https://sputnik-georgia.com/20221005/sinapuris-sasamartlo-ivanisvili-credit-suisse-dava-271062861.html
გამოქვეყნდა ივანიშვილის სასამართლო დავის ახალი დეტალები Credit Suisse-თან
გამოქვეყნდა ივანიშვილის სასამართლო დავის ახალი დეტალები Credit Suisse-თან
Sputnik საქართველო
სინგაპურის საერთაშორისო კომერციული სასამართლო საქმეს 5-23 სექტემბრის პერიოდში განიხილავდა. 05.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-05T17:23+0400
2022-10-05T17:23+0400
2022-10-05T21:21+0400
ბიძინა ივანიშვილი
ახალი ამბები
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1b/268928781_100:54:1026:575_1920x0_80_0_0_3527585158d0defb32d04d47e5dbbd86.png
სინგაპურის საერთაშორისო კომერციული სასამართლო საქმეს 5-23 სექტემბრის პერიოდში განიხილავდა.თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დაცვა კმაყოფილია სინგაპურის სასამართლოს მიმდინარეობით სატრასტო კომპანია Credit Suisse-ის (ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი შვეიცარიასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის) წინააღმდეგ და დადებითი შედეგის იმედი აქვს.სინგაპურის საერთაშორისო კომერციული სასამართლო საქმეს 5-23 სექტემბრის პერიოდში განიხილავდა. ზეპირი მოსმენების ფარგლებში გამოიკითხა მოსარჩელეც – ბიძინა ივანიშვილი.სასამართლო თავის გადაწყვეტილებას 2023 წელს გამოაცხადებს.MKD Law-ს მონაცემებით, სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას მოპასუხემ აღიარა პასუხისმგებლობა დარღვევების არსებით ნაწილზე. უფრო მეტიც, როდესაც ივანიშვილი ჩვენებას იძლეოდა, მოპასუხემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ბანკის ტრასტები მას 2022 წლის მარტიდან იმ თანხებსაც კი არ ურიცხავენ, რომელიც გადაურჩა "კრედიტ სუისის" მენეჯერის პატრის ლესკოდრონის თაღლითურ სქემას.მას შემდეგ, რაც სასამართლოს ამასთან დაკავშირებით კითხვები გაუჩნდა, ბანკი იძულებული გახდა ივანიშვილისთვის მარტიდან გაჩერებული თანხის ნაწილი გადაერიცხა. ეს თანხა „კრედიტ სუისის" ტრასტებში ჯამურად აკუმულირებული ივანიშვილის თანხების მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს.თანხის უდიდესი ნაწილი, რომელიც მოქცეულია არა სინგაპურული, არამედ გერნსის კუნძულზე რეგისტრირებული ტრასტის მართვის ქვეშ, კვლავაც უსაფუძვლოდ არის შეყოვნებული „კრედიტ სუისის" ტრასტის მიერ და ამ მხრივ არანაირი წინსვლა არ არის.„რეკეტზე მეტია“ - კალაძე Credit Suisse-თან ივანიშვილის დავაზე>>„ამდენად, ბანკის ხელწერა არ შევლილა, ის მხოლოდ იძულებული გახდა, განეხორციელებინა გადმორიცხვა სინგაპურის მცირეაქტივიანი ტრასტიდან, რაც სასამართლოს მხრიდან აშკარა მითითების შედეგია", – ნათქვამია განცხადებაში.დავის სასამართლო განხილვის დროს „კრედიტ სუისის" ჯგუფის იურიდიული სამსახურის უფროსი, რომელიც სხდომებს მთელი სამი კვირის განმავლობაში ესწრებოდა, შეწუხდა მოპასუხე მხარის სუსტი პოზიციით და უშუალოდ სხდომების პარალელურად მოსარჩელე მხარეს შესთავაზა მორიგება. მათ შორის, ის მზად იყო საქართველოში გამგზავრებისა და ივანიშვილისთვის ბოდიშის მოხდისთვის.„თუმცა რამდენიმე დღეში მან მკვეთრად შეიცვალა პოზიცია (რისი მიზეზიც ნამდვილად არ ყოფილა სასამართლო დავაში ბანკის პოზიციის რაიმეგვარი გაუმჯობესება, პირიქითაც) და თავისივე ინიცირებულ საკითხზე ყველანაირი კომუნიკაცია შეწყვიტა", – ნათქვამია განცხადებაში.საქმე Credit Suisse Life-ის წინააღმდეგრუსეთში თავისი აქტივების ორ ეტაპად გაყიდვის შემდეგ (2005 და 2011 წლებში) ივანიშვილმა მიღებული სახსრები ბანკში განათავსა. 755 მლნ დოლარის ოდენობის დეპოზიტი ივანიშვილმა Credit Suisse Life-ის ოფისში შეიტანა ბერმუდის კუნძულებზე. ეს შენატანი „სადაზღვევო პრემიის" სახით იყო და მასზე შვეიცარიული ბანკი იყო პასუხისმგებელი.ივანიშვილმა 2015 წელს აღმოაჩინა, რომ მისი სადაზღვევო სქემიდან 400 მლნ დოლარი გაქრა თაღლითური ოპერაციების შედეგად.ივანიშვილი ადანაშაულებს შვეიცარიის ბანკს იმაში, რომ მან ვერ აღკვეთა თაღლითობა, არ გაამართლა კლიენტის მისდამი გამოცხადებული უპირობო ნდობა და რამდენიმე წლის განმავლობაში მილიარდერი შეცდომაში შეჰყავდა. ივანიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, 2018 წელს შვეიცარიის სასამართლომ დაადგინა, რომ Credit Suisse-ის მხრიდან დარღვევების უპრეცედენტო მასშტაბი გამოვლინდა.Credit Suisse-თან დავა: ივანიშვილი შვეიცარიის მაღალი ეშელონების დაინტერესებას გეგმავს>>Credit Suisse-ის ყოფილი მენეჯერის პატრის ლესკოდრონის წინააღმდეგ თაღლითობის საქმე 2016 წელს გაიხსნა. მოგვიანებით მან აღიარა, რომ სხვა კლიენტების ანგარიშებიდან ფარულად ანაზღაურებდა დანაკარგს, რომელსაც მისი კლიენტები მისივე მცდარი საინვესტიციო გადაწყვეტილებების შედეგად განიცდიდნენ. თავად Credit Suisse ამტკიცებდა, რომ არაფერი იცოდა მენეჯერის მოქმედებების შესახებ.2018 წელს ლესკოდრონს თაღლითობისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2020 წელს მან თავი მოიკლა.ბერმუდის კუნძულების უმაღლესმა სასამართლომ შვეიცარიულ სადაზღვევო კომპანია Credit Suisse Life-ს დაზარალებული მეანაბრეებისთვის, მათ შორის, ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილისთვის ზარალის გადახდა დაავალდებულა.მანამდე ბერმუდის კუნძულების სასამართლომ დაადგინა, რომ სადაზღვევო კომპანია პასუხისმგებელია ანგარიშების არასათანადო მართვაში და ასევე იმაში, რომ არ აღკვეთა თაღლითობა.ივანიშვილმა მოიგო სარჩელი Credit Suisse–ის წინააღმდეგ, მაგრამ ფულს ჯერ ვერ მიიღებს>>უმაღლესმა სასამართლომ Credit Suisse Life-ს 607,35 მილიონი დოლარის ოდენობის ზარალის 42 დღის განმავლობაში გადახდა დაავალდებულა. ეს ფული დამოუკიდებელ ანგარიშზე შეინახება, სანამ შვეიცარიული კომპანიის აპელაციები არ იქნება განხილული.Credit Suisse Life-ის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ მათ სადაზღვევო თანხები არ უნდა გადაიხადონ მანამ, სანამ არ მოიწურება საჩივრების ყველა შესაძლებლობა.ივანიშვილი VS ტრასტებიმაისის დასაწყისში ქართველმა მილიარდერმა, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა უჩივლა სატრასტო ფონდ Green Vals Trust-ს, რომელიც დააფუძნა შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse.აღნიშნული ფინანსური აქტივები თავიდან Credit Suisse-ში იყო განთავსებული, თაღლითობის აღმოჩენის შემდეგ კი ივანიშვილმა მათი სხვა ბანკში გადატანა გადაწყვიტა. თუმცა იმ მიზეზით, რომ მიმდინარეობდა სამართლებრივი დავა და არსებობდა თანხის მართვაზე პასუხისმგებელი სუბიექტის ცვლილების შეზღუდვა, აღნიშნული ფინანსური აქტივები კვლავ Green Vals Trust-ის მართვის ქვეშ დარჩა.ადვოკატი: ივანიშვილის სარჩელი შვეიცარიული ბანკის წინააღმდეგ სახელმწიფო სიბრტყეში არ გადავა>>ეს თანხა სადავო არ არის არც ბერმუდებზე, არც სინგაპურში, არც შვეიცარიაში, შესაბამისად, როგორც ივანიშვილის დაცვის მხარე აცხადებს, ივანიშვილს მისი განკარგვის სრული უფლება აქვს. მიუხედავად მრავალი მოთხოვნისა, Green Vals Trust-მა თანხებზე წვდომა ივანიშვილს მთლიანად შეუზღუდა.რაც შეეხება სატრასტო კომპანია Mandalay Trust-ს, იგი ივანიშვილის აქტივებს უშუალოდ ბანკ Credit Suisse-ში მართავს.როდესაც ბერმუდებზე სასამართლო დავის პირველი ეტაპი დასრულდა, ბანკმა დაადასტურა, რომ ივანიშვილს შეუძლია თანხების განკარგვა, მაგრამ მიუხედავად საქართველოს ექს-პრემიერის არაერთი მოთხოვნისა, Mandalay Trust თავს იკავებს თანხების გადარიცხვაზე.ივანიშვილმა Mandalay Trust-ის წინააღმდეგ სარჩელი სინგაპურის სასამართლოში შეიტანა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1b/268928781_0:0:944:708_1920x0_80_0_0_227fe8a9575179eaef7e01d08f2346d4.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბიძინა ივანიშვილი , ახალი ამბები, საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები
ბიძინა ივანიშვილი , ახალი ამბები, საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები
სინგაპურის საერთაშორისო კომერციული სასამართლო საქმეს 5-23 სექტემბრის პერიოდში განიხილავდა.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დაცვა კმაყოფილია სინგაპურის სასამართლოს მიმდინარეობით სატრასტო კომპანია Credit Suisse-ის (ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი შვეიცარიასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის) წინააღმდეგ და დადებითი შედეგის იმედი აქვს.
სინგაპურის საერთაშორისო კომერციული სასამართლო საქმეს 5-23 სექტემბრის პერიოდში განიხილავდა. ზეპირი მოსმენების ფარგლებში გამოიკითხა მოსარჩელეც – ბიძინა ივანიშვილი.
„პროცესზე დადასტურდა, რომ „კრედიტ სუისმა" ნამდვილად ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედებები (საუბარია ხელმოწერების გაყალბებაზე, თანხის არაავტორიზებულ გადარიცხვებზე და ა.შ.), რომლებზეც ყოფილ კლიენტს გააჩნია პრეტენზიები... იქმნება პოზიტიური გადაწყვეტილების ობიექტური მოლოდინი", – ნათქვამია იურიდიული ფირმა MKD Law-ს განცხადებაში.
სასამართლო თავის გადაწყვეტილებას 2023 წელს გამოაცხადებს.
MKD Law-ს მონაცემებით, სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას მოპასუხემ აღიარა პასუხისმგებლობა დარღვევების არსებით ნაწილზე. უფრო მეტიც, როდესაც ივანიშვილი ჩვენებას იძლეოდა, მოპასუხემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ბანკის ტრასტები მას 2022 წლის მარტიდან იმ თანხებსაც კი არ ურიცხავენ, რომელიც გადაურჩა "კრედიტ სუისის" მენეჯერის პატრის ლესკოდრონის თაღლითურ სქემას.
მას შემდეგ, რაც სასამართლოს ამასთან დაკავშირებით კითხვები გაუჩნდა, ბანკი იძულებული გახდა ივანიშვილისთვის მარტიდან გაჩერებული თანხის ნაწილი გადაერიცხა. ეს თანხა „კრედიტ სუისის" ტრასტებში ჯამურად აკუმულირებული ივანიშვილის თანხების მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს.
თანხის უდიდესი ნაწილი, რომელიც მოქცეულია არა სინგაპურული, არამედ გერნსის კუნძულზე რეგისტრირებული ტრასტის მართვის ქვეშ, კვლავაც უსაფუძვლოდ არის შეყოვნებული „კრედიტ სუისის" ტრასტის მიერ და ამ მხრივ არანაირი წინსვლა არ არის.
„ამდენად, ბანკის ხელწერა არ შევლილა, ის მხოლოდ იძულებული გახდა, განეხორციელებინა გადმორიცხვა სინგაპურის მცირეაქტივიანი ტრასტიდან, რაც სასამართლოს მხრიდან აშკარა მითითების შედეგია", – ნათქვამია განცხადებაში.
დავის სასამართლო განხილვის დროს „კრედიტ სუისის" ჯგუფის იურიდიული სამსახურის უფროსი, რომელიც სხდომებს მთელი სამი კვირის განმავლობაში ესწრებოდა, შეწუხდა მოპასუხე მხარის სუსტი პოზიციით და უშუალოდ სხდომების პარალელურად მოსარჩელე მხარეს შესთავაზა მორიგება. მათ შორის, ის მზად იყო საქართველოში გამგზავრებისა და ივანიშვილისთვის ბოდიშის მოხდისთვის.
„თუმცა რამდენიმე დღეში მან მკვეთრად შეიცვალა პოზიცია (რისი მიზეზიც ნამდვილად არ ყოფილა სასამართლო დავაში ბანკის პოზიციის რაიმეგვარი გაუმჯობესება, პირიქითაც) და თავისივე ინიცირებულ საკითხზე ყველანაირი კომუნიკაცია შეწყვიტა", – ნათქვამია განცხადებაში.
საქმე Credit Suisse Life-ის წინააღმდეგ
რუსეთში თავისი აქტივების ორ ეტაპად გაყიდვის შემდეგ (2005 და 2011 წლებში) ივანიშვილმა მიღებული სახსრები ბანკში განათავსა. 755 მლნ დოლარის ოდენობის დეპოზიტი ივანიშვილმა Credit Suisse Life-ის ოფისში შეიტანა ბერმუდის კუნძულებზე. ეს შენატანი „სადაზღვევო პრემიის" სახით იყო და მასზე შვეიცარიული ბანკი იყო პასუხისმგებელი.
ივანიშვილმა 2015 წელს აღმოაჩინა, რომ მისი სადაზღვევო სქემიდან 400 მლნ დოლარი გაქრა თაღლითური ოპერაციების შედეგად.
ივანიშვილი ადანაშაულებს შვეიცარიის ბანკს იმაში, რომ მან ვერ აღკვეთა თაღლითობა, არ გაამართლა კლიენტის მისდამი გამოცხადებული უპირობო ნდობა და რამდენიმე წლის განმავლობაში მილიარდერი შეცდომაში შეჰყავდა. ივანიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, 2018 წელს შვეიცარიის სასამართლომ დაადგინა, რომ Credit Suisse-ის მხრიდან დარღვევების უპრეცედენტო მასშტაბი გამოვლინდა.
Credit Suisse-ის ყოფილი მენეჯერის პატრის ლესკოდრონის წინააღმდეგ თაღლითობის საქმე 2016 წელს გაიხსნა. მოგვიანებით მან აღიარა, რომ სხვა კლიენტების ანგარიშებიდან ფარულად ანაზღაურებდა დანაკარგს, რომელსაც მისი კლიენტები მისივე მცდარი საინვესტიციო გადაწყვეტილებების შედეგად განიცდიდნენ. თავად Credit Suisse ამტკიცებდა, რომ არაფერი იცოდა მენეჯერის მოქმედებების შესახებ.
2018 წელს ლესკოდრონს თაღლითობისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2020 წელს მან თავი მოიკლა.
ბერმუდის კუნძულების უმაღლესმა სასამართლომ შვეიცარიულ სადაზღვევო კომპანია Credit Suisse Life-ს დაზარალებული მეანაბრეებისთვის, მათ შორის, ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილისთვის ზარალის გადახდა დაავალდებულა.
მანამდე ბერმუდის კუნძულების სასამართლომ დაადგინა, რომ სადაზღვევო კომპანია პასუხისმგებელია ანგარიშების არასათანადო მართვაში და ასევე იმაში, რომ არ აღკვეთა თაღლითობა.
უმაღლესმა სასამართლომ Credit Suisse Life-ს 607,35 მილიონი დოლარის ოდენობის ზარალის 42 დღის განმავლობაში გადახდა დაავალდებულა. ეს ფული დამოუკიდებელ ანგარიშზე შეინახება, სანამ შვეიცარიული კომპანიის აპელაციები არ იქნება განხილული.
Credit Suisse Life-ის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ მათ სადაზღვევო თანხები არ უნდა გადაიხადონ მანამ, სანამ არ მოიწურება საჩივრების ყველა შესაძლებლობა.
მაისის დასაწყისში ქართველმა მილიარდერმა, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა უჩივლა სატრასტო ფონდ Green Vals Trust-ს, რომელიც დააფუძნა შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse.
აღნიშნული ფინანსური აქტივები თავიდან Credit Suisse-ში იყო განთავსებული, თაღლითობის აღმოჩენის შემდეგ კი ივანიშვილმა მათი სხვა ბანკში გადატანა გადაწყვიტა. თუმცა იმ მიზეზით, რომ მიმდინარეობდა სამართლებრივი დავა და არსებობდა თანხის მართვაზე პასუხისმგებელი სუბიექტის ცვლილების შეზღუდვა, აღნიშნული ფინანსური აქტივები კვლავ Green Vals Trust-ის მართვის ქვეშ დარჩა.
ეს თანხა სადავო არ არის არც ბერმუდებზე, არც სინგაპურში, არც შვეიცარიაში, შესაბამისად, როგორც ივანიშვილის დაცვის მხარე აცხადებს, ივანიშვილს მისი განკარგვის სრული უფლება აქვს. მიუხედავად მრავალი მოთხოვნისა, Green Vals Trust-მა თანხებზე წვდომა ივანიშვილს მთლიანად შეუზღუდა.
რაც შეეხება სატრასტო კომპანია Mandalay Trust-ს, იგი ივანიშვილის აქტივებს უშუალოდ ბანკ Credit Suisse-ში მართავს.
როდესაც ბერმუდებზე სასამართლო დავის პირველი ეტაპი დასრულდა, ბანკმა დაადასტურა, რომ ივანიშვილს შეუძლია თანხების განკარგვა, მაგრამ მიუხედავად საქართველოს ექს-პრემიერის არაერთი მოთხოვნისა, Mandalay Trust თავს იკავებს თანხების გადარიცხვაზე.
ივანიშვილმა Mandalay Trust-ის წინააღმდეგ სარჩელი სინგაპურის სასამართლოში შეიტანა.