https://sputnik-georgia.com/20221004/lukasenko-rogor-monawileobs-belarusi-rusetis-specialur-samxedro-operaciasi-ukrainasi-271033122.html
ლუკაშენკო ბელარუსის მონაწილეობაზე რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტში
ლუკაშენკო ბელარუსის მონაწილეობაზე რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტში
Sputnik საქართველო
ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსი ეხმარება ლტოლვილებს, მკურნალობს და კვებავს ქვეყანაში ჩასულ ადამიანებს. 04.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-04T19:04+0400
2022-10-04T19:04+0400
2023-07-20T15:55+0400
მსოფლიო დღეს
ბელარუსი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/09/249400484_0:184:2984:1863_1920x0_80_0_0_11909286e30b1f80b60dbd6a06906d69.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სპეცოპერაციაში მონაწილეობს, მაგრამ იქ სამხედროებს არ გზავნის და არავის კლავს.ბელარუსის სახელმწიფოს მეთაურმა თავდაცვის სამინისტროში სამხედრო უსაფრთხოების საკითხებზე თათბირი ჩაატარა.ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსი ეხმარება ლტოლვილებს, მკურნალობს და კვებავს ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში შედიან.„დიახ, ვმკურნალობთ. საჭიროების შემთხვევაში ადამიანებს ვმკურნალობდით. დიახ, ვაჭმევთ ხალხს. და არა მარტო რუსებს. ყველაზე მეტად ვაჭმევთ იმ დევნილებს, ღარიბებს, გაჭირვებულებს, ჩვენთან უკრაინიდან დღეში 400-500 კაცი რომ შემოდის. აბა როგორ არ ვაჭამოთ, როგორ არ ვუმკურნალოთ?! ასეთია ჩვენი მონაწილეობა ამ სამხედრო ოპერაციაში, სხვა არაფერი არ არის და არც იქნება“, – განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია“ და რომ რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.
ბელარუსი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/09/249400484_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_a82b7461528aed9e195ea4dee1ebfc51.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბელარუსი , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
ბელარუსი , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
ლუკაშენკო ბელარუსის მონაწილეობაზე რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე კონფლიქტში
19:04 04.10.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსი ეხმარება ლტოლვილებს, მკურნალობს და კვებავს ქვეყანაში ჩასულ ადამიანებს.
თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სპეცოპერაციაში მონაწილეობს, მაგრამ იქ სამხედროებს არ გზავნის და არავის კლავს.
ბელარუსის სახელმწიფოს მეთაურმა თავდაცვის სამინისტროში სამხედრო უსაფრთხოების საკითხებზე თათბირი ჩაატარა.
„რაც შეეხება ჩვენ მონაწილეობას სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში უკრაინაში, ჩვენ მასში ვიღებთ მონაწილეობას. ჩვენ ამას არ ვმალავთ. მაგრამ ჩვენ არავის არ ვკლავთ, ჩვენ არსად არ ვაგზავნით ჩვენს სამხედროებს. ჩვენ არ ვარღვევთ ჩვენს ვალდებულებებს“, – ციტირებს ბელარუსის ლიდერს რადიო Sputnik.
ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსი ეხმარება ლტოლვილებს, მკურნალობს და კვებავს ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში შედიან.
„დიახ, ვმკურნალობთ. საჭიროების შემთხვევაში ადამიანებს ვმკურნალობდით. დიახ, ვაჭმევთ ხალხს. და არა მარტო რუსებს. ყველაზე მეტად ვაჭმევთ იმ დევნილებს, ღარიბებს, გაჭირვებულებს, ჩვენთან უკრაინიდან დღეში 400-500 კაცი რომ შემოდის. აბა როგორ არ ვაჭამოთ, როგორ არ ვუმკურნალოთ?! ასეთია ჩვენი მონაწილეობა ამ სამხედრო ოპერაციაში, სხვა არაფერი არ არის და არც იქნება“, – განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია“ და რომ რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის. ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გაამკაცრეს.