საირმეზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2022
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, საირმის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა 26 წლის მამაკაცი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
შემთხვევა თბილისში გუშინ, გვიან საღამოს მოხდა.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 26 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ბრალი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა- ტარებაში ედება, პოლიციამ მომხდარიდან მალევე დააკავა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0