოვდეთ, რომ დაავადების დროული გამოვლენა ეფექტური მკურნალობის გარანტიაა.
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგის ჩატარება საქართველოს ათ ქალაქშია შესაძლებელი, იუწყება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
ქალაქები, რომლებშიც ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს: თბილისი, ზუგდიდი, ბათუმი, ქუთაისი, საჩხერე, ახალციხე, გორი, კასპი, მარნეული, გურჯაანი. პროგრამის მთავარი მიზანია პათოლოგიური ცვლილებების გამოვლენა სიმპტომების გამოჩენამდე.
„ხანდახან „ხვალ" ძალიან დაგვიანებულია, რადგანაც ჩვენი სიცოცხლისთვის ყველა წუთს შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. ჩვენ სწორედ საკუთარი ქმედებებითა და გადაწყვეტილებებით განვსაზღვრავთ ჯანმრთელ მომავალს", – აღნიშნავენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.
სპეციალისტები კიდევ ერთხელ შეახსენებენ მოსახლეობას, რომ დროულად გამოვლენილი დაავადება ეფექტური მკურნალობისა და სრულფასოვანი ცხოვრების გარანტიაა.
ძუძუს კიბოს სკრინინგი უტარდებათ 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალებს. ის მოიცავს მამოგრაფიას, აუცილებლობის შემთხვევაში – მამოლოგის კონსულტაციასა და ექოსკოპიას.
პროგრამის ფარგლებში სკრინინგის ჩატარება შეიძლება ორ წელიწადში ერთხელ და ის სრულიად უფასოა.
ძუძუს კიბო 2017 წელს ყველაზე გავრცელებული დაავადება აღმოჩნდა საქართველოში. ლეტალური შედეგის მიზეზი კი ხშირად დაგვიანებული მკურნალობაა.
ონკოლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ ქალმა წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა გაიაროს კონსულტაცია გინეკოლოგთან, მამოლოგთან და ენდოკრინოლოგთან.