https://sputnik-georgia.com/20221004/ninia-beridze-271024201.html
„ადამიანებო, დააგროვეთ ბედნიერი წუთები“
„ადამიანებო, დააგროვეთ ბედნიერი წუთები“
Sputnik საქართველო
დღეს იტალიაში მცხოვრებ, პროფესიით პედაგოგსა და ინჟინერს, ასპინძელ ნინია ბერიძეს გაგაცნობთ. აქ მისი ემიგრანტული ამბავია. ლექსებს ბავშვობიდან წერს, პოეზიას ვერც... 04.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-04T16:15+0400
2022-10-04T16:15+0400
2022-10-04T21:11+0400
ინტერვიუ
ქართველები უცხოეთში 2018
საინტერესო ადამიანები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24689/51/246895125_0:363:1001:926_1920x0_80_0_0_b14ae5ceaf23bd44a5484df7a09c0b64.jpg
- ვინ არის ნინია ბერიძე?- მე უბრალოდ მე ვარ. სამცხეში დავიბადე. ვიღაცებს ჩემთვის არაორდინარულიც უწოდებიათ, გიჟიც და გადარეულიც. ჩემი სახლის ბოლოს მტკვარია. სკოლაში ვსწავლობდი, ვკითხულობდი მხოლოდ ზღაპრებს და ბავშვობიდან ვწერდი დიდ ლექსებს. პირველად ათი წლისას ამეხილა თვალი. შრომა დაბადებიდან მდევდა. მერე მივხვდი, რომ ზღაპრებით მტკვარს ვერ გადავცურავდი.- ვიცი, რომ საქართველოში ორი უმაღლესი დაამთავრეთ...- პირველ წელს ვერ ჩავაბარე უნივერსიტეტში და ოჯახი გადაირია. შემდეგ კი ჯერ პედაგოგიური დავამთავრე ქუთაისში, მერე პოლიტექნიკურის საინჟინრო ფაკულტეტი. ვაგროვე დიპლომები, მაგრამ არც ერთი არ გამომადგა.- ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტში რა საქმიანობდით?- ეს 90-იანებში იყო, იმ ბნელ წლებში მერიასთან ბავშვთა თეატრი ჩამოვაყალიბე. ვპოულობდი ნიჭიერ ბავშვებს, ვმართავდი სპეკტაკლებს, კონცერტებსა და საღამოებს. ვხვდებოდი ომის ვეტერანებს, შეფობა მქონდა აღებული ბროწეულას უპატრონო ბავშვთა სახლზე. ეს ყველაფერი ხშირად შიშველი ხელებით და სპონსორების წინაშე ყელგამოწვდილმა შევძელი.- რა გახდა ემიგრაციაში წასვლის საბაბი?- 2007 წელს, როცა მერიაში ვმუშაობდი, ხელფასი 28 ლარი გამომიწერეს. ძალიან მეტკინა. გავყიდე ერთადერთი ბინა, რომელიც გამაჩნდა და ათენისკენ მიმავალ ავტობუსში ავედი. იქიდან რომში ჩავედი. უცხოეთში ბევრი რამ გადავიტანე. მახსოვს, გულზე დამაგრებული მქონდა აბრა და ქუჩებში ხეტიალით ვეძებდი სამსახურს - ჯოჯოხეთი გამოვიარე.- ზღაპრებს ისევ მიუბრუნდით?- ცხოვრების მიწურულს ისევ მივუბრუნდი ზღაპრების კითხვას და ლექსებს, ჩვენი სიცოცხლე ისეთი პატარაა, რომ მუჭში მოიმწყვდევ. ადამიანებო, დააგროვეთ ბედნიერი წუთები, სიკეთით იცხოვრეთ!..ნინო მამულაშვილი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24689/51/246895125_0:250:1001:1000_1920x0_80_0_0_b073871b4ad45926f9b235eefd57fa7f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინტერვიუ, ქართველები უცხოეთში 2018, საინტერესო ადამიანები
ინტერვიუ, ქართველები უცხოეთში 2018, საინტერესო ადამიანები
„ადამიანებო, დააგროვეთ ბედნიერი წუთები“
16:15 04.10.2022 (განახლებულია: 21:11 04.10.2022) დღეს იტალიაში მცხოვრებ, პროფესიით პედაგოგსა და ინჟინერს, ასპინძელ ნინია ბერიძეს გაგაცნობთ. აქ მისი ემიგრანტული ამბავია. ლექსებს ბავშვობიდან წერს, პოეზიას ვერც უცხოეთში შეელია - ამით სამშობლოს ნოსტალგიას და შორს დარჩენილი მეგობრების მონატრებას იოკებს.
- მე უბრალოდ მე ვარ. სამცხეში დავიბადე. ვიღაცებს ჩემთვის არაორდინარულიც უწოდებიათ, გიჟიც და გადარეულიც. ჩემი სახლის ბოლოს მტკვარია. სკოლაში ვსწავლობდი, ვკითხულობდი მხოლოდ ზღაპრებს და ბავშვობიდან ვწერდი დიდ ლექსებს. პირველად ათი წლისას ამეხილა თვალი. შრომა დაბადებიდან მდევდა. მერე მივხვდი, რომ ზღაპრებით მტკვარს ვერ გადავცურავდი.
- ვიცი, რომ საქართველოში ორი უმაღლესი დაამთავრეთ...
- პირველ წელს ვერ ჩავაბარე უნივერსიტეტში და ოჯახი გადაირია. შემდეგ კი ჯერ პედაგოგიური დავამთავრე ქუთაისში, მერე პოლიტექნიკურის საინჟინრო ფაკულტეტი. ვაგროვე დიპლომები, მაგრამ არც ერთი არ გამომადგა.
- ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტში რა საქმიანობდით?
- ეს 90-იანებში იყო, იმ ბნელ წლებში მერიასთან ბავშვთა თეატრი ჩამოვაყალიბე. ვპოულობდი ნიჭიერ ბავშვებს, ვმართავდი სპეკტაკლებს, კონცერტებსა და საღამოებს. ვხვდებოდი ომის ვეტერანებს, შეფობა მქონდა აღებული ბროწეულას უპატრონო ბავშვთა სახლზე. ეს ყველაფერი ხშირად შიშველი ხელებით და სპონსორების წინაშე ყელგამოწვდილმა შევძელი.
- რა გახდა ემიგრაციაში წასვლის საბაბი?
- 2007 წელს, როცა მერიაში ვმუშაობდი, ხელფასი 28 ლარი გამომიწერეს. ძალიან მეტკინა. გავყიდე ერთადერთი ბინა, რომელიც გამაჩნდა და ათენისკენ მიმავალ ავტობუსში ავედი. იქიდან რომში ჩავედი. უცხოეთში ბევრი რამ გადავიტანე. მახსოვს, გულზე დამაგრებული მქონდა აბრა და ქუჩებში ხეტიალით ვეძებდი სამსახურს - ჯოჯოხეთი გამოვიარე.
- ზღაპრებს ისევ მიუბრუნდით?
- ცხოვრების მიწურულს ისევ მივუბრუნდი ზღაპრების კითხვას და ლექსებს, ჩვენი სიცოცხლე ისეთი პატარაა, რომ მუჭში მოიმწყვდევ. ადამიანებო, დააგროვეთ ბედნიერი წუთები, სიკეთით იცხოვრეთ!..