მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკავშირმა ახალი ანტირუსული სანქციები შეათანხმა: გამოქვეყნდა აკრძალვები

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2022
გამოწერა
თბილისი, 5 ოქტომბერი − Sputnik. ევროკავშირის ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტზე შეთანხმდნენ, ნათქვამია ევროკავშირში ჩეხეთის წარმომადგენლობის Twitter-ზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სანქციები ითვალისწინებს მესამე ქვეყნებში ნავთობის საზღვაო გადაზიდვების აკრძალვას დადგენილზე მაღალ ფასად. გარდა ამისა, აიკრძალება რუსული ორგანიზაციებისთვის საინჟინრო, იურიდიული და IT-სერვისების მიწოდება. ასევე გახანგრძლივდება აკრძალვა ფოლადის, ქაღალდის, პლასტმასის ნაწარმის, ქიმიკატების, სიგარეტის იმპორტზე და ტექნოლოგიების ექსპორტზე.
ამას გარდა, სანქციების სიას დაემატება რუსეთის შემადგენლობაში შესული ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ჩინოვნიკები.
როგორც ჩეხეთის წარმომადგენლობაში განმარტეს, სანქციების გაფორმების პროცედურა უკვე ამოქმედებულია და ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების მომენტიდან შევა.
მანამდე, სექტემბერში G7-ის წევრი ქვეყნები (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, იაპონია და აშშ) რუსულ ნავთობზე ზედა ზღვრული ფასის დაწესებაზე შეთანხმდნენ, თუმცა ფასის დონე ჯერჯერობით დადგენილი არ არის. რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის დაწესების წინააღმდეგი არიან: უნგრეთი, კვიპროსი, საბერძნეთი და მალტა. ეს ის ქვეყნებია, რომელთა კუთვნილ ტანკერებსაც გადააქვთ რუსული ნავთობი ევროკავშირში. საბოლოოდ უნგრეთმა მილსადენის ნავთობზე ზღვრული ფასის გაუქმებას მიაღწია.
ყველა ახალი ამბავი
0