თქვენი როლი ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელია: ჩხენკელმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა

© Ministry of Education and Science of Georgiaმიხეილ ჩხენკელი
მიხეილ ჩხენკელი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2022
გამოწერა
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული – მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასწავლებლის საერთაშორისო დღე იუნესკოს ეგიდით მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 1994 წლის 5 ოქტომბრიდან აღინიშნება. ამ დღის დაწესების მთავარ მიზანს მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერა და პედაგოგთა შრომის დაფასება წარმოადგენს.

„ძვირფასო მასწავლებლებო, თითოეული თქვენგანის შრომის შედეგია, რომ დღეს გვყავს წარმატებული ახალგაზრდები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენენ საქართველოს. მჯერა, სწორედ თქვენი პროფესიონალიზმითა და შემართებით კიდევ მრავალი სასახელო, განათლებული თაობა აღიზრდება, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის მყარ საფუძველს შექმნის. მადლობას გიხდით, რომ ასე ერთგულად ემსახურებით ამ უაღრესად მნიშვნელოვან პროფესიას“, – ნათქვამია ჩხენკელის მიმართვაში.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, არსებობს საერთო ინტერესი – ხარისხიანი განათლება, რაც ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია, ამიტომაც განათლების სამინისტრო პედაგოგთა მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებით კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მასწავლებლის პროფესიის დაფასებასა და პრესტიჟის გაზრდას.
ჩხენკელის თქმით, დღეს არაერთი ახალგაზრდა გამოთქვამს სურვილს, დაეუფლოს მასწავლებლის პროფესიას და საკუთარი წვლილი შეიტანოს მომავალი თაობის აღზრდისა და განათლების საქმეში.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0