https://sputnik-georgia.com/20220928/kalaze-axmetelis-teatris-meoregasasvlelze-270836740.html
კალაძე: „ახმეტელის თეატრის" მეორე ამოსასვლელს, რომელიც კერძო საკუთრებაა, მერია დაიბრუნებს
კალაძე: „ახმეტელის თეატრის" მეორე ამოსასვლელს, რომელიც კერძო საკუთრებაა, მერია დაიბრუნებს
Sputnik საქართველო
სადგურ „ახმეტელის თეატრში" სათადარიგო ჩასასვლელ-ამოსასვლელი ამჟამად დალუქულია. 28.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-28T14:47+0400
2022-09-28T14:47+0400
2022-09-28T20:58+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
კახა კალაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24721/50/247215005_3:0:1450:814_1920x0_80_0_0_32d1ea500f1b664085698e6e87881fb2.jpg
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრის" მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელის ტერიტორია კერძო საკუთრებაშია, მაგრამ მუნიციპალიტეტი მას დაიბრუნებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღეავანდელ სხდომაზე განაცხადა.კალაძის თქმით, ამჟამად სადგურ „ახმეტელის თეატრის" ჩასასვლელთან გარკვეული პრობლემები იქმნება პიკის საათებში, როდესაც მოქალაქეების დიდი რაოდენობა მოძრაობს, არსებული შესასვლელი კი მათ ვერ ატარებს.მერის განცხადებით, ამ ჩასასვლელის გასახსნელად უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი. აღნიშნული პროექტის განხორიელება აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით იგეგმება.როგორც მანამდე თბილისის მერმა განმარტა, სპეციალისტებს ჰქონდათ გათვლა, რომ რაიონი გაიზრდებოდა და ამიტომ „ახმეტელის თეატრში" სათადარიგო ჩასასვლელ-ამოსასვლელი დააპროექტეს. დღეისათვის ეს სათადარიგო ვარიანტი დალუქულია.თბილისის მერის ცნობით, იგივე პრობლემაა „ვარკეთილსა" და „სადგურის მოედანზეც", სადაც პიკის საათებში შესასვლელში დიდი რიგებია. სამომავლოდ დედაქალაქის მერია მეტროსთვის გეგმავს 40 ვაგონის შესყიდვას და, აუცილებლობის შემთხვევაში, მატარებლების მოძრაობის ინტერვალის შემცირებას.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24721/50/247215005_184:0:1269:814_1920x0_80_0_0_6fbb8c68ab68ec375c68194691af4a86.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, კახა კალაძე
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, კახა კალაძე
კალაძე: „ახმეტელის თეატრის" მეორე ამოსასვლელს, რომელიც კერძო საკუთრებაა, მერია დაიბრუნებს
14:47 28.09.2022 (განახლებულია: 20:58 28.09.2022) სადგურ „ახმეტელის თეატრში" სათადარიგო ჩასასვლელ-ამოსასვლელი ამჟამად დალუქულია.
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. მეტროს სადგურ „ახმეტელის თეატრის" მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელის ტერიტორია კერძო საკუთრებაშია, მაგრამ მუნიციპალიტეტი მას დაიბრუნებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღეავანდელ სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, ამჟამად სადგურ „ახმეტელის თეატრის" ჩასასვლელთან გარკვეული პრობლემები იქმნება პიკის საათებში, როდესაც მოქალაქეების დიდი რაოდენობა მოძრაობს, არსებული შესასვლელი კი მათ ვერ ატარებს.
„კომუნისტების დროს იყო დაპროექტებული მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელი. მიწის ზემოთ მდებარე ტერიტორია, სადაც ეს ჩასასვლელ-ამოსასვლელია, გასხვისებულია, კერძო საკუთრებაა. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ობიექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა, მუნიციპალიტეტი ამ ტერიტორიას დაიბრუნებს", – განაცხადა კახა კალაძემ.
მერის განცხადებით, ამ ჩასასვლელის გასახსნელად უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი. აღნიშნული პროექტის განხორიელება აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით იგეგმება.
როგორც მანამდე თბილისის მერმა განმარტა, სპეციალისტებს ჰქონდათ გათვლა, რომ რაიონი გაიზრდებოდა და ამიტომ „ახმეტელის თეატრში" სათადარიგო ჩასასვლელ-ამოსასვლელი დააპროექტეს. დღეისათვის ეს სათადარიგო ვარიანტი დალუქულია.
თბილისის მერის ცნობით, იგივე პრობლემაა „ვარკეთილსა" და „სადგურის მოედანზეც", სადაც პიკის საათებში შესასვლელში დიდი რიგებია. სამომავლოდ დედაქალაქის მერია მეტროსთვის გეგმავს 40 ვაგონის შესყიდვას და, აუცილებლობის შემთხვევაში, მატარებლების მოძრაობის ინტერვალის შემცირებას.