როგორ აპირებს თბილისის მერია მეტროში მოქალაქეების რაოდენობის მართვას

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მეტროს სადგური
თბილისის მეტროს სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2022
გამოწერა
ბოლო პერიოდში პიკის საათებში მეტროს რამდენიმე სადგურზე მოქალაქეების დიდი რაოდენობის გამო პრობლემებია შექმნილი.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. მგზავრთა ნაკადების მატებასთან დაკავშირებით მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრისა" და „ვარკეთილის" ჩასასვლელებში ახალი, დამატებითი ავტომატური საკონტროლო-გამშვები პუნქტები - ე.წ. ტურნიკეტები მოეწყობა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
ბოლო პერიოდში პიკის საათებში პრობლემებია შექმნილი მეტროს რამდენიმე სადგურზე, მათ შორის, „სადგურის მოედანზე", „ვარკეთილისა" და „ახმეტელის თეატრის" შესასვლელებში, სადაც პიკის საათებში მოქალაქეების დიდ რაოდენობას შესასვლელები ვერ ატარებს.

„პრობლემური საკითხია ვარკეთილის და გლდანის მეტროს სადგურების ჩასასვლელ-ამოსასვლელები, რომლებიც ვერ ატარებენ მგზავრების ნაკადს, რომელიც განსაკუთრებით პიკის საათის დროს იყენებს მეტროს. ამ მიმართულებით უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა, განსაზღვრულია, თუ რა იწვევს ამ პრობლემებს და რა უნდა გაკეთდეს მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში", – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრსა" და „ვარკეთილში" დღეს არის შვიდი გასასვლელი, ხოლო ახალი „ტურნიკეტების" მოწყობის შემთხვევაში იქნება ცხრა გასასვლელი, რაც მგზავრთა გამტარუნარიანობას 30%-ით გაზრდის.
„თუ დღეის მდგომარეობით თითოეულ სადგურს შეუძლია გაატაროს 6.300 მგზავრი საათში, ახალი „ტურნიკეტების" დაყენების შემთხვევაში შევძლებთ საათში 8.100 მგზავრამდე გავზარდოთ გამტარუნარიანობა. შესაბამისად, პიკის საათებში ზემოთ დასახელებულ მეტროს სადგურებში აღარ გვექნება ზედა ვესტიბიულში რიგები", – განაცხადა კალაძემ.
კალაძე: „ახმეტელის თეატრის" მეორე ამოსასვლელს, რომელიც კერძო საკუთრებაა, მერია დაიბრუნებს>>
მერის თქმით, ეს არის მოკლევადიან პერსპეტივაში პრობლემის მოგვარება.
„აზიის განვითარების ბანკთან ერთად ვმუშაობთ, რათა მოხდეს „ახმეტელის" მეტროს მეორე ჩასასვლელის პროექტის დაფინანსება. რა თქმა უნდა, ამას გარკვეული დრო დასჭირდება", – თქვა კალაძემ.
თბილისის მერმა ასევე იმ ღონისძიებებზეც ისაუბრა, რაც გასულ კვირაში მეტროს პირველი ხაზიდან მეორე ხაზზე გადასასვლელ გვირაბში წარმოქმნილი პრობლემების მოგვარების მიზნით განხორციელდა.
„სადგურის მოედანზე" ჩვენი თანამშრომლებით დავიწყეთ ნაკადების მართვა, რაც წარმატებით მიმდინარეობს... პროცესებს მთელი ერთი კვირის განმავლობაში ვაკვირდებოდით და, დღეის მდგომარეობით, გადაადგილების პრობლემა არ შექმნილა. ნაკადების მართვას გავაგრძელებთ, როდესაც მგზავრთა დიდი რაოდენობა მოიყრის თავს „სადგურის მოედნის" გადასასვლელ გვირაბში", – განაცხადა კახა კალაძემ.
მეტროს სადგურებში მგზავრთა ნაკადებს მონიტორინგის თანამშრომლები მოაწესრიგებენ>>
კალაძის თქმით, ორი დღის წინ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა გადაყვანის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – დღის განმავლობაში მგზავრთა გადაყვანის ჯამური რაოდენობა მეტროსა და ავტობუსებში დაახლოებით 1.035 ათასი იყო, რაც რეკორდული მაჩვენებელია როგორც მეტროსთვის, ასევე ავტობუსებისთვის. მისი განცხადებით, მეტრომ გადაიყვანა 502.508 მგზავრი, ხოლო ავტობუსებმა – 532.076 მგზავრი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0