https://sputnik-georgia.com/20221004/garibashvilma-guji-amashukeltan-shexvedra-gamarta-271026816.html
ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთში მოღვაწე გუჯი ამაშუკელთან შეხვედრა გამართა
ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთში მოღვაწე გუჯი ამაშუკელთან შეხვედრა გამართა
Sputnik საქართველო
საფრანგეთში ქართველი მოქანდაკე გუჯის სახელითაა ცნობილი. ასევე ჰქვია მის ბრენდს – Goudji. 04.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-04T17:12+0400
2022-10-04T17:12+0400
2022-10-04T21:30+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/04/271021471_0:194:1280:914_1920x0_80_0_0_9fc5ab3c1437cc2e8d1cfdfaef17faee.jpg
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილ ქართველ მოქანდაკე და იუველირ გუჯი ამაშუკელს შეხვდა, რომელიც ცხოვრობს და წარმატებით მოღვაწეობს საფრანგეთში, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.„გასული წლის სექტემბერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში ვიზიტის დროს გაეროს საჩუქრად გადასცა „ვეფხისტყაოსნის” სამუზეუმო ეგზემპლარი, რომლის ყდაც სწორედ საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ გუჯი ამაშუკელმა მოჭედა“, – აღნიშნულია განცხადებაში.უნიკალურ ეგზემპლარზე გუჯი ამაშუკელი 2017–2018 წლებში თბილისსა და პარიზში მხატვრებთან და კალიგრაფთა ჯგუფთან ერთად მუშაობდა. ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა დამზადებულია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა. აღნიშნული ეგზემპლარი ნიუ-იორკში, გაეროს სათავო ოფისშია განთავსებული.„ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ეგზემპლარი ფრანკფურტში გამოიფინება>>>ამაშუკელი თანამედროვეობის გამოჩენილი ოსტატია. მის დამკვეთთა შორისაა კათოლიკური ეკლესიის მეთაური. მისი ნამუშევრები ინახება ვატიკანის მუზეუმში, ლუვრში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მუზეუმში, პარიზისა და ლიონის დეკორატიული ხელოვნების მუზეუმში, ნანტისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების მუზეუმებში, ასევე ფრანსუა მიტერანის, ჟაკ შირაკისა და ნიკოლა სარკოზის საპრეზიდენტო კოლექციებში.ამაშუკელის მიერ შექმნილი ქანდაკებები, სიმბოლური ხასიათის ნაკეთობები, მედალიონები, სამკაულები თუ მითოლოგიურ-რელიგიურ თემებზე გამოქანდაკებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები მსოფლიოს ცნობილი მუზეუმების, გალერეებისა და კერძო კოლექციონერების საკუთრებაა. მისი ნამუშევრები დაცულია ვატიკანის, ლუვრის, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მუზეუმებში, პარიზის და ლიონის დეკორატიული ხელოვნების, ნანტის, მანდეტის მუზეუმებში და სხვ. მოქანდაკე და იუველირი ელგუჯა (გუჯი) ამაშუკელი 1941 წელს ბორჯომში დაიბადა. თავიდან სამი წლის მანძილზე სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტზე, შემდეგ კი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც სამრეწველო დარგის დიზაინერად მუშაობდა.1969 წელს იქორწინა ცნობილი ფრანგი თეატრალური რეჟისორის ანდრე ბარსაკის ქალიშვილზე კატრინ ბარსაკზე. ისინი მრავალი წლის მანძილზე უშედეგოდ ცდილობდნენ საცხოვრებლად საფრანგეთში გადასვლას და მხოლოდ 1974 წელს, საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის ჟორჟ პომპიდუს პირადი ჩარევის წყალობით წყვილს პარიზში გამგზავრების შესაძლებლობა მიეცა.საფრანგეთის დედაქალაქში გუჯი ამაშუკელი ათობით წლის განმავლობაში მონმარტზე სახელოსნოში მუშაობდა. საფრანგეთში იგი გუჯის სახელითაა ცნობილი. ასევე ჰქვია მის ბრენდს – Goudji.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/04/271021471_16:0:1235:914_1920x0_80_0_0_6f98157a9e4c42636c53766d19c8173e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთში მოღვაწე გუჯი ამაშუკელთან შეხვედრა გამართა
17:12 04.10.2022 (განახლებულია: 21:30 04.10.2022) საფრანგეთში ქართველი მოქანდაკე გუჯის სახელითაა ცნობილი. ასევე ჰქვია მის ბრენდს – Goudji.
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილ ქართველ მოქანდაკე და იუველირ გუჯი ამაშუკელს შეხვდა, რომელიც ცხოვრობს და წარმატებით მოღვაწეობს საფრანგეთში, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
„გასული წლის სექტემბერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში ვიზიტის დროს გაეროს საჩუქრად გადასცა „ვეფხისტყაოსნის” სამუზეუმო ეგზემპლარი, რომლის ყდაც სწორედ საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ გუჯი ამაშუკელმა მოჭედა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უნიკალურ ეგზემპლარზე გუჯი ამაშუკელი 2017–2018 წლებში თბილისსა და პარიზში მხატვრებთან და კალიგრაფთა ჯგუფთან ერთად მუშაობდა. ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა დამზადებულია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა. აღნიშნული ეგზემპლარი ნიუ-იორკში, გაეროს სათავო ოფისშია განთავსებული.
ამაშუკელი თანამედროვეობის გამოჩენილი ოსტატია. მის დამკვეთთა შორისაა კათოლიკური ეკლესიის მეთაური. მისი ნამუშევრები ინახება ვატიკანის მუზეუმში, ლუვრში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მუზეუმში, პარიზისა და ლიონის დეკორატიული ხელოვნების მუზეუმში, ნანტისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების მუზეუმებში, ასევე ფრანსუა მიტერანის, ჟაკ შირაკისა და ნიკოლა სარკოზის საპრეზიდენტო კოლექციებში.
ამაშუკელის მიერ შექმნილი ქანდაკებები, სიმბოლური ხასიათის ნაკეთობები, მედალიონები, სამკაულები თუ მითოლოგიურ-რელიგიურ თემებზე გამოქანდაკებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები მსოფლიოს ცნობილი მუზეუმების, გალერეებისა და კერძო კოლექციონერების საკუთრებაა. მისი ნამუშევრები დაცულია ვატიკანის, ლუვრის, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მუზეუმებში, პარიზის და ლიონის დეკორატიული ხელოვნების, ნანტის, მანდეტის მუზეუმებში და სხვ.
მოქანდაკე და იუველირი ელგუჯა (გუჯი) ამაშუკელი 1941 წელს ბორჯომში დაიბადა. თავიდან სამი წლის მანძილზე სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტზე, შემდეგ კი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც სამრეწველო დარგის დიზაინერად მუშაობდა.
1969 წელს იქორწინა ცნობილი ფრანგი თეატრალური რეჟისორის ანდრე ბარსაკის ქალიშვილზე კატრინ ბარსაკზე. ისინი მრავალი წლის მანძილზე უშედეგოდ ცდილობდნენ საცხოვრებლად საფრანგეთში გადასვლას და მხოლოდ 1974 წელს, საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის ჟორჟ პომპიდუს პირადი ჩარევის წყალობით წყვილს პარიზში გამგზავრების შესაძლებლობა მიეცა.
საფრანგეთის დედაქალაქში გუჯი ამაშუკელი ათობით წლის განმავლობაში მონმარტზე სახელოსნოში მუშაობდა. საფრანგეთში იგი გუჯის სახელითაა ცნობილი. ასევე ჰქვია მის ბრენდს – Goudji.