https://sputnik-georgia.com/20221005/nana-qvaraia-271065162.html
როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს, რომ ბოლომდე დარჩნენ ადამიანებად
როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს, რომ ბოლომდე დარჩნენ ადამიანებად
Sputnik საქართველო
დღეს მასწავლებლის დღეა, პროფესიულ დღეს ვულოცავთ ქართველ პედაგოგებს, ვის ხელშიც, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენი ქვეყნის მომავალია. 05.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-05T17:06+0400
2022-10-05T17:06+0400
2022-10-05T21:13+0400
ინტერვიუ
საინტერესო ადამიანები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24792/29/247922986_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_bf62cb4830956e9b522de079eb6c4d4a.jpg
„მასწავლებლობა ძალიან ახალგაზრდამ დავიწყე და იქიდან მოყოლებული დღემდე გამორჩეულად ბედნიერი დღეები ჩემი მოსწავლეების წარმატებებს უკავშირდება“, – გვითხრა ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნანა ქვარაიამ.მისი სკოლა რაიონში გამორჩეულია, სკოლის მოსწავლეები ხშირად აღწევენ წარმატებას სხვადასხვა ოლიმპიადებსა და ვიქტორინებზე. ინტელექტუალურ კონკურსებზე კი ზედიზედ ხუთჯერ გახდნენ გამარჯვებული. რაში მდგომარეობს მისი სკოლის წარმატების საფუძველი, ამის შესახებ თავად ქალბატონი ნანა გვესაუბრება.- ქალბატონო ნანა, რამდენი წლის იყავით, როცა პირველი გაკვეთილი ჩაატარეთ?- როცა ხობის რაიონის სოფელ პირველი ხორგის საშუალო სკოლაში ჩემ პირველ გაკვეთილზე შევედი, 21 წლის ვიყავი. იქ განაწილებით მოვხვდი. სკოლაში არაჩვეულებრივი პედაგოგიური კოლექტივი დამხვდა. პირველი გაკვეთილი მე-11 კლასში ჩავატარე. როცა საკლასო ოთახის კარი მივხურე და მოსწავლეების წინაშე დავრჩი, ჩემ გონებაში წინასწარ დალაგებული ე.წ. „გაკვეთილის გეგმა“ და მოფიქრებული „დავარცხნილი“ ფრაზები სადღაც გაქრა. ჰოდა, გავაბი მათთან საუბარი საკუთარ თავზე, ლიტერატურაზე, ჩემს მოლოდინებსა და მათ ინტერესებზე... ამ დღიდან მოყოლებული დღემდე სამი ათეული წელი გავიდა და არასდროს მქონია ე.წ. „კლასის მართვის“ პრობლემა, არასდროს გამჭირვებია მათი მოსმენა და გაგება, სწავლება, აღიარება და დაფასება.- ვიცი, რომ თქვენი სკოლა დღეს წარმატებას აღწევს, რითი ახსნით ამას?- ჩვენს სკოლაში ხშირად ტარდება კონკურსები, ოლიმპიადები და ვიქტორინები. ჩვენთან აქტიურად მუშაობს ინტელექტ-კლუბი, რომელიც ყოველ შემოდგომასა და გაზაფხულზე სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში გამარჯვებულ გუნდს ავლენს. ამის შედეგად მუნიციპალიტეტში ჩატარებულ ინტელექტუალურ კონკურსებზე სკოლამ ზედიზედ ხუთჯერ მოიპოვა გამარჯვება. ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე კი გამარჯვებული სკოლების სამეულში მოხვდა. ძალიან დიდი წარმატება გვქონდა კონკურსზე „წიგნების თარო“, ასევე იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ საქართველოს მასშტაბით პირველი ადგილი დავიკავეთ. მჯერა, თუ გულით მოეკიდები საქმეს, თუ ყველაფერს გააკეთებ მიზნის მისაღწევად და გვერდში ძლიერი გუნდი გყავს, წარმატება არ დააყოვნებს.- როგორი უნდა იყოს გაკვეთილი, რომ მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდეს?- გაკვეთილი უნდა იყოს ინტერაქტიური, საგაკვეთილო პროცესის ცენტრში მოსწავლე უნდა იყოს. წარმოიდგინეთ, რომ მე, ქართულის მასწავლებელმა ერთი საგანი კი არ უნდა ვასწავლო მათ, არამედ ამა თუ იმ ნაწარმოების მიმართ საკუთარი დამოკიდებულება გამოვუმუშავო. ვასწავლო კრიტიკული აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობა, საკუთარი პოზიციის დაცვა, სწორი ღირებულებების ჩამოყალიბება. რაც მთავარია, ამ ცივ და გულგრილ სამყაროში ვასწავლო ის, რომ შეძლონ ბოლომდე დარჩნენ ადამიანებად.- რას ურჩევდით თქვენს ახალგაზრდა კოლეგებს, რათა თავის საქმიანობაში წარმატებული იყვნენ?- ჩემს კოლეგებს შემდეგ რჩევებს მივცემდი: ერთნაირად გიყვარდეთ ყველა ბავშვი, სულ ერთია, კარგად სწავლობს თუ არ სწავლობს, ნიჭიერია თუ ზარმაცი, ახირებულია თუ ფხუკიანი, მშვიდია თუ ჰიპერაქტიური; მეორე – არ შეწყვიტოთ სწავლა და თვითგანვითარება, თორემ ეს თქვენი წარმატების დასასრული გახდება. აქვე გეტყვით, რომ დღეს მე უფროსი მასწავლებელი ვარ და მაისის თვეში წამყვანი ვხდები. მესამე რჩევა – გაკვეთილზე რომ შეხვალთ, ხშირად ჩახედეთ ბავშვებს თვალებში, არასდროს ეცადოთ მათი გამოჭერა. გახსოვდეთ, თუ მოსწავლეს დაამარცხებ, ამით გამარჯვებული ვერ გახდები! იყავით მათი მეგობარი, ისინი უღალატო და მართალი ადამიანები არიან...- როცა სკოლაში ბოლო ზარია, რა რჩევებს აძლევთ ხოლმე კურსდამთავრებულებს?- რჩევის სახით მათ ვეუბნები, რომ ადამიანს აქვს უსაზღვრო შესაძლებლობები, საოცრად უსაზღვრო, თუ მოინდომებს, ყველაფერი გამოუვა. თუ იფიქრებენ, ვერასდროს შევძლებო, სინამდვილეშიც ვერაფერს მიაღწევენ. ყოველი საქმის დაწყების წინ საკუთარ თავს უნდა შევძახოთ: მე ეს შემიძლია!- რაში დაგარწმუნათ სკოლაში მუშაობის ბევრმა წელმა?- იმაში დავრწმუნდი, რომ თუ ნამდვილად მასწავლებელი ხარ და ბოლომდე იხარჯები, მაშინ შენი საქმე ბედნიერებას განიჭებს. როცა ქუჩაში შენი კურსდამთავრებულები შეგხვდებიან და მათ თვალებში საოცარ სიყვარულს ამოიკითხავთ, მერწმუნეთ, მათ მიმართ გაცემული შენი სიყვარული არასოდეს დაგეკარგებათ. პედაგოგის ყველაზე დიდი შემფასებლები მოსწავლეები არიან, მათ კი არაფერი ეშლებათ. წლების შემდეგ უფრო მივხვდი, რომ ამას გულწრფელი დამოკიდებულებით მივაღწიე. მათ წინაშე არასდროს ვთამაშობ და არასდროს ვტყუი და, რაც მთავარია, მათ იციან, რომ ისინი ძალიან მიყვარს...ნინო მამულაშვილი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24792/29/247922986_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_c16b8bb688730ace84cd25b44d596519.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები
როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს, რომ ბოლომდე დარჩნენ ადამიანებად
17:06 05.10.2022 (განახლებულია: 21:13 05.10.2022) დღეს მასწავლებლის დღეა, პროფესიულ დღეს ვულოცავთ ქართველ პედაგოგებს, ვის ხელშიც, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენი ქვეყნის მომავალია.
„მასწავლებლობა ძალიან ახალგაზრდამ დავიწყე და იქიდან მოყოლებული დღემდე გამორჩეულად ბედნიერი დღეები ჩემი მოსწავლეების წარმატებებს უკავშირდება“, – გვითხრა ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნანა ქვარაიამ.
მისი სკოლა რაიონში გამორჩეულია, სკოლის მოსწავლეები ხშირად აღწევენ წარმატებას სხვადასხვა ოლიმპიადებსა და ვიქტორინებზე. ინტელექტუალურ კონკურსებზე კი ზედიზედ ხუთჯერ გახდნენ გამარჯვებული. რაში მდგომარეობს მისი სკოლის წარმატების საფუძველი, ამის შესახებ თავად ქალბატონი ნანა გვესაუბრება.
- ქალბატონო ნანა, რამდენი წლის იყავით, როცა პირველი გაკვეთილი ჩაატარეთ?
- როცა ხობის რაიონის სოფელ პირველი ხორგის საშუალო სკოლაში ჩემ პირველ გაკვეთილზე შევედი, 21 წლის ვიყავი. იქ განაწილებით მოვხვდი. სკოლაში არაჩვეულებრივი პედაგოგიური კოლექტივი დამხვდა. პირველი გაკვეთილი მე-11 კლასში ჩავატარე. როცა საკლასო ოთახის კარი მივხურე და მოსწავლეების წინაშე დავრჩი, ჩემ გონებაში წინასწარ დალაგებული ე.წ. „გაკვეთილის გეგმა“ და მოფიქრებული „დავარცხნილი“ ფრაზები სადღაც გაქრა. ჰოდა, გავაბი მათთან საუბარი საკუთარ თავზე, ლიტერატურაზე, ჩემს მოლოდინებსა და მათ ინტერესებზე... ამ დღიდან მოყოლებული დღემდე სამი ათეული წელი გავიდა და არასდროს მქონია ე.წ. „კლასის მართვის“ პრობლემა, არასდროს გამჭირვებია მათი მოსმენა და გაგება, სწავლება, აღიარება და დაფასება.
- ვიცი, რომ თქვენი სკოლა დღეს წარმატებას აღწევს, რითი ახსნით ამას?
- ჩვენს სკოლაში ხშირად ტარდება კონკურსები, ოლიმპიადები და ვიქტორინები. ჩვენთან აქტიურად მუშაობს ინტელექტ-კლუბი, რომელიც ყოველ შემოდგომასა და გაზაფხულზე სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში გამარჯვებულ გუნდს ავლენს. ამის შედეგად მუნიციპალიტეტში ჩატარებულ ინტელექტუალურ კონკურსებზე სკოლამ ზედიზედ ხუთჯერ მოიპოვა გამარჯვება. ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე კი გამარჯვებული სკოლების სამეულში მოხვდა. ძალიან დიდი წარმატება გვქონდა კონკურსზე „წიგნების თარო“, ასევე იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ საქართველოს მასშტაბით პირველი ადგილი დავიკავეთ. მჯერა, თუ გულით მოეკიდები საქმეს, თუ ყველაფერს გააკეთებ მიზნის მისაღწევად და გვერდში ძლიერი გუნდი გყავს, წარმატება არ დააყოვნებს.
- როგორი უნდა იყოს გაკვეთილი, რომ მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდეს?
- გაკვეთილი უნდა იყოს ინტერაქტიური, საგაკვეთილო პროცესის ცენტრში მოსწავლე უნდა იყოს. წარმოიდგინეთ, რომ მე, ქართულის მასწავლებელმა ერთი საგანი კი არ უნდა ვასწავლო მათ, არამედ ამა თუ იმ ნაწარმოების მიმართ საკუთარი დამოკიდებულება გამოვუმუშავო. ვასწავლო კრიტიკული აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობა, საკუთარი პოზიციის დაცვა, სწორი ღირებულებების ჩამოყალიბება. რაც მთავარია, ამ ცივ და გულგრილ სამყაროში ვასწავლო ის, რომ შეძლონ ბოლომდე დარჩნენ ადამიანებად.
- რას ურჩევდით თქვენს ახალგაზრდა კოლეგებს, რათა თავის საქმიანობაში წარმატებული იყვნენ?
- ჩემს კოლეგებს შემდეგ რჩევებს მივცემდი: ერთნაირად გიყვარდეთ ყველა ბავშვი, სულ ერთია, კარგად სწავლობს თუ არ სწავლობს, ნიჭიერია თუ ზარმაცი, ახირებულია თუ ფხუკიანი, მშვიდია თუ ჰიპერაქტიური; მეორე – არ შეწყვიტოთ სწავლა და თვითგანვითარება, თორემ ეს თქვენი წარმატების დასასრული გახდება. აქვე გეტყვით, რომ დღეს მე უფროსი მასწავლებელი ვარ და მაისის თვეში წამყვანი ვხდები. მესამე რჩევა – გაკვეთილზე რომ შეხვალთ, ხშირად ჩახედეთ ბავშვებს თვალებში, არასდროს ეცადოთ მათი გამოჭერა. გახსოვდეთ, თუ მოსწავლეს დაამარცხებ, ამით გამარჯვებული ვერ გახდები! იყავით მათი მეგობარი, ისინი უღალატო და მართალი ადამიანები არიან...
- როცა სკოლაში ბოლო ზარია, რა რჩევებს აძლევთ ხოლმე კურსდამთავრებულებს?
- რჩევის სახით მათ ვეუბნები, რომ ადამიანს აქვს უსაზღვრო შესაძლებლობები, საოცრად უსაზღვრო, თუ მოინდომებს, ყველაფერი გამოუვა. თუ იფიქრებენ, ვერასდროს შევძლებო, სინამდვილეშიც ვერაფერს მიაღწევენ. ყოველი საქმის დაწყების წინ საკუთარ თავს უნდა შევძახოთ: მე ეს შემიძლია!
- რაში დაგარწმუნათ სკოლაში მუშაობის ბევრმა წელმა?
- იმაში დავრწმუნდი, რომ თუ ნამდვილად მასწავლებელი ხარ და ბოლომდე იხარჯები, მაშინ შენი საქმე ბედნიერებას განიჭებს. როცა ქუჩაში შენი კურსდამთავრებულები შეგხვდებიან და მათ თვალებში საოცარ სიყვარულს ამოიკითხავთ, მერწმუნეთ, მათ მიმართ გაცემული შენი სიყვარული არასოდეს დაგეკარგებათ. პედაგოგის ყველაზე დიდი შემფასებლები მოსწავლეები არიან, მათ კი არაფერი ეშლებათ. წლების შემდეგ უფრო მივხვდი, რომ ამას გულწრფელი დამოკიდებულებით მივაღწიე. მათ წინაშე არასდროს ვთამაშობ და არასდროს ვტყუი და, რაც მთავარია, მათ იციან, რომ ისინი ძალიან მიყვარს...